სწორად შერჩეული ფერი და ავეჯი თქვენს პატარა სამზარეულოს განუმეორებელს გახდის

სამზარეულოს მოწყობა ერთი შეხედვით მარტვი საქმეა, მით უმეტეს მცირეგაბარიტიანის - ავეჯის შეკვეთა და მორჩა, მეტი რაღა უნდა გააკეთოთ, ეს ხომ ყველამ კარგად იცის. მაგრამ მცირეგაბარიტიანი სამზარეულოს მოწყობის დროს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრის ფერსა და ავეჯს.

სამზარეულოს ავეჯი ნებისმიერი დიასახლისისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ატრიბუტია.
პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ სამუშაო ზედაპირთან დაკავშირებით. ის ყველაზე გამოყენებადი ნაწილია და მისი დაზიანების დიდი ალბათობა არსებობს. ამიტომ სამზარეულოს ავეჯის ამ ნაწილისთვის მასალა საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ.

რა ნაკლი და ძლიერი მხარეები აქვთ თანამედროვე სამზარეულოების მასალებს - დსპ, აკრილი
თუ მდფ?


ასევე ძალიან მნიშნელოვანი შესანახი სისტემა, კარადები, რომელიც დისაახლისს არა მარტო ჭურჭლის შესანახად სჭირდება, არამედ სუნელებისა და პროდუქტისთვის. ამიტომ ყველაფერი ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ დიასახლისს სადილის კეთების დროს პრობლემა არ შეექმნას და ყველა დეტალი მისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს.

და ბოლოს ტექნიკა. უმნიშვნელოვანესი მომენტი. მცირეგაბარიტიან სამზარეულოში უმჯობესია ტექნიკა კარადებში იყოს ჩაშენებული, რათა მეტი თავისუფალი სივრცე დარჩეს ავეჯისთვის, რომლის შერჩევაც და ფერიც ასევე ძალიან საყურადღებოა.

როგორ მოვაწყოთ ვიწრო სამზარეულო - იდეები და რჩევები დიზაინერებისგან

კომენტარის დამატება