როგორ გავწმინდოთ ფანჯრები სწორად - ფანჯრები წმენდის დროს დაშვებული 5 მთავარი შეცდომა

ფანჯრების ხარისხიანად გასაწმენდად დაგჭირდებათ კარგი ხარისხის მინის საწმენდი სითხე და მიკროფიბრის ნაჭერი. თუ ფანჯრების გასაწმენდადს ისევ გაზეთს ან ქაღალდს იყენებთ, გთხოვთ, დაივიწყეთ ამის შესახებ.

სანამ უშუაულოდ მინის წმენდას შეუდგებოდეთ, კარგად გაასუფთავეთ ფანჯრის რაფები და თვითონ ფანჯრები, საჭიროების შემთხვევაში, კუთხეებში, შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვერსასრუტიც. ასე წმენდის დროს ზედმეტი ჭუჭყი მინაზე არა მოხვდება და წმენდის პროცესიც უფრო მარტივი გახდება.

საწმენდი სითხის შესხმის შემდეგ მინის ერთი მხარე ჰორიზონტალურად გაწმინდეთ, მეორე - ვერტიკალურად. მინის გასაწმენდად, როგორც უკვე გითხარით, გამოიყენეთ მხოლოდ მიკროფიბრის საწმენდი ტილოები.

აი, ის
მთავარი 5 შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ ხოლმე დიასახლისები ფანჯრების წმენდის დროს:

1. ვწმენდთ ფანჯრებს მზიან ამინდში
მზიან ამინდში წმენდის დროს საწმენდი სითხე ძალიან მალე შრება და ვერ ვასწრებთ მინების სრულყოფილად გაწმენდას.

2. არ ვწმენდთ მტვერსასრუტით რაფებს
მინის წმენდამდე აიცილებლად უნდა გავწმინდოთ მტვერსასრუტით ფანჯრის რაფები და კუთხეები.

3. ეკონომიურად მოვიხმართ მინის საწმენდ საშუალებას
ნუ გააკეთებთ ეკონომიას მინის საწმენდ საშუალებებზე. გულუხვად მიასხით მინებს, ასე ეფექტი უფრო თვალსაჩინო იქნება.

4.მინის წმენდის დროს ვიყენებთ გაზეთს
როგორც უკვე გითხარით, ეს ჩვევა უნდა დაივიწყოთ. არასდროს გამოიყენოთ მინის წმენდის დროს გაზეთი.

5.მინას ქაღალდის ხელსახოცით ვწმენდთ
ქაღალდის ხელსახოცით გაწმენდა გაზეთით გაწმენდას ჯობს, თუმცა, უკვე გითხარით, რომ ყველაზე მეტად მინის გაწმენდა მიკროფიბრის ტილოთია რეკომენდებული.

კომენტარები

ალისა 2018-01-07 23:42
ეს რეკლამაა ტილოების თუ რაარის გაზეთიც მშვენივრად აპრიალებს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები