ბაღი, რომელიც მარიამ სირბილაძემ რომის ცენტრში, სახლის აივანზე მოაწყო

მარიამ სირბილაძეს სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი იცნობს. მხიარული, ყოველთვის პოზიტიური მარიამი თავდაპირველად საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა სიმსივნესთან აქტიურად იბრძოდა და სამაგალითოდ იქცა ბევრისთვის. ახლა მარიამს თავისი ბლოგი აქვს, სადაც სილამაზის რჩევებს აძლევს გულშემატკივრებს და ასევე უზიარებს რეცეპტებს - საოცარი და გემრიელი კერძების. სწორედ ამ კერძების ზოგიერთი განუმეორებელი და ცოცხალი ინგრედიენტის მოსაყვანად მოაწყო ნამდვილი ბოსტანი თავისი სახლის აივანზე - ქალაქ რომში, სადაც ბოლო წლებია ცხოვრობს.

მის აივანზე იხილავთ მარწყვს, კიტრს, პომიდორს, პიტნას და ბევრ სხვა მცენარეს. თებერვლის შემდეგ აქვს ეს ლამაზი
ბაღი და ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია - უკვე მოსავალიც აქვს. 

როგორც მარიამი ამბობს, ჩვეულებრივ უვლის მცენარეებს, როგორც სხვები. რწყავს რეგულარულად, თვეში ერთხელ ანოყივრებს ბანანით ან ბანანის წყალთან ერთად დაბლენდერებული ქერქით რწყავს. ასევე გადარგვამდე იყენებს დაფქული კვერცხის ნაჭუჭებს - კალცი სწრაფად ზრდაში და მსხმოიარობაში ეხმარება.


კომენტარები

მარინა 2020-07-07 14:51
ძალიან ლამაზია რა მნიშვნელობა აქვს სად გააშენა
ნიტა 2020-07-05 12:34
აივანზე ბაღ-ბოსტანი :D
ძროხა მეწველიც მიაბას იქვე
keti 2020-07-04 20:13
mushaobs kidec da koveldgiur biologiur sakvebsac igebs ise rac cveni kartvelebi evropashi shromoben da aketeben ere sirbiladzesac tavis sopelshi rom emushava da svebsac memgoni kveknis mosaxleobasac mikiddnen biologiur produktebs karga namdvilad usakmuri rom ar aris adamiani gasaxarebelia namdvilad roca shromob da shens nashroms rom miirtmev
ფოტოგრაფი 2020-07-04 19:57
და რა ვიცით, რომ ეს ბოსტანი რომში კი არა, ვთქვათ ლოტკინზე არ მდებარეობს?
ლალი 2020-05-27 10:43
რა მშვენიერია,მიზანდასახული და მშრომელი ადამიანი❤❤

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები