"მეკითხებიან, ეს ახალგაზრდა ქალი მანდ როგორ ძლებო?" - ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხოვრება ადამიანებისგან თითქმის დაცლილ სოფელში

სო­ფე­ლი საკ­რა­უ­ლა, ად­რინ­დე­ლი კიკ­ნა­ვე­ლე­თი, ბაღ­და­თი­დან 21 კი­ლო­მეტ­რის სა­ვალ­ზეა, მდი­ნა­რე საკ­რა­უ­ლის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს. მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თით­ქმის დაც­ლილ სო­ფელ­ში, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი და გაზი არ არის, ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხი თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობს და მე­ურ­ნე­ო­ბას უძღვე­ბა. კოტე კიკ­ნა­ვე­ლი­ძე და ანა ქო­ბა­ლია მოგ­ვი­თხრო­ბენ თა­ვი­ანთ ამ­ბავს.

ანა ქო­ბა­ლია:
- საკ­რა­უ­ლა­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მა­ღალმთი­ა­ნი სო­ფე­ლია, მაგ­რამ მა­ღალმთი­ა­ნის სტა­ტუ­სი არა აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, არა­და, მთებ­შია ჩა­კარ­გუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვებს გვგო­ნია, რომ ამა­ზე ლა­მა­ზი სო­ფე­ლი არ­სად არის. ყვე­ლას ხომ თა­ვი­სი უყ­ვარს... ეს იმა­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ მე და ჩემი მე­უღ­ლე სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა­გან არ წა­ვე­დით. არა­და,
შეგ­ვეძ­ლო ბარ­ში გვე­ცხოვ­რა და უკე­თე­სად გაგ­ვეკვლია ცხოვ­რე­ბა­ში გზა.

ძვე­ლი სახ­ლი პა­ტა­რა იყო, შე­რე­მონ­ტე­ბაც სჭირ­დე­ბო­და და ამი­ტომ ახა­ლი ავა­შე­ნეთ. ორ შვილს ვზრდით, სკო­ლა მცირ­ე­კონ­ტი­გენ­ტი­ა­ნია - სულ 20 მოს­წავ­ლემ­დე. ჩემი ბიჭი პირ­ველ კლას­შია, კლას­ში მარ­ტოა. გო­გო­ნას­თან ორნი არი­ან. არის კლას­კომ­პლექ­ტე­ბიც, მაგ­რამ იქაც სამ ბავ­შვზე მეტი არ არის. სა­ერ­თოდ, ვცდი­ლობ ყვე­ლა­ფერ­ში კარ­გი მხა­რე და­ვი­ნა­ხო, არ არის ტრა­გე­დია, რომ სკო­ლა­ში ცოტა ბავ­შვია, თუ ადა­მი­ანს სწავ­ლა უნდა, მო­ა­ხერ­ხებს. ჩემს ბიჭს მას­წავ­ლე­ბე­ლი გვერ­დით უზის და ისე მე­ცა­დი­ნე­ო­ბენ... სკო­ლის ბავ­შვე­ბი ერთ გუნ­დად არი­ან შეკ­რუ­ლი.

სო­ფელ­ში ამ­ჟა­მად 100-მდე მო­სახ­ლე იქ­ნე­ბა. არის მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი, წა­სუ­ლი ბევ­რია.

- და­სა­ფა­სე­ბე­ლი ნა­ბი­ჯია. ასე­თი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა სო­ფელ­თან რამ გა­ნა­პი­რო­ბა?

- უპირ­ვე­ლე­სად, სოფ­ლის სიყ­ვა­რულ­მა. სულ უკ­ვირთ და მე­კი­თხე­ბი­ან, ეს ახალ­გაზ­რდა ქალი მანდ რო­გორ ძლე­ბო? ასე­თი პა­სუ­ხი მაქვს, აქ გა­ვი­ზარ­დე, ეს ჩემი მშობ­ლი­უ­რი გა­რე­მოა, იმ­დე­ნად მიყ­ვარს აქა­უ­რო­ბა, რომ აქ ყოფ­ნა არ მეძ­ნე­ლე­ბა. ჩვენ­თან ვინ­მე ქა­ლა­ქე­ლი რომ ამო­იყ­ვა­ნო, ვერ გაძ­ლებს, მი­თუ­მე­ტეს, ზამ­თა­რი რთუ­ლი გვაქვს. ამი­ტო­მაც და­ი­ცა­ლა სო­ფე­ლი. ისე მოხ­და, რომ მე და ჩემი მე­უღ­ლეც ერ­თნა­ი­რად ვფიქ­რობთ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. არ­ცერ­თს არ შეგ­ვიძ­ლია ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა. ჰოდა, აქ ჯან­სა­ღად ვცხოვ­რობთ, სუფ­თა ჰა­ე­რია, სუფ­თა პრო­დუქ­ტით ვიკ­ვე­ბე­ბით. მირ­ჩევ­ნია ქა­ლა­ქუ­რი "სი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი" მო­ვაკ­ლო, მაგ­რამ ჯან­სა­ღად გავ­ზარ­დო. მო­მა­ვალ­ში ეს უფრო გა­მო­ად­გე­ბათ. რაც შე­ე­ხე­ბა წრე­ებს, ინ­ტერ­ნე­ტის ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ და ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა ისე­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები