ზალიკო ჩიქობავას მეუღლის ულამაზესი ბაღი მრავალსართულიანი სახლის აივანზე (+ფოტოები)

ზალიკო ჩიქობავას მეუღლემ, თათა სვანიძემ, შუაგულ თბილისში, მრავასართულიანი სახლის აივანზე ულამაზესი ბაღი გააშენა. ფოტოებმა ისე მოგვხიბლა, გადავწყვიტეთ, ტატას ამ თემაზე გავსაუბრებოდით, დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა და გვითხრა, მიხარია, როცა აივნისა და მცენარეების გამო კომპლიმენტს მეუბნებიანო....

- მცენარეები ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მთელი ცხოვრება ვაგროვებდი, ხან საიდან მომქონდა ლამაზი ყვავილები, ხან – საიდან. თან არ მეზარება მოვლა, გადარგვა, შედეგად კი ხედავთ, რამდენი მაქვს... უკვე იმ მატლებსაც მივეჩვიე, რომელსაც გადარგვის დროს ვხვდები. ადრე უსიამოვნო შეგრძნება მქონდა ხოლმე, ახლა კი რეაქცია აღარ მაქვს. იქიდან გამომდინარე,

რომ ჩემს აივანზე მზე დილით 12 საათამდე ანათებს, ძირითადად შერჩეული მაქვს ისეთი მცენარეები, რომელთაც მზის სხივები მაინცდამაინც არ სჭირდებათ. დავდივარ. ვყიდულობ მათთვის სასუქს, მიწას. იმის მიხედვით. რომელ ყვავილს რა სჭირდება... დღეს უკვე არის იმის საშუალება, რომ თუნდაც ვიკიპედიაში ნახო, რომელ მცენარეს რა პირობები ესაჭიროება სიცოცხლისათვის და ხელი შეუწყო.


- ზამთარში ალბათ მცენარეების სახლში შეტანა გიწევთ...
- რა თქმა უნდა. ისინი, რომლებიც ვერ უძლებენ ყინვას, შემაქვს სახლში. ეს ცალკე რიტუალია... ადგილს დიდი ყურადღებით ვურჩევ, რადგან ერთია, რომ აივნიდან შემაქვს ოთახში და იცვლიან სამყოფელს და მეორე ისაა, რომ ეგუებიან ახალ ადგილს და დამატებითი ცვლილება მათზე ცუდად მოქმედებს. საერთოდ, ყველა ნივთს დიდი გულისყურით ვარჩევ და ადგილსაც დაფიქრებით ვურჩევ, მაგრამ ყვავილებს ასჯერ მეტი ყურადღებით ვანაწილებ, მით უმეტეს, რომ გაზაფხულმადე აღარ ვუცვლი ადგილს.

 
- გამიგია, რომ ყვავილებს მოფერება საუბარი უყვართ... გჩვევიათ მათთან ლაპარაკი?
- კი, ხშირად ველაპარაკები და ვეფერები, მთელ დღეს ამაში არ ვატარებ, მაგრამ როცა ვუვლი, ყოველთვის ვესაუბრები, მეტიც, ძნელი დასაჯერებლი შეიძლება იყოს, მაგრამ ყვავილისთვის მიკოცნია კიდეც, მართლა ძალიან მიყვარს მცენარეები და რომ გაყვავდებიან, დიდ სიხარულს მანიჭებენ... გაზაფულზე კი, როცა უკვე გარეთ გამომაქვს, ძალიან ლამაზი ხდება ჩვენი აივანი. საშუალება რომ მქონდეს, დიდ ბაღს გავაშენებდი, აგარკზე კი საერთოდ სასწაულებს ჩავიდენდი.

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები