პეტუნია - როგორ მოვუაროთ ეზოს მშვენებას

არის აფრიკული მცენარე და ერთ წელიწადზე მეტ ხანს ვერ ხარობს. ის სწორედ სეზონისთვისაა განკუთვნილი. პეტუნია თავს ყველაზე კარგად გაზაფხულზე და ზაფხულში გრძნობს. ძალიან ლამაზია ბინაშიც, აივნებზეც, ეზოებშიც.

მცენარე თესლით მრავლდება და მისი თესლის ჩარგვა შეგიძლიათ თებერვლიდან მარტის ბოლომდე. თუ თქვენ სათანადო პირობებში გაახარებთ, გაზაფხულიდან დაიწყებს ყვავილობას და აგვისტოს ბოლომდე გასტანს. საერთოდ, გახსოვდეთ, რომ პეტუნიას გახარება ძალიან იოლია. ყველა ჩათესილი თესლიდან აუცილებლად ამოდის ღერო. თქვენ შეგიძლიათ, ამ მცენარის სხვადასხვა ფერის ჯიშები ჩათესოთ ერთ ქოთანში და იქიდან ბუჩქის სახით ბევრნაირი ჯიშის პეტუნია ამოიზრდება.

ნიადაგი უნდა იყოს კარგად გაფხვიერებული, მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ნაკელი, ტორფი, სხვადასხვა მინერალური სასუქი. გაზაფხულის დასაწყისში მცენარე უკვე დაიწყებდა კოკრების გამოღებას. მისი ყვავილები სხვადასხვა ფერის იქნება. ამ დროს მას ძალიან დიდი მოვლა არ სჭირდება, მთავარია, მისთვის სასურველ გარემოში ამყოფოთ.

პეტუნია ზაფხულის მცენარეა და ამ დროს პრეტენზიული არ არის. შეგიძლიათ, დადგათ აივანზე, ბაღში ან ფანჯრის რაფაზე. მას მოსწონს ნახევრად გაფანტული მზის სხივები, ამიტომ, ეცადეთ, მწველი მზის სხივები არ მოახვედროთ. მცენარისთვის ასევე კარგია ზამთრის ბაღი. ზამთარში პეტუნია დადგით კარგად განათებულ ადგილას, რომ შუქი ხვდებოდეს, რადგან არ უყვარს ჩაბნელებული ოთახი.

ზაფხულში მცენარეს თითქმის ყოველდღე სჭირდება მორწყვა. ეს მცენარე ვერ იტანს ზაფხულის ცხელ ჰაერს და ამიტომ ხშირად უნდა წყლის მიწოდება, თუმცა, არც ძალიან ნესტიანი მიწაა სასურველი. რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს შეგიძლიათ, ორ კვირაში ერთხელ მორწყათ.

გადამეტებულმა მორწყვამ, შეიძლება, მცენარის ფესვის ლპობა გამოიწვიოს. ამიტომ, მუდმივად ყურადღება მიაქციეთ, რომ პეტუნია დღეში რამდენჯერმე არ მორწყათ და ამის გამო არ დალპეს მისი ფესვები. თუ მცენარეს ეს დაავადება შეეყარა, ვეღარ გადაარჩენთ. შეგიძლიათ, ხელით მოუსინჯოთ ხოლმე მიწა. ძალიან იოლად მიხვდებით, სურს თუ არა მცენარეს წყალი. თუ ნიადაგი ფხვიერია, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად გრძნობს თავს. თუ მიწა ძალიან მშრალია დაასხით წყალი და თუ სველია, შეაჩერეთ მორწყვა.

მაღალ ტემპერატურასაც უძლებს და, შეგიძლიათ, მისთვის შესაფერის ადგილზე უშიშრად დადგათ.
პეტუნია მომცრო ზომისაა. მისი მაქსიმალური სიმაღლე 12-13 სანტიმეტრია. ქოთანი, შეგიძლიათ, შეურჩიოთ მოგრძო ზომის. ეს მცენარე წლობით არ ცოცხლობს და ამიტომ პატარა ზომის ქოთანიც საკმარისი იქნება.
მას ემტერება ცრუფარიანა და ფქვილისებრთა ფარიანა. ეს მავნებლები შეგიძლიათ, მოაშოროთ აქტელიკითა და კარადეთი. მათი შეძენა შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში და სამთო ქიმიის შენობაში. პეტუნიას ეს მავნებელი აგვისტოში უჩნდება და, ამიტომ, ყურადღებით იყავით

ზაფხულში 50 გრადუსიც რომ იყოს, პეტუნიას დისკომფორტი არ შეექმნება. ზამთარში კი, ყინვასა და ქარს ვერ უძლებს. მისთვის სასურველი ტემპერატურა 25 გრადუსია. გირჩევთ, პეტუნია ზამთარში გაზქურასთან, ღუმელთან ან ბუხრის თავზე დადგათ, გახურებული აგური კარგად მოქმედებს მასზე და უკეთ გაიხარებს. პეტუნიას არც გაზის გამონაბოლქვი ავნებს, მაგრამ, ზაფხულში გაითვალისწინეთ, რომ არ დადგათ ისეთ ოთახში, სადაც კონდიციონერია. ეს ნამდვილად უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს მცენარეზე, რადგან კონდიციონერი გამოყოფს ქიმიურ შენაერთს, რომელიც პეტუნიას ფოთოლს უწვავს და აშრობს.


ფლორისტი მარინა ვაშაძე

კომენტარები

Mariami 2020-05-07 09:41
Es yvavili yovel celicads unda daitesos?

კომენტარის დამატება