ბექა ხოფერია ვაკის ელიტური კორპუსის ბინას 190 ათას დოლარად ყიდის

თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე, პარლამენტარ ხათუნა ხოფერიას ვაჟი ბექა ხოფერია ვაკეში მდებარე 225მ2 ფართის ბინას ყიდის - ამის შესახებ ბექამ პოსტი ფეისბუქზე გამოქვეყნა და მეგობრებს ამ საქმეში დახმარებაც სთხოვა.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, ბინა ელიტურ კორპუსში მდებარეობს, სადაც სადარბაზოც კი მარმარილოთია მოპირკეთებული. კორპუსის პირველი ორი სართული პარკინგისთვის ყოფილა განკუთვნილი.
ბინა ოთხოთახიანია, აქედან ორი საძინებელია. ამ ყველაფერს ხიბლს ვერანდა და აივნები ჰმატებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბინა მე-11 სართულზე მდებარეობს, მაშინ ადვილი მისახვედრი იქნება ისიც, რომ აივნიდან ლამაზი ხედი გადაიშლება. ამ ყველაფერთან

ერთად, ბინას ჰქონია საკუთარი სახურავი, სადაც მომავალ მფლობელს საშუალება ექნება გააკეთოს აუზი, ბუხარი და მაგიდა. ეს სიამოვნება კი 190000 დოლარი ღირს.


თეკლა ჟვანია

კომენტარები

z.k. 2017-05-18 10:43
ქეთი-ს კომენტარზე ადამიანს გული გაუნათდება ასე დალოცვილებო,მოვეფეროთ და გავამხნევოთ ერთმანეთი ყველგან და ყველაფერში.
ციცო 2017-05-07 23:49
ძალიან კარგია, გული გაგინათდება ისეთია
zura 2017-03-30 16:23
190 000 $ რო მქონდეს რამინდა ვაკეში, კორპუსის ბინაში, უძლიერეს სახლს ავიშენებ ქალაქიდან ცოტა მოშორებულს თავის ხეხილის ბაღით და აუზით, რა გოიმობაა ამხელა ფულის გადახდა კორპუსის ბინაში.
ნინა 2017-02-03 03:16
ნეტა რატომ ყიდის?
keti 2017-01-18 05:23
namdvilad kargi saxlia momecona daxvecili axali klasikuri stilit puli rom mkondes arc davpikrdebodi egreve vikiddi gmertma gaakidinos male da vinc ikidis da sheva mag binashi dalocvili da bednieri kopilikvnen mshvidobashi moaxmaros gmertma rac kargia kargia

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები