მეფე ჩარლზის ყოველდღიური ყოფა - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ჩარლზი და კამილა დედოფლის გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ

უკვე ბრიტანეთის მეფე კარლ მესამე და მისი მეუღლე კამილა, ლონდონში, კლივლენდ როუ 8-ში ცხოვრობდნენ. სწორედ აქ, ბუკინგემის სასახლიდან არც თუ ისე შორს, მდებარეობს მემკვიდრის რეზიდენცია - კლარენს ჰაუსის სასახლე.

ჩარლზი და კამილა აქ საცხოვრებლად 2003 წელს გადავიდნენ. კლარენს ჰაუსის რემონტზე 6 მილიონი ფუნტი დაიხარჯა, აქედან 4,5 - სახელმწიფომ გადაიხადა.
კლარენს ჰაუსში პრინცმა ჩარლზმა ბავშვობის პირველი სამი წელიწადი გაატარა. აქ ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, სანამ მისი დედა დედოფალი გახდებოდა. ამის შემდეგ დედოფალი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ბუკინგემის სასახლეში, ხოლო დედამისი კლარენს ჰაუსში
გადავიდა. პრინცი ჩარლზი ხშირად სტუმრობდა ბებიას, ამიტომ კლარენს ჰაუსი მისთვის მშობლიური ადგილია.

ამ ფოტოზე აღბეჭდილია ოთახი, სადაც პრინცი ოჯახის წევრებთან ერთად ატარებდა ხოლმე დროს და ასევე მასპინძლობდა სტუმრებს. რას ვხედავთ ფოტოზე:

1. წყვილი ლარნაკი, ჩინეთი, 1690-1700 წწ.;
2. მოხატული ფაიფურის "ვეფხვი კვებავს თავის ბოკვერებს", 1818 წ.;
3. პრინც ჩარლზისა და პრეზიდენტი ობამას ფოტო ოვალურ კაბინეტში, 2011 წელი;
4. ელისაბედ II-ისა და პრინცი ფილიპის ფოტო ბავშვებთან ერთად;
5. ელისაბედ II, ანი ლეიბოვიცის ფოტო, 2016 წელი;
6. ვესტფალიის მეფის, ჟერომ ბონაპარტის მარმარილოს ბიუსტი, ჩვ. 1810 წელი;
7. წიგნები მებაღეობის, ფერწერის, ფოტოგრაფიის შესახებ;
8. იმპერატორ ციანლონგის წლისთავის პატივსაცემი ლარნაკი, ჩინეთი, 1736-1795 წწ.; 9. ნახატი ედუარდ VII-ის კორონაცია", 1902 წ.; 10. ინგლისური წარმოების მოოქროვილი დივანი, 1825-1850 წწ.;
11. ბალიში სამი ბუმბულით - უელსის პრინცის ემბლემა.













უცნობია, უკვე მეფე კარლ მესამე და კამილა კვლავ გაატარებენ თუ არა დღეებს მათ საყვარელ სახლში თუ საბოლოოდ დაფუნძნდებიან სამეფო სასახლეში.

კომენტარის დამატება