"რაც ფული მი­შო­ვია, ყვე­ლა­ფე­რი ამ სახ­ლის კედ­ლებ­ში ჩავ­დე" - გიორგი ფხაკაძის გზა და ისტორიული სახლი თბილისში

ექი­მი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი პან­დე­მი­ის დროს გახ­და. მან თა­ვი­სი ხში­რი და ემო­ცი­უ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო თუ "ფე­ის­ბუქჩარ­თვე­ბით" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ა­მახ­სოვ­რა თავი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­მაც გი­ორ­გი ფხა­კა­ძე, რო­გორც გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მრჩე­ვე­ლი ისე გა­იც­ნო, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, მას ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ცი­ა­ზე უმუ­შა­ვია და დღემ­დე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბაც გა­უვ­ლია, რა­ზეც AMBEBI.GE-ის უამ­ბო:

- დე­დით უკ­რა­ი­ნე­ლი, მა­მით ქარ­თვე­ლი ვარ. ბავ­შვო­ბი­დან ლვოვ­სა და ქუ­თა­ის­ში ვსწავ­ლობ­დი და არა­ერ­თი სკო­ლა გა­მო­ვიც­ვა­ლე. ამას გარ­და, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლებ­ში ვსწავ­ლობ­დი, ჭი­და­ო­ბა­ზე დავ­დი­ო­დი. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში დე­დას ბა­ლეტ­ზე დავ­ყავ­დი, ქუ­თა­ის­ში ქარ­თულ
ცეკ­ვებს ვცეკ­ვავ­დი, ჭად­რა­კით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი მქონ­და, სა­თა­მა­შოდ დრო არ მრჩე­ბო­და. ლვო­ვი და ქუ­თა­ი­სი ჩემი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქე­ბია. ხუთი წლის ასაკ­ში მარ­ტომ ვი­მოგ­ზა­უ­რე სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნა­ში. ჩამ­სვეს თვითმფრი­ნავ­ში, ვი­ღაც კაცს მი­მა­ბა­რეს და მე მი­ვას­წავ­ლე იმ კაცს, რო­გორ მი­ვეყ­ვა­ნე სახ­ლამ­დე. ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ხუთი წლის ასა­კი­დან ბა­ზარ­ში მარ­ტო დავ­დი­ო­დი. დე­და­ჩე­მი ფულს მომ­ცემ­და და მე ვყი­დუ­ლობ­დი. და­მი­ნა­ხავ­დნენ, - რა საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი­აო და ისე მიკ­ლებ­დნენ ფა­სებს... ჰოდა, მეც გემ­რი­ე­ლად ვვაჭ­რობ­დი. ბავ­შვო­ბი­დან ვის­წავ­ლე ვაჭ­რო­ბა, ხა­რის­ხის ცნო­ბა. ყვე­ლა ყველს ვსინ­ჯავ­დი, ვიდ­რე კარგ ყველს არ შე­ვარ­ჩევ­დი. თან ვი­მახ­სოვ­რებ­დი, ვის­თან რო­გო­რი იყო, მერე იმას ტვინს ვუ­ბურ­ღავ­დი, ვიდ­რე ფასს მაქ­სი­მა­ლუ­რად არ და­ვაკ­ლე­ბი­ნებ­დი. როცა სა­ჭი­როა, ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზეც ვვაჭ­რობ... მე­უბ­ნე­ბი­ან, გი­ორ­გი რას შვრე­ბიო? ვპა­სუ­ხობ, - მა­ცა­დეთ! ქუ­თა­ი­სის მწვა­ნე ბა­ზა­რი და ნიუ-იორ­კის მა­ნ­ჰე­ტე­ნის ბა­ზა­რი ერთი და იგი­ვეა, იქაც ფა­სებს ვაკ­ლე­ბი­ნებ - მეთ­ქი...

- თქვენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე და ზო­გა­დად, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ვინ იქო­ნია გავ­ლე­ნა?

- სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბის ამ­ბა­ვი მე ვინ მკი­თხა, დე­და­ჩემს უნ­დო­და თეთ­რი ხა­ლა­თი მცმო­და. მამა ეუბ­ნე­ბო­და მზა­რე­უ­ლებ­საც კი აქვთ თეთ­რი ხა­ლა­თიო, მარ­თა­ლი იყო, სჯობ­და, მზა­რე­უ­ლი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. დედა ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, ისე გამ­ზარ­და, ჩემ­ზე ხელი არას­დროს აუ­წე­ვია, მაგ­რამ ისე­თი მწა­რე ენა ჰქონ­და, სჯობ­და კარ­გად ვე­ცე­მე. როცა სწავ­ლა არ მინ­დო­და, მე­ტყო­და, - რად გინ­და სწავ­ლა, აგერ ცო­ცხი და იმუ­შა­ვე დამ­ლა­გებ­ლა­დო. მეც ვტი­რო­დი, არ მინ­და "დვორ­ნი­კო­ბა - მეთ­ქი". სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლა არ მინ­დო­და, რად­გან სის­ხლის ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და. ერთხელ დე­დამ მა­ი­ძუ­ლა, ქა­თა­მი და­მეკ­ლა... ამ ქა­თამს ყელი ცო­ტა­თი წა­ვა­ჭე­რი, მაგ­რამ ვერ მოვ­კა­ლი, წა­მოხ­ტა ეს სის­ხლი­ა­ნი მა­მა­ლი და გა­მო­მე­კი­და, სამი წრე და­ვარ­ტყი სახ­ლს ყვი­რი­ლით, მა­მა­ლი სის­ხლის­გან იც­ლე­ბა, მაგ­რამ გამ­წა­რე­ბუ­ლი მომ­დევს, მე დავ­რბი­ვარ.
სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც ჩა­ვა­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო­ზე. სახ­ლში ყვე­ლა სი­გა­რეტს ეწე­ო­და. დედა სულ მე­უბ­ნე­ბო­და, - სჯობს შინ მო­წიო სი­გა­რე­ტი, მე სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის მაქ­ვსო... ალ­ბათ რომ არ მიკ­რძა­ლავ­დნენ, ამი­ტო­მაც არას­დროს არ გამ­ჩე­ნია მო­წე­ვის ინ­ტე­რე­სი. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ის იყო, რომ პირ­ვე­ლად დე­დამ მომ­ცა პრე­ზერ­ვა­ტი­ვი...
იმ დროს, სექ­სუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მე ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი, ერ­თა­დერ­თი ვი­ყა­ვი სკო­ლა­ში, რო­მელ­მაც იცო­და ბავ­შვი სა­ი­დან ჩნდე­ბა, რად­გან დე­და­ჩემ­მა მომ­ცა წა­სა­კი­თხად გი­ნე­კო­ლო­გი­ის წიგ­ნი, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი. წა­ვი­კი­თხე, გა­ვი­გე და გა­და­ვე­დი შემ­დეგ ეტაპ­ზე. სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე დე­დის­გან.

- თბი­ლის­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სახ­ლი აა­შე­ნეთ, რო­გო­რი ის­ტო­რია აქვს თქვენს სახ­ლს?

- ამ სახ­ლს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც პი­რო­ბი­თად სამ - შუ­ა­სა­უ­კუ­ნებ­რივ, საბ­ჭო­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ო­დე­ბად შეგ­ვიძ­ლია დავ­ყოთ. ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ფე­ო­და­ლუ­რი ქა­ლა­ქი, თბი­ლი­სიც გა­ლავ­ნით იყო შე­მო­სა­ზღვრუ­ლი. უც­ნა­უ­რია, რომ თბი­ლის­ში ეს იყო ერ­თა­დერ­თი გა­ლავ­ნი­ა­ნი სახ­ლი, ე.წ. ციხე-სახ­ლი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, X სა­უ­კუ­ნე­ში იყო აგე­ბუ­ლი. XIII სა­უ­კუ­ნე­ში მონ­ღო­ლე­ბის შე­მო­სე­ვი­სას ციხე-სახ­ლი ნან­გრე­ვე­ბად იქცა. XVI სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ეს შე­ნო­ბა სო­მე­ხი სოვ­დაგ­რის, მე­ლიქ ბე­ბუ­თო­ვის სა­კუთ­რე­ბა გახ­და. XVIII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ერთ-ერ­თმა ბე­ბუ­თოვ­მა სახ­ლი თა­ვის დას გა­დას­ცა, რო­მელ­მაც, თა­ვის მხრივ, იქა­უ­რო­ბა დე­და­თა მო­ნას­ტრად გა­და­ა­კე­თა.

1795 წელს, კრწა­ნი­სის ომის დროს, აღა-მაჰ­მად-ხან­მა მთე­ლი თბი­ლი­სი გა­დაწ­ვა და და­ან­გრია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სახ­ლი გა­დარ­ჩა და სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ შაჰი თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს სწო­რედ ბე­ბუ­თო­ვის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­და. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის აღ­დგე­ნამ­დე აქ უცხოვ­რია და აქვე გარ­დაც­ვლი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მო­ნარ­ქი - გი­ორ­გი XII. სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ეს ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა, ოდეს­ღაც მშვე­ნი­ე­რი ციხე-სახ­ლი მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი "კო­მუ­ნალ­კა“ გახ­და. 1998 წელს, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ამ შე­ნო­ბა­ში შე­ვი­ძი­ნე მცი­რე ფარ­თი. 90-იანი წლე­ბის სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო ძველ ქა­ლაქ­ში აღა­რა­ვის უნ­დო­და ცხოვ­რე­ბა, მე­ზობ­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლით ყიდ­დნენ თა­ვი­ანთ ბი­ნებს და მეც ეტა­პობ­რი­ვად შე­ვი­ძი­ნე 23 ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი.

გავ­ყი­დე ჩემი ულა­მა­ზე­სი სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი წე­რეთ­ლის 17-ში, ქუ­თა­ის­ში და ამ ფუ­ლით შევ­ძე­ლი ბოლო მე­ზობ­ლის ერთი ოთა­ხის ყიდ­ვაც თბი­ლის­ში. მერე რე­მონ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თე. რაც ფული მი­შო­ვია, ყვე­ლა­ფე­რი ამ სახ­ლის კედ­ლებ­ში ჩავ­დე. სახ­ლი ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი იყო, ამის აღ­დგე­ნა მოხ­და 20 წლის რთუ­ლი მუ­შა­ო­ბით. ახლა ეს სახ­ლი ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ულა­მა­ზე­სი და ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სახ­ლია. ამ სახ­ლის სა­ძირ­კვე­ლი მე-18 სა­უ­კუ­ნი­საა. საფ­რან­გეთ­ში, ძვე­ლი, ნა­პო­ლე­ო­ნის დრო­ინ­დე­ლი სახ­ლი მაქვს. იხილეთ სრულად

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები