როგორ მოვუაროთ ყვავილებს ზამთარში


როგორ მოვრწყათ და სად მოვათავსოთ
არსებობს ყვავილის მოვლის ერთი ძალიან მარტივი მეთოდი: სანამ ყვავილს წყალს დაუსხამთ კარგად შეამოწმეთ ნიადაგი თითით, 2-3 სმ-ზე, ნიადაგი არ უნდა იყოს არც ძალიან სველი და არც ძალიან მშრალი. თუ კარგად დაუკვირდებით, მცენარის ფოთლები თავად მიგანიშნებენ სჭირდება თუ არა მცენარეს წყალი. თუ ფოთლები გაყვითლებულია წყლის დასხმა უნდა შეწყვიტოთ, თუ ფოთლის კიდეები გაყავისფერებულია და ხმობას იწყებს წყალი უნდა მიაშველოთ.

ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ ფოთლებს არ ქონდეს მტვერი, მტვერი მცენარეს ფოტოსინთეზში უშლის ხელს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესც მზის
სხივების დეფიციტი ბუნებრივად არსებობს.
ამიტომ ეცადეთ ყვავილს ფოთლები კარგად გაწურული სველი ნაჭრით ძალიან ფრთხილად გაუწმინდოთ.
თუ ატყობთ, რომ მცენარემ მოიწყინა რამდენიმე დღით აბაზანაში მოათავსეთ.

ზამთარში ყველაზე ადვილად მოსავლელი მცენარეები

ბრომელია



არ უყვარს სინათლე და ზამთარში წყლის გარეშე რამდენიმე კვირაც კი ძლებს.

აგლაონემა


ეგუება თითქმის ყველანაირ განათებას.

დოლარის ხე



არ ჭირდება კარგი განათება და ბევრი წყალი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები