საკვები ცელოფანი თურმე ძალიან ბევრ რამეში შეიძლება გამოიყენოთ - ძალიან პრაქტიკული რამ

იცოდით, რომ საკვები ცელოფნის დახმარებით შეგიძლიათ მოხარშოთ კვერცხი პაშოტო ან მწერების ხაფანგი გააკეთოთ? მოდით ვნახოთ, კიდევ რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს საშუალება.

დაიცავით სასმელი დაღვრისგან
რამდენად ხშირად ისხამენ ბავშვები წვენს ან ჩაის ჭიქიდან? თუ ლაქების რეცხვა მოგბეზრდათ, შემდეგ ჯერზე მჭიდროდ შემოახვიეთ ჭიქას საკვები ცელოფანი და ისე ჩაასხით ჩაი ან წვენი. ამ გზით, სითხე არ გადმოიქცევა ჭიქიდან, მაშინაც კი, თუ ბავშვი მას თავდაყირა ამოაბრუნებს.
ეს ლაიფჰაკი პიკნიკზეც გამოგადგებათ. ცელოფანი არა მხოლოდ სასმელს დაიცავს დაღვრისგან, არამედ ჭიქის შიგთავსსაც დაცავს მწერებისგან.

გახსენით ჯიუტი თავსახური
ჯემის ქილის გახსნა ადვილი საქმე არ არის, ძირითადად იმის გამო, რომ თქვენი თითები ლითონის ზედაპირზე სრიალებს. ეცადეთ, საქმე უფრო მარტივად გააკეთოთ, თავსახურს შემოაკარით საკვები ცელოფანი - ეს გააუმჯობესებს მოჭიდებას და დაგეხმარებათ ყველაზე მჭიდრო თავსახურის სწრაფად გახსნაშიც კი.


გაახანგრძლივეთ ბანანის ვარგისიანობა

მწიფე ბანანი სწრაფად ფუჭდება - 1-2 დღეში კანი იწყებს გაშავებას. ბანანის უკეთ შესანახად მას თავზე, ყუნწზე  საკვები ცელოფნის რამდენიმე ფენა შემოახვიეთ.

შეამცირეთ შხეფების რაოდენობა
მიქსერით ან ბლენდერით თქვეფისას დაიცავით მიმდებარე ობიექტები კონტეინერის საკვები ცელოფნით შეფუთვით. გააკეთეთ ნახვრეტი მოწყობილობისთვის ცენტრში და იმუშავეთ ისე - სამზარეულოში წესრიგი გარანტირებულია.

დაამზადეთ მწერების ხაფანგი
შემაწუხებელი მწერების მოსაშორებლად, ჭიქის ძირზე დადეთ სატყუარა - მაგალითად, რამდენიმე დაჭრილი კენკრა - და მისი ზედა კიდე საკვები ცელოფნით შეახვიეთ. გააკეთეთ რამდენიმე პატარა ნახვრეტი "სახურავში" (კბილის ჩხირის ან ჩანგლის გამოყენებით) და დატოვეთ კონტეინერი სამზარეულოში. ხილის არომატით მოზიდული მწერები შეაღწევენ ჭიქაში და ვერ შეძლებენ გარეთ გამოსვლას.

დაიცავით თქვენი კოსმეტიკა მოგზაურობის დროს

თუ მოგზაურობაში კრემის რბილი ტუბების წაღებას გეგმავთ, დაიცავით მათი შიგთავსი სახურავსა და ტუბის ნახვრეტს შორის საკვები ცელოფნის ფენის დადებით. ასეთი "ბალიში" დაგეხმარებათ ჩემოდანში არსებული ნივთების მოულოდნელი გაჟონვისგან დაცვაში.

შეინახეთ მაცივარი სუფთად
მაცივარში მინის თაროების სისუფთავის შესანარჩუნებლად, შეახვიეთ ისინი საკვები ცელოფნით. ეს დაცვა ისევე კარგად მუშაობს, როგორც სპეციალური სილიკონის ხალიჩები და გაცილებით იაფია.

ხელი შეუწყვეთ ხილის დამწიფებას
თუ შეიძინეთ ხილი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად დამწიფებული, შექმენით მათთვის სათბურის მსგავსი გარემო. მოათავსეთ ხილი თასში და დააფარეთ საკვები ცელოფანი. ეთილენი, ხილის მიერ გამოყოფილი აირი, რომელიც მათ დამწიფებაში ეხმარება, კონტეინერში დაგროვდება. ერთ ან ორ დღეში ხილი საჭმელად მზად იქნება.

ცნობისთვის: ეთილენის წარმოების ჩემპიონები არიან ბანანი, მსხალი და ვაშლი.

გაუფრთხილდით ხელებს
ბაღში მუშაობისას მებაღეობის ხელთათმანების გარეშე ვერ გაძლებთ. მაგრამ თუ ისინი ხელთ არ გაქვთ და ფოცხით ან ნიჩბით გიწევთ მუშაობა, სახელურს საკვები ცელოფნის რამდენიმე ფენა შემოახვიეთ. ეს შეამცირებს კანის სრიალს ხელსაწყოს ზედაპირზე და დაიცავს თქვენს ხელებს დაზიანებისგან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები