ვარსკვლავური ტერასები - როგორი ტერასები აქვს ცნობილი ადამიანების სახლებს

სარა ჯესიკა პარკერის ტერასა ზღვისპირა სახლში


ეს ვიქტორიანული სტილის ხის სახლი ნიუ-იორკის მახლობლად მდებარეობს. ის 1865 წელს აშენდა. რამდენიმე წლის წინ კი ცნობილმა ვარსკვლავმა სარა ჯესიკა პერკერმა ოჯახთან ერთად დროის გატარების მიზნით შეიძნა.

კორტნი კოკსის საზაფხულო ტერასა

გაგიკვირდებათ და მსახიობობამდე კორტნი კოკსი არქიტექტორობაზე ოცნებობდა. მისი ეს ლამაზი და გემოვნებით შერჩეული სახლი კალიფორნიაში მდებარეობს, უცხო თვალს საკმაოდ მოშორებულია და მყუდროდ არის მიმალული წყნარი ოკეანის სანაპიროს მიდამოებში.

ერინ ლაუდერის აუზის პავილიონი

ცნობილი დიზაინერის, ესტე ლაუდერის შვილიშვილმა ბებიისგან ანდერძად არა მარტო მისი კოსმეტიკური
იმპერია გადაილოცა, არამედ ეს შესანიშნავი ვილაც ლონგ-აილენდზე.
ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის ვიცე-პრეზიდენტი და კრეატიული დირექტორი ამ სახლში ქმართან და ორ შვილთან ერთად ისვენებს ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ შვილიშვილმა ხელი არ ახლო ბებიის გემოვნებით მოწყობილ ინტერიერს, ის აცხადებს, რომ მის ბებიას შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა და არაფრის შეცვლა სურს.

ტომ კრუზის მთის სახლი

ტომ კრუზის ეს ლამაზი სახლი კოლორადოს შტატის პატარა ქალაქ ტელურიდეში მდებარეობს. სახლი ქვისა და ხისგან არის აშენებული რუსტიკანულ სტილში. სახლს აქვს დიდი ბუხარი და უზარმაზარი ვერანდა.



ოსკარ დე ლა რენტას ზღვისპირა სახლი

ცნობილი დიზაინერის სახლი პუნტა-კანაში შემთხვევით როდი მდებარეობს, იგი აქ დაიბადა და გაიზარდა. ამ სახლის მთავარი ღირსება ნიჟარებისგან გაკეთებული ეს ლამაზი მაგიდაა. კლასიკური არქიტექტურა და აზიისა აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოტანილი აქსესუარები სახლს საოცარ ხიბლს მატებს.


შაკირას ზღვისპირა სახლის ტერასა

შაკირამ საბოლოოდ გადაწყვიტა ევროპაში დამკვიდრება და მაიამი ბიჩზე მის საკუთრებაში არსებული სახლი გასაყიდად გაიტანა. სწორედ ამ ფაქტის წყალობით მოგვეცა საშუალება უფრო კარგად შევავლოთ თვალი ამ ვარსკვლავური სახლისთვის.

სახლის ინტერიერი ძენის სტილშია გაკეთებული. თეთრი ფერი და სისადავე ნებისმიერ ადამიანს მოსასვენებლად განაწყობს, სახლის ღირებულება 11,65 მლნ დოლარია.

ბენ აფლეკის აგარაკი ქალაქგარეთ

ბენ აფლეკის კუთვნილ ტერიტორიაზე ჯორჯინიში სამი სახლია განლაგებული. მსახიობმა აღნიშნული უძრავი ქონება 2003 წელს შეიძინა. ამ დროს იგი ჯენიფერ ლოპესს ხვდებოდა.

სამივე სახლი სხვადასხვა სტილშია აშენებული. მთავარი, ყველაზე დიდი სახლის საერთო ფართობი 560 კვადრატული მეტრია. აქვს ლამაზი ღია ფასადი და კოლონები. დღესდღეობით მსახიობი ამ სახლს 8,9 მლნ დოლარად ყიდის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები