ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ქალმა საზოგადოებრივი ტუალეტი საოცნებო სახლად აქცია

უძრავი ქონება სულ უფრო და უფრო ძვირდება. სახლის საყიდლად მთელი ცხოვრება უნდა იმუშავო და კრედიტებს თავი ვერ უნდა დააღწიო. ერთ-ერთმა კრეატიულმა ინგისელმა არქიტექტორმა გამოსავალს მიაგნო - მან საოცნებო სახლად მიტოვებული საზოგადოებრიუვი ტუალეტი აქცია.

ლონდონში მაცხოვრებმა ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ ნახევრად სარდაფის ეს აკურატული კარი საცხოვრებელი სახლის შესასვლელია. ადრე ამ ადგილას გაუქმებული საზოგადოებრივი ტუალეტი იყო. მაშინ იქ შესვლა თავში აზრად არავის მოუვიდოდა.

6 წლის წინ აქ სრული განუკითხაობა სუფევდა, თუმცა ლორამ ეს ადგილი ზღაპრულ სამყაროდ აქცია. ამ ქალბატონს გლაზგოსა და ლივერპულის
ხელოვნების სკოლები აქვს დამთავრებული და რამდენიმე ძალიან სერიოზულ პროექტზე უმუშავია. მას შეეძლო საცხოვრებლად უფრო სასიამოვნო ადგილი შეერჩია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, გიჟდება ყველაფრის გადაკეთებასა და გაკეთილშობილებაზე, ეს მისი ცხოვრებისეული მოწოდებაა. მას უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

ეს ტუალეტი 1929 წელს აშენდა. 1980 წელს გააუქმეს. შემდეგ კი გამოჩნდა ლორა კლარკი. ამ ადგლზე ლორამდე 30 წლის განმავლობაში ფეხი არც ერთ ადამიანს დაუდგამს. თავდაპირველად არქიტექტორს აქ ბარის, პატარა კაფეს ან კინოთეატრის გაკეთება უნდოდა, თუმცა გადაიფიქრა და გადაწყვიტა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი მოეწყო.
უნდა არინიშნოს, რომ ეს საქმე ლორას საკმაოდ ძვირი დაუჯდა - 65 ათასი ფუნტი. თუმცა, საბოლოო შედეგს თუ გადავხედავთ, მსგავსი ტიპის სახლი ლონდონში 5-ჯერ ძვირი ღირს.
სამუშაოს უმეტესობა ლორამ საკუთარი ხელით შეასრულა. სპეციალისტებს იშვიათად იწვევდა - გამოუვალი მდგომარეობის დროს. ეს სახლი არქიტექტორის პორტფოლიოში საუკეთესო პროექტად არის შესული.

კომენტარები

თბილისელი 2018-08-28 15:47
უმაგრესი სახლია. ძალიან მომეწონა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები