არ გადაყაროთ ბანანის ქერქები! ის თქვენს მცენარეებს გამოადგება (+რეცეპტები)

ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რაც ხელს უწყობს მცენარის ყვავილობას. როდესაც ბანანს მიირთმევთ, მისი ქერქები არ გადაყაროთ. ბანანის ნაყენი ბევრი ყვავილისთვის არის სასარგებლო.

რამდენიმე საუკეთესო რეცეპტს გთავაზობთ:


1. ერთ ბანანის ქერქს დაასხით ერთი ლიტრი ცივი წყალი, გააჩერეთ სამი დღე, გადაწურეთ კარგად. შემდეგ დარჩენილ ნაყენს დაასხით ერთი ლიტრი ცივი წყალი და მორწყეთ ყვავილები. ორი დღის შემდეგ კიდევ მორწყეთ ასეთი ნაყენით. ოღონდ, ახალი უნდა დააყენოთ. შემდეგ უკვე შეგიძლიათ გაიმეოროთ ორი-სამი კვირის მერე. ზამთარში მოყვავილეებს ზაფხულში არ დაუსხათ და პირიქით. გაზაფხულზე მოყვავილეებს უნდა დაუსხათ

თებერვლის შუა რიცხვებიდან, რომ მოამზადოთ მცენარე ყვავილობისთვის. ორი ბანანის ქერქს შესაბამისად ორი ლიტრი წყალი უნდა დაასხათ და ა.შ.

2. ბანანის ქერქებს მოაცალეთ შიდა თეთრი კანი, გაახმეთ კარგად, ძალიან წვრილად დააქუცმაცეთ და შეურიეთ ყვავილების მიწაში ან მოაფრქვიეთ ზემოდან ქოთანში.


3. ბანანის ქერქით კარგად იწმინდება მცენარის ფოთლები. ეს სიპრიალე დიდხანს გაჰყვება მცენარეს. წინასწარ უნდა სველი ტილოთი გაწმინდოთ ფოთლები და მერე გააპრიალოთ ქერქით.

ფლორისტი ირინა ღარიბაშვილი

კომენტარის დამატება