"ბედის კვერები" - უძველესი ქართველების საახალწლო რიტუალი

ეთნოგრაფის, მკვლევარის – გიორგი გიგაურის დაწერილი თემა _ `ხალხურ კულტურებში არქეოასტრონომიული კვალი~. ამერიკაში ერთ-ერთ წიგნში -"Handbook of Archaeostronomy and Ethnoastronomy 2014" შევიდა... წიგნი ძალიან ძვირად ღირებულია, რის გამოც საქართველოში ვერ შეიძინეს. ამ წიგნში ათი გვერდი საქართველოზეა~...
გიორგი გიგაური გვიამბობს უძველეს დრსო საქართველოში რა საახალწლო რიტუალები ჰქონდათ...

- ეთნოგრაფიული კულტურა ძველი დროიდან მოდის და ზოგგან ახლაც არის ზოგან შემორჩენილი... ასტრალური იგივე ,,ღვთაებრივი“ სიმბოლო-ნიშნებით არის შემკული სარიტუალო პურ-საწირის და ,,ბედის კვერების“ ზედაპირები, რომლებიც თავისებურ რიტუალის დროს გამოიყენებდნენ. ახალ წელს ხევსურეთში და თუშეთში ,,წელწადი“
ჰქვიან, რაც ძველი წლის ,,წადი“-ს (წასვლას) დროს ასრულებდნენ ხუცესები და სახლის უფროსი ადამიანები. რიტუალი შემდეგნაირად არის: სახალწლოდ მომზადებული და სულიერად მარხვით განწმედილი საკულტო მსახური ჯვარ-სალოცავის დარბაზში ათენებს ღამეს. დილით ადრე (ახალ წელს) თვითოეული ოჯახიდან მოდის ერთი მამაკაცი მოაქვს ,,ბედის კვერები“ , რომელზეც ,,ღვთაებრივი“ სიმბოლოებია დაჭვრეთილი. ხუცესი აკურთხებს ,,ბედის კვერებს“ და თვითოეულ ოჯახში მივა (ან ოჯახის უფროსი) და თავის ,,ბედის კვერებს’’ სახლის კარებში შეაგორებს და დალოცავს ოჯახს. მსგავსია თუშეთის ტრადიციაც ,,ჭერში ჭყეტია“, რომელიც ბედის კვერს ეხება და ასევე ახალ წელს სრულდებოდა. ,,ბედის კვერის“ ზედაპირის სიმბოლოებით შემკობაც ტრადიციულად უხსოვარი დროიდან მოდიოდა. ე.წ. ,,კვერა-ბერა“ სამი ცალი იყო. მათი სხვადასხვა გამოსახულებები, ძველ დროს, თუ რა სემანტიკას შეიცავდა, დღეს ინფორმაცია დაკარგულია. ერთ-ერთი სპეციალური ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა 2009 წელს, მოხუცი ხევსური ქალისგან, მისი გადმოცემით: ,,....ქადებს შუაში ნიშნებს დასჭვრეთდეს და გარშემო შამაჭრეხილ იყვ. თვითოეულ ჯვარ-სალოცავს თავისებურ ლიშან-საჭვრეთაიც ჰქონდ“ (ნ. თეთრაული 82 წლის. სოფ: გამარჯვება. დედოფლისწყარო). ე.ი. სალოცავებს თავთავიანთი საჭვრეთლები და ღვთაებრივი სიმბოლოები ჰქონდათ, რომელიც მსგავსებაში მოდიოდა სოფლის მაცხოვრებელთა ოჯახურ საჭვრეთის სიმბოლოებთან. ახალ წელს დილით, ადრე, სახლის კარებში ,,ბედის კვერის“ შეგორება ,,დასაბამს“ გამოხატავდა სიმბოლურად.

ამით იწყება ახალი წელი (წელწადი - დასაბამი) ანუ ახალი სიცოცხლე. შემდეგ სალოცავში სრულდება ,,ჟამის წირვა“, თითოეული ოჯახიდან რამდენიც მამაკაცია, იმდენი სანთელი მოაქვთ და დარბაზში ერთად ანთებული ,,გადიდებულ“ ლუდებთან ერთად ილოცება. ზაფხულში დიდი დღეობის დროს, ასევეა საყურადღებო რიტუალი , რომელიც ,,აშალებს“ (გადმოშლას) ეხება. ათენგენობაზე დიასახლისებმა იციან პატარა სალოცავებისთვის პურ-საწირების ,,სადობილოების“ გამოცხობა, რომლებთანაც ზოგს სამკუთხა ფორმა აქვს, ზოგს მრგვალი, ზედ ასევე ,,ღვთაებრივი“ სიმბოლოებია დაჭვრეთილი. ლოცვის შესრულების შემდეგ, დიდ ქადებს დაჭრიან, ხოლო ,,აშალებს“ გადმოუშლიან ბავშვებს. ბავშვებიც ცდილობენ ხელთ მოიგდონ ,,აშალის“ კვერები. ამ რიტუალშიც ასევე ვხედავთ ასტრალურ წარმოსახვას. ეს რიტუალები მსგავსია საქართველოს სხვა კუთხეებში შემორჩენილ წესებთანაც, მათ შორის ,,ბასილას“ კვერები რაჭა-ლეჩხუმში და სხვა. სალოცავებში დღეობის ბოლოს ,,ფერხისა“-ის ცეკვა და მღერა იცოდნენ. ნახევარწრეში ჩადგებოდნენ ხელებგადაჭდობილები და მღერდნენ ჯვარ-სალოცავის სადიდებლად, მაგ: ,,ჯვარსა წინასა“ და სხვა…
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები