ხახვის კოქტეილი მცენარეებისთვის - იაფი და კარგი საშუალება (+რეცეპტი)

ხახვის კოქტეილის რეცეპტს ყვავილების მოყვარული და მცოდნე ირინა ღარიბაშვილი გვიზიარებს:

"ამ კოქტეილს ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე ვაკეთებ, თქვენც გახსენებთ. მიართვით თქვენს მცენარეებს, ძალიან მოეწონებათ.

მომზადების წესი:
ერთი-ორი მუჭი ხახვის ფურცელი მოვათავსოთ ემალის ჭურჭელში, დავასხათ 1.5 ლ.  ადუღებული წყალი და ათი წუთის განმავლობაში ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. გავაჩეროთ 3-4 საათი და უკვე გაგრილებულით მოვრწყათ მცენარეები. ასევე შეგვიძლია შევასხუროთ ფოთლებს.

გაიმეორეთ ორ სამ თვეში ერთხელ. ეს ნაყენი უხდება როგორც ოთახის, ასევე ბაღის მცენარეებსაც, რადგან შეიცავს ყველა აუცილებელ და სასარგებლო მიკროელემენტს, რაც სჭირდება მცენარეს სიჯანსაღისთვის. შეგახსენებთ,
რომ ყოველ ჯერზე ახალი უნდა დაამზადოთ, შენახვა არ შეიძლება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები