მარკეტში ნაყიდი ფინიკისგან შეიძლება პალმა გაზარდოთ

ტროპიკულ და ძალიან გემრიელ ფინიკს საქართველოში ბევრი მოყვარული ჰყავს. სუპერმარკეტებში მისი შეძენა ყველას შეუძლია. ალბათ მისი შეძენის შემდეგ ბევრი დაინტერესებულა, შეიძლება თუ არა ფინიკის კურკისგან ნამდვილის ფინიკის პალმის გამოზრდა. რატომაც არა, მირთვით გემრიელი ფინიკი და კურკა დაგრჩათ. რატომ არ უნდა გამოიყენოთ ის ეგზოტიკური მცენარის გასაზრდელად. თანაც ის განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს; თქვენს ინტერიერს კი გაალამაზებს. სამაგიეროდ გაითვალისწინეთ, სახლის პირობებში გამოზრდილი პალმა ნაყოფს ვერასდროს გამოიღებს. ის ნელა იზრდება, მაგრამ 5 წლის შემდეგ შეიძლება ოთახშიც ვეღარ დაატიოთ.
აი, დეტალური ინსტრუქცია, როგორ უნდა

გამოზარდოთ ფინიკის კურკისგან პალმა:
კურკა იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუ თერმული დამუშავება არ გაუვლია. ამ მიზნისთვის გამოგადგებათ ან ცოცხალი ნაყოფის, ან ჩირის კურკა.

1. კურკა საგულდაგულოდ გაასუფთავეთ აპკისგან, რათა მიწაში მოხვედრილმა ლპობა არ დაიწყოს. გარეცხილი კურკა წყალში 24 საათი უნდა გააჩეროთ.
2. ფინიკის კურკა საკმაოდ უხეშია. ზოგიერთი, მას კაწრავს, რათა შიგნით სწრაფად შეაღწიოს წყალმა. თუ გსურთ, კურკამ სწრაფად გამოიღოს ნაყოფი, ცხელი წყალი დაასხით.
3. შეგიძლიათ კურკა ბამბადაფენილ (ბამბა ზემოდანაც დააფარეთ) კონტეინერზე მოათავსოთ და სითბოში, თუნდაც რადიატორზე დადგათ. სისტემატურად კონტროლეთ, რომ ბამბა მუდამ სველი იყოს.
4. როცა კურკა გაიბერება, იგი მიწაში უნდა გადარგათ.
5. თავდაპირველად კურკა პატარა მოცულობის ქოთანში (10 სმ დიამეტრის) ჩარგეთ. მისი ნიადაგიც მუდმივად ტენიანი უნდა იყოს.
6. ძირზე, დრენაჟისთვის, არ დაგავიწყდეთ კენჭების ჩაყრა. მიწა უმჯობესია სკვერიდან ან ტყიდან მოიტანოთ. ქოთნიანში მიწა შემდეგნაირად უნდა ჩაყაროთ: 2 წილი მიწა, 1 წილი ტორფი, 1 წილი სილა, 1 წილი გამომწვარი ნაკელი.
7. პატარა პალმა ყოველწლიურად ახალ ქოთანში უნდა გადარგათ.
8. ტემპერატურა იმ ოთახში, სადაც პალმის ქოთანი გიდგათ 16-20 გრადუსი უნდა იყოს. არ დადგათ გათბობასთან. ასე მოკლავთ მცენარეს. პალმა აგრეთვე მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. მაგრამ სინათლე არ მოაკლოთ, ფოთლები გაუგრძელდება და დაემტვრევა.
9. ზაფხულში მცენარე ინტენსიურად მორწყეთ (არ უნდა გამოუშრეს ნიადაგი) და ხშირად დაუნამეთ ფოთლები.
10. მარტი-სექტემბრის პერიოდში მცენარეს მინერალური და ორგანული სასუქის დამატება სჭირდება.

კომენტარები

Toko 2019-12-06 02:50
Pambaze makvs ukve 10 dgea da dzn mcire zomis gamonzrds vxedav kurkis boloebze romeli xmridn chavdo miwashi ikedan sadac gamoiyara tu ukugma ?
ეკა 2019-07-21 17:03
კურკას კბილი არ დაადოთ, წყალში ჩადეთ და გამოუვა ყლორტ დ დარგეთ
გოჩა 2018-01-12 21:47
ორივე კომენტარიარაფრის მომცემია (( 20 წლის წინ პალმა გამოვზარდეო რომ იძახი სხვებსაც გვითხარი როგორ გაზარდე.....თბილისში ზამთარში ღია გრუნტში არ გაიყინება? თუ გაიყინება რა ვქნათ? მოკლეთ ეგოისტები ხართ მხოლოდ საკუტარი თავი გაინტერესებთ, ეს სტატიაც სასაცილოა, რას ნიშნავს დეტალური იმფორმაცია ? კურკიდან მეც გავზარდე პალმა უკვე 3 წლისაა მაგრამ როგორც კი ტემპერატურა ღამე 5 გრადუსამდე ეცემა პალმას სცივა სიყვით;ეში გადადის და სახლში შემაქვს...აი საკითხავი ის არი რომ გაიზრდება რა უყო? თუ ღრმად რომ ჩავრგო მიწაში და ფესვები თბილათ ჰქონდეს გადაიტანს ზამთარს? ვინც იცით მომწერეთ
nana 2016-07-07 22:53
ezoshi rom davrga gaizrdeba da nayofs momcems?qotanshi ukve maqvs 1 wlis
dali 2016-01-26 09:17
ძვირფასებო ასე პალმა 20 წლის უკან გმოვზარდე ფინიკისაგან

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები