როგორ შევძინოთ ნაქირავებ სახლს სიმყუდროვე - პრაქტიკული ხერხები

ნაქირავებ ბინებს სხვადსხვა ტიპის მეპატრონეები ჰყავს ხოლმე, ზოგი იქაურობას ხელს არ კიდებს, ჩემი სახლი მაინც არ არის და რატომ უნდა შევიწუხო თავიო? ზოგი კი ცდილობს, სანამ იქ ცხოვრობს, კომფორტი და სიმყუდროვე შესძინოს. ვნახოთ, რა მარტივი მეთოდები არსებობს საიმისოდ, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ნაქირავებ სახლს სიმყუდროვე შევძინოთ და კომფორტულად ვიცხოვროთ.

1. სარკე



როგორც წესი, ნაქირავები ბინა მოცემულობაა, რომელსაც ადამიანი ცდილობს შეეგუოს. იმისთვის, რომ მას მეტი სინათლე და სივრცე შემატოთ, გირჩევთ
დაკიდოთ ერთი სარკე მაინც.

2. ხალიჩა



თუ ბინის იატაკი შელახულია, სცადეთ და დააფინეთ ახალი, თანამედროვე ტიპის ხალიჩა. ეს საკმარისი იქნება საერთო ფონის მთლიანად შესაცვლელად.

3. შპალერი, როგორც...



თუ ახალი შპალერის გაკვრა გადაწყვიტეთ, ძალიან კარგია, თუმცა ნუ იჩქარებთ ნარჩენების გადაყრას, მისგან ბევრი საინტერესო რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

4. სახელურები



კარებზე, ისევე როგორც ავეჯზე, სახელურების შეცლა პროფესიონალი დიზაინერების ხრიკია. სცადეთ და გაოცებული დარჩებით, როგორ შეუძლია ერთ პატარა დეტალს მთელი ინტერიერის შეცვლა.

5. ფოტოები



არაფრი უხდება სიმყუდროვეს ისე ძალიან, როგორც ოჯახის წევრთა და საყვარელი ადამიანების ფოტოები. მოათავსეთ სხვადასხვა ტიპის ჩარჩოში და დაკიდეთ კედლებზე.

6. განაახლეთ ტექსტილი



ტექსტილი ნამდვილი ჯადოსნური ჯოხია მათთვის, ვისაც ინტერიერის განახლება სურს. ეს შეიძლება იყოს ფარდა, ახალი შალითა, დეკორატიული ბალიშები თუ სხვა რამ.

7. შესანახი სისტემები



თუ გსურთ, რომ თქვენი სახლი მუდამ დალაგებული იყოს და ბინაში ქაოსი არ სუფევდეს, კარგად გათვალეთ შესანახი სისტემები.
 
8. ჟურნალის მაგიდა



ჟურნალის მაგიდის დეკორირება მთელი ფილოსოფიაა. ეცადეთ, რომ ეს გემოვნებით გააკეთოთ და ნახეთ, როგრ გადასხვაფერდება მთელი სახლი.

9. ოთახის მცენარეები



შეიძინეთ ქოთნის ყვავილები, ოთახის მცენარეები ახალ სიცოცხლეს შესძენს თქვენს ინტერიერს.

10. განწყობის დაფა



განწყობის დაფა, იგივე მუდბორდი შესანიშნავი და ყველაზე იაფი საშუალებაა განწყობის ასამაღლებლად და ინტერიერის გადასახალისებლად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები