"ეს კაშხალი რომ დაინგრეს, ნახევარ საათში თბილისს 18 მეტრიანი ტალღა დაარტამს"- რა საფრთხეებს შეიცავს ჰესები საქართველოში

ბოლო დროს ჰესების მშნებლობის არაერთი პროექტი გახდა სკანდალისა და საზოგადოების მღელვარების მიზეზი. არადა საქართველოში უკვე წლებია, რამდენიმე დიდი ჰესი მუშაობს. რა რისკებს შეიცავს ეს ნაგებობები და რისთვის უნდა ვიყოთ მზად?  ჰესების მშენებლობა მსოფლიოში მე-19 საუკუნიდან დაიწყო. მას შემდეგ ტექნოლოგია განვითარდა და დაიხვეწა. შეფასდა ზიანისა და სარგებლის მოტანის ხარისხიც. ჩვენი რესპონდენტი, ირაკლი მაჭარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია, "მწვანე ალტერნატივის" კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. მისი თქმით, საქართველოში ჰესებისადმი ჯერაც ის მიდგომებია, რომლებზეც ცივილიზებულმა სამყარომ უკვე დიდი ხანია უარი თქვა. ის
განმარტავს, რა რისკები გააჩნია ჰესს გარემოსა და მოსახლეობის მიმართ.

- ზიანი დამოკიდებულია პროექტის დიზაინსა და ადგილზე. ცალსახად რომ ვთქვათ, რა ზიანის მოტანა შეუძლია ან რა დადებითი აქვს ჰესების არსებობას, არ შეიძლება. მაგალითად, რა ზიანის ან სარგებლის მოტანა შეუძლია ქირურგიულ ოპერაციას ავადმყოფისთვის? - ხომ გააჩნია ავადმყოფს, რამდენად სჭირდებოდა მას მკურნალობისთვის ოპერაცია. ეს შეიძლება შევადაროთ ჰესების მშენებლობის პროექტს. ზოგადად, ჰესები იყოფა სხვადასხვა დიზაინისა და ზომის მიხედვით. დიდ ჰესებად ითვლება ჰესები, რომელთა კაშხალის სიმაღლე 15 მეტრს აღემატება. 2000 წელს მსოფლიო კაშხლების კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ დიდი კაშხლები იმდენად ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე, რომ ისინი არ შეიძლება განხილულნი იყვნენ, როგორც განახლებადი მწვანე ენერგია იმიტომ, რომ მათ მიერ მიყენებული ზიანი გარემოზე ძალიან დიდია. ჰესებს, როგორც წესი, ახასიათებს წყლის დაგუბება, დაგუბების დროს ტყეები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ასე შემდეგ, საბოლოოდ იკარგება და ნადგურდება. შედარებისთვის გეტყვით, ნენსკრა ჰესის აშენების შემთხვევაში განადგურდება დაახლოებით 400 ჰექტარი ტყე. 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად , ბორჯომში 250 ჰექტარი ტყე დაიწვა. ეს ზიანი სახელმწიფო კომისიამ შეაფასა მილიარდ დოლარად. წარმოიდგინეთ, 400 ჰექტრის უკვალოდ დაკარგვა, ორჯერ აღემატება ამ ზიანს. ჰესები ღუპავენ და აფერხებენ თევზების მიგრაციას. დიდი თუ მცირე კაშხალით გადაიღობება მდინარე, მისი ზედა ნაწილიდან ქვედა ნაწილისკენ აღარ მიდის საკვები ნივთიერებები, რომელიც ასაზრდოებდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ჩვენთან ჰესებისადმი გამოიყენება მიდგომა, რომელზეც ცივილიზებულმა სამყარომ უკვე დიდი ხანია უარი თქვა.

არის დემაგოგიური განცხადებები, რომ მცირე ჰესს არ შეუძლია ზიანი მოუტანოს გარემოს, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია. ევროკავშირი 5 ძირითად რეკომენდაციას გამოხატავს ჰესებთან მიმართებით:
1.ხელშეუხებელი ზონების გამოყოფა, სადაც აიკრძალება ახალი ჰესების მშენებლობა.
2. არსებული ჰესების განახლება და მოდერნიზება უნდა მოხდეს, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ ახალი ჰესების მშენებლობა და მათგან გამოწვეული ზეგავლენა.
3. ეკოლოგიური სტანდარტების დაწესება როგორც ახალაშენებული, ისე განახლებული ჰესებისათვის.
4. აუცილებლად უნდა ჩატარდეს დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი, რომ განისაზღვროს, გარემოზე მიყენებული ზიანი მეტია თუ ეკონომიკური სარგებელი.
5. პროექტის ზომა არ არის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. ნებისმიერი ზომის პროექტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლისგანაც გაუარესდება წყლის ობიექტის ხარისხი და დაირღვევა ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობა.
ევროკავშირი პირდაპირ ამბობს, რომ მცირე ჰესსაც შეუძლია ძალიან დიდი ზიანის მიყენება გარემოსთვის. პანკისის მოსახლეობა რასაც ითხოვს ახლა, ზუსტად ემთხვევა ევროკავშირის მოთხოვნებს. ის მთავრობის ჩინოვნიკები თუ ბიზნესმენები, რომლებიც საწინააღმდეგოს ამბობენ, არიან ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის მოწინააღმდეგეები და ემხრობიან, რომ საქართველო იყოს რუსეთის ნაწილი.

- მიწისძვრას ან სხვა ბუნებრივ კატასტროფას თუ შეუძლია დააზიანოს ჰესი, რა საფრთხე არსებობს ამ თვალსაზრისით?
-საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივმა კატასტროფამ, არასწორმა საინჟინრო გადაწყვეტილებამ. საქართველოში სიდიდით მეორე ჰესი შუახევი ჰესია, რომელიც 2 წლის წინ აშენდა. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ არასწორად ჩატარდა გეოლოგიური კვლევა, არ დაგვიჯერეს და აშენებიდან 2 თვის შემდეგ ჩამოინგრა. ზიანმა მინიმუმ 100 მილიონი დოლარი შეადგინა.

- ამ დროს ადამიანებს რა ზიანი შეიძლება მიადგეთ?
-გააჩნია, ადამიანები სად ცხოვრობენ ამ ობიექტიდან. მაგალითად, ჟინვალჰესის დოკუმენტაციაში წერია, ეს კაშხალი რომ დაინგრეს, ნახევარ საათში 18 მეტრიანი ტალღა ურტყამს მარჯანიშვილის ხიდს. სხვათა შორის, ახლა საკმაოდ დაზიანებულია. თბილისს რომ 18 მეტრიანი ტალღა გადაუვლის, რა მოხდება? შეადარეთ, რა გამოიწვია ამაზე გაცილებით პატარა ტალღამ 2015 წელს მდინარე ვერეს ხეობაში.

- საქართველოში, ძირითადად, რომელი სოფლები და ქალაქებია რისკის ქვეშ?
- ზუსტად დასახელება არ შეიძლება, მაგრამ იმის გამო, რომ ქუთაისთან გუმათჰესი ცუდადაა აშენებული, საღორიის ტყე გუმათჰესთან ლპება. წელიწადში ორჯერ იტბორება სოფელი ბაში. არც თუ ისე იშვიათია ადამიანების დაღუპვის ფაქტი. თუნდაც ერთი ადამიანის დაღუპვა, რა თქმა უნდა, კატასტროფაა. ზუთხის ექვსი სახეობა, რომლის საქვირითე ადგილები აქ იყო, გადაშენების საფრთხის წინაშეა. ყოველწლიურად, ვიდრე ჰესები აშენდებოდა, იჭერდნენ დაახლოებით ორ ტონამდე ზუთხს, 50-დან 80 ტონამდე კალმახს და დაახლოებით 9 ტონა შავი ზღვის ორაგულს. მას შემდეგ, რაც ჰესები აშენდა, ყველა ეს სახეობა საფრთხის წინაშე დადგა. კომერციული მოპოვება აღარ არსებობს, ზოგიერთი სახეობას კი გადაშენება ემუქრება. გარდა ამისა, როდესაც კაშხალი კეტავს მდინარეს, მას ზღვისკენ ვეღარ ჩამოაქვს ინერტული მასალები ანუ ქვა-ხრეში, რის შედეგადაც სანაპიროს ნელ-ნელა იტაცებს წყალი. ბათუმის ბულვარს ზღვა ძალიან მალე წაიღებს იმის გამო, რომ მდინარე ჭოროხზე, რომელიც 70 პროცენტზე მეტს ავსებდა შავი ზღვის სანაპიროს, 2 ათეულზე მეტი ჰესი აშენდა და შენდება თურქეთში. შემდეგი 500 წლის მანძილზე ერთი ქვაც აღარ ჩამოვა სანაპიროზე. საქართველოში ამ მდინარეზე სამ ჰესს აშენებენ, სხვათა შორის, თურქული კომპანიები, რაც ნიშნავს იმას, რომ შავი ზღვის სანაპირო მუდმივად წაირეცხება. გარდა ამისა, ჰესების მშენებელი კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული კომპანიები არიან, რომელიც რუსული ბიზნესის მფლობელობაშია და ეს კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის.

P.S. ამ დროისთვის საქართველოში 17 კაშხალი ფუნქციონირებს.

კომენტარები

კობა 2021-04-17 18:47
,,არასწორად ჩატარდა გეოლოგიური კვლევა, არ დაგვიჯერეს და აშენებიდან 2 თვის შემდეგ ჩამოინგრა. ზიანმა მინიმუმ 100 მილიონი დოლარი შეადგინა" - გეოლოგიური კვლევა არის მიახლოებითი და გვირაბის გაყვანის პროცესში ზუსტდება. გადამწყვეტ როლს თამაშობს სადერივაციო გვირაბის არმირების და დაბეტონების ხარისხი - გვირაბის ზედაპირი უნდა იყოს მაქსიმალურად სწორი გლუვი ზედაპირით, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ჰიდრავლიკური დარტყმები გვირაბის კედლებზე და აეროდინამიკური წინააღმდეგობები ....... რაც არ გაუთვალისწინებიათ ფეხბურთელებს და გვირაბი ზოგან არც-კი დაუბეტონებიათ, არავინ აკონტროლებდა მცოდნე! არაა ასე? კიდეც დაინგრა გვირაბი!
ბებო 2020-02-05 11:16
ჭოროხზე სსრკ- ს დროს თურქეთმა ვერ გაბედა ჰესების მშენებლობა რადგან არგუმენტირებული პასუხი მიიღო მხოლიდ სსრკ- დაშლის შემდგ დსიწყო ედიკას თანხმობით, შედეგიც სახეზეა მუდმივად ირეცხება ბათუმ სარფის პლიაჟები. კდევ უარესი იქნება
გიორგი 2020-01-04 01:29
ააშენე, ტექნიკურად გამართული, ხარისხიანი, შემდეგ გაუწიე სწორი ექსპლუატაცია და ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ერთია მთავარი გასათვალისწინებელი, გარემოს ზედმეტად დამტენიანებელია.
გიორგი. მთიები-ს! 2019-09-01 13:04
ალბათ, ის რუსი ბუჰღალტერი, რომ არ დამხვრჩვალიყო, გაექცა ენგურჰესს და დაბინავდა ბიჭვინთაში, ალბათ საკუთარ გემზე, (მაშინ გემები საკუთრებაში არ იყო) რომ ენგურჰესის წყლიდობას, შორს თურქეთში არ გადააგდო. ჯერ ერთი, ვინ რამეს ჰკითხავდა თურქებს საქართველოსთან შეხებაში? და მეორე, ან რა ესმოდა თურქებს, ან ვინ რას ეკითხებოდა საბჭოთა კავშირის დროს. ეხლა რომ არიან "გაბლატავეული" ასე კი არ იყო, ტილები ჭამდნენ.
გიორგი. 2019-09-01 12:44
17 ჰესია საქართველოში და მეტი არა? აიღეთ ჰესებზე ცნობარი და ნაეთ რამდენი გასაკუთრებული ჰესებია საქართველოში.

კომენტარის დამატება