ჟურნალისტ ნინო კვაჭანტირაძის ”საფირმო” საწებლის რეცეპტი არნახულად პოპულარული გამოდგა და თავად რეცეპტის ავტორიც გაოგნებას ვერ მალავს. ”ქართული ფეისბუქის ისტორიაში უპრეცედენტო ამბავია -პომიდვრის საწებლის ჩემი რეცეპტი 48 საათში გაიზიარა 8224 ფეისბუქმომხმარებელმა”, - წერს ნინო.
გავიგოთ, რა რეცეპტზეა საუბარი:
”აი, ვინც ზამთარში ამ საწებლის რეცეპტს მთხოვთ, ახლა გეუბნებით, ამის გაკეთების სეზონი ახლაა და არ დაიზაროთ, უადვილესია:
10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი
  
მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს. რომ გაგრილდება დავაბლენდერებთ, დაუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ (20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე (გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი)
მოკლედ, ეს საწებელი გემრიელია ხორცთან, კარტოფილთან და წიწიბურასთანაც კი. ასევე აგემრიელებს წვნიანებს და ბოლო-ბოლო პურთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთვათ, განსაკუთრებით მარხვაში. " - წერს ნინო.
                            
კომენტარები