სოფელში გადასახლებული ახალგაზრდა მწერლის ექსპერიმენტული მეურნეობა და იშვიათი ტროპიკული მოსავალი - "როცა სიმშვიდე მღლის, თვეში ერთხელ თბილისში მივდივარ და ვერთობი"

აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია, ამ­ბობს, რომ თვით­ნას­წავ­ლია. ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა მის­თვის მა­ინც მწერ­ლო­ბაა, ლექ­სებს წერს, მისი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი ცოტა ხან­ში გა­მო­ვა. ტრო­პი­კუ­ლი ხი­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბა კი იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ტრო­პი­კუ­ლი პრო­დუქ­ტის მოყ­ვა­რუ­ლია. მათი გამ­რავ­ლე­ბა პირ­ვე­ლად მი­წა­ში მა­რა­კუ­ი­ის მარ­ცვლის ჩაგ­დე­ბით სცა­და, რო­მე­ლიც გა­ი­ზარ­და და დღეს უკვე მსხმო­ი­ა­რე ხეა.

ასე რომ, სო­ფელ ჯუ­ნე­წერ­ში, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ისე­თი ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა მა­რა­კუ­ია, ლუფა, ნა­რან­ჯი­ლა, პე­პი­ნო, ჩა­ი­ო­ტი, პა­ტი­სო­ნი და არა­ერ­თი სხვაც. მათი მომ­ყვა­ნი კი ჯერი ძუ­ა­რია, რო­მე­ლიც, იმავდრო­უ­ლად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არა­ბუ­ლი ენის ფი­ლო­ლო­გი­ას ეუფ­ლე­ბა. პან­დე­მი­ის
პე­რი­ოდ­ში სწავ­ლა შე­ა­ჩე­რა, მაგ­რამ გა­ნა­ახ­ლებს, მა­ნამ­დე კი საყ­ვა­რელ კუ­თხე­ში, გუ­რი­ა­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებს.

- პირ­ვე­ლი მცე­ნა­რის შემ­დეგ და­მე­ბა­და იდეა, მხო­ლოდ ეს ხომ არ არის, უამ­რა­ვი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც გუ­რი­ა­ში იხა­რებს-მეთ­ქი. გუ­რია ერ­თა­დერ­თი რე­გი­ო­ნია, რო­მელ­შიც ტრო­პი­კუ­ლი და სუბტ­რო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს კვეთს. აქ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ი­ზარ­დოს რო­გორც ტრო­პი­კუ­ლი და სუბტ­რო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი, ასე­ვე ცივი კლი­მა­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბიც. როცა შე­დე­გი მი­ვი­ღე, და­ვი­წყე უცხო­ეთ­ში თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მათი მო­ძი­ე­ბა, ვინც ამ საქ­მი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ვთხო­ვე, ტრო­პი­კუ­ლი ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის თეს­ლე­ბი და ნერ­გე­ბი მო­ე­წო­დე­ბი­ნათ. ასე მი­ვა­გე­ნი კულ­ტუ­რას, რო­გო­რიც არის ლუფა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს მის­გან ბუ­ნებ­რივ ღრუბ­ლებს (ნეჭა - ლ.ფ.) ამ­ზა­დებ­დნენ, მერე ეგ კულ­ტუ­რა გაქ­რა. მე კი მაქვს და გამ­რავ­ლე­ბაც და­ვი­წყე.

- მხო­ლოდ ტრო­პი­კულ მცე­ნა­რე­ებს ახა­რებთ?

- კი და ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის ინ­ტე­რე­სიც გა­მო­იწ­ვია. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ამ სა­კი­თხის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად შე­მე­ხე­და. მზად ვი­ყა­ვი, ხარ­ჯიც გა­მე­წია, მაგ­რამ უცებ გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის უამ­რა­ვი თეს­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნა და მთხო­ვა, მისი ვი­ნა­ო­ბა არ და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა. ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. გა­სა­ო­ცა­რი თეს­ლე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, სა­დღაც 150-ზე მეტი. მათ­გან ნა­წი­ლი დავ­თე­სე და გამ­რავ­ლდა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მცე­ნა­რე, რომ­ლე­ბიც დღეს ჩემს ბაღ­ში ხა­რობს, ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლია. არ არ­სე­ბობს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი, რომ ის გუ­რი­ა­ში ვინ­მეს გა­უ­ხა­რე­ბია.

- ნი­ა­და­გი ხომ არ გა­მო­გიკ­ვლე­ვი­ათ?

- მხო­ლოდ მჟა­ვი­ა­ნო­ბა გავ­სინ­ჯე. ისე, ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნი თუ მცე­ნა­რეს გუ­ლით მო­უვ­ლის, ყვე­ლა გა­ი­ხა­რებს. ისე­თი მცე­ნა­რე­ე­ბის თეს­ლე­ბი მაქვს, ეგ მცე­ნა­რე­ე­ბი არაფ­რით არ უნდა მო­ერ­გოს გუ­რი­ას, მაგ­რამ მა­ინც ვა­პი­რებ გა­ხა­რე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში, მით უფრო, გუ­რი­ა­ში, არა მგო­ნია, ვინ­მეს ის ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი ჰქონ­დეს. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები