როგორ ამოვქოლოთ ხელსაბანსა და კედელს შორის არე, რომ ნესტი არ გაჩნდეს და მეზობელიც არ "ჩავრეცხოთ"


ახალი აბაზანის ან ხელსაბანის დამონტაჟების დროს აუცილებლად მოგიწევთ ზრუნვა იმაზე, რომ ნიჟარასა და კედელს შორის დარჩენილ ღრიჭოში წყალი არ ჩავიდეს. დღეს ბევრი საშუალება არსებობს ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, თუმცა მათ შორის განსხვავებაა როგორც ფასების, ასევე შესრულების სირთულის მიხედვით. ჩვენ შედარებით მარტივ და ყველაზე ხშირად გამოყენებად მეთოდებს შემოგთავაზებთ, თუ როგორ შეავსოთ ნიჟარასა და კედელს შორის დარჩენილი ღიობი.

1. ჰერმეტიკი და სამონტაჟო ქაფი

პირველ ხერხად შეგიძლიათ ჰერმეტული წებო ან ჩვეულებრივი სამონტაჟო ქაფი გამოიყენოთ. კარგად გაასუფთავეთ
და გაამშრალეთ როგორც კედელი, ასევე აბაზანის კიდეც და მათ შორის არე ამოავსეთ. თუ ქაფს გამოიყენებთ, იმაზეც უნდა იზრუნოთ, რომ გარედაც გაალამაზოთ.
ჰერმეტიკის ან ქაფის ზედმეტი ნარჩენები დანით უნდა მოაჭრათ.

2. ცემენტის ხსნარი
აბაზანასა და კედელს შორის არე შეგიძიათ ცემენტის ხსნარითაც ამოავსოთ. ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ცემენტი, რომელსაც ნესტის მიმართ მაღალი მდგრადობა აქვს. ხსნარის კონსისტენცია სქელი არაჟნის სისქის უნდა იყოს. წასმის წინ ზედაპირები აუცილებლად სველი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, აკურატულად წასმის შემდეგ კარგად გაშრობა უნდა აცადოთ.

3. მეტლახის ფუგა
ესეც ძალიან გავეცელებული მეთოდია. თუმცა, მისი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ კედელსა და ნიჟარას შორის არე 0,5 სმ-ს არ აღემატება. წასმის წინ  დაასველეთ ზედაპირები, ხედმეტი ხსნარი კი სველი ღრუბლით მოაშორეთ. მასალის გაშრობას 72 საათი სჭირდება.

4. კუთხოვანა ან პლასტმასის პლინტუსი

სპეციალური კუთხეები ამ დროს კარგი გამოსავალია. მათი შეძენა ნებისმიერ სამშენებლო მასალების მაღაზიაში შეიძლება. ის შეიძლება პლასტმასიც იყოს და ალუმინიც. შეგიძლიათ მიამაგროთ სპეციალური წებოთი ან ჰერმეტიკით.

5. კერამიკული ბარიერი



კერამიკის ან ПВХ -ს ბარიერის მთავარი ნაკლი ისაა, რომ საკმაოდ რთული დასაყენებელია. სპეციალისტის გარეშე ასეთ ბარიერს თქვენი ხელით ვერ გააკეთებთ. ბარიერის ფრაგმენტებს შორის ფუგა ისმევა.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები