რა უნდა ვიცოდეთ ელექტროლეიბზე და რამდენად უსაფრთხოა ის?

ელექტროლეიბს აქტიურად იყენებენ ზამთრის ცივ დღეებში. როგორც ამბობენ ისინი, ვისაც გამოცდილი აქვს, ეს მარტივი და ეფექტური საშუალებაა ცივ ამინდში. თუმცა ბევრმა არ იცის მისი გამოყენების წესები და საფრთხეები. რა უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად უსაფრთხოა და როგორ უნდა მოვუაროთ ელექტროლეიბს, ამ კითხვებზე ელექტროლეიბების ერთ-ერთი შემომტანი საქართველოში, ირაკლი ნარუთაშვილი გვპასუხობს:

- მნიშვნელოვანია, ლეიბთან სადენი რომ შედის, დაცული იყოს. სადენები პირდაპირ არ უნდა ჩადიოდეს ლეიბში. ამ შემთხვევაში გადაკეცვისა და გადატეხვის დიდი შანსია. უნდა ჰქონდეს პატარა პლასტმასის ბუდე, ეს აუცილებელია. უნდა იყოს დაფიქსირებული პლასტმასით და
არა პირდაპირ შეყვანილი. ეს არის ძირითადი რეკომენდაცია, რაც ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ.

- ბავშვებმა თუ შეიძლება რომ გამოიყენონ ელექტროლეიბი?
- არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გამოიყენებს იმიტომ, რომ თუ უსაფრთხოა, ყველასთვის უსაფრთხოა. ბავშვებისთვისაც შეიძლება. უბრალოდ, რეკომენდაციაა, რომ არ დაიძინონ ჩართულზე. არა იმიტომ, რომ დენს დაარტყამს ან სხვა რაიმე, უბრალოდ, ძილის დროს მაღალი ტემპერატურა არ არის რეკომენდებული თირკმელებისთვის. უმჯობესია, დაწოლამდე წინასწარ თუ გავახურებთ და მერე გამოვრთავთ. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მძინებია ჩართულზეც და ასეც უსაფრთხოა. უბრალოდ მწარმოებელი არ უწევს რეკომენდაციას.

- თუ გქონიათ დაზიანების შემთხვევები ან რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს ადამიანმა დაზიანება?
- საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ გაფუჭდა და ვინმემ კუსტარულად სცადა სპირალის გადაბმა და მუშაობის აღდგენა. ამ შემთხვევაში მეტად ხურდება და შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა. მსგავსი შემთხვევის შესახებ მსმენია. მეორე, საფრთხე შეიძლება იყოს, თუ სადენები კარგად არ არის ჩამაგრებული და თუ დაცულად არ შედის ლეიბში. ის შეიძლება გადაწყდეს და მოკლე ჩართვა მოხდეს. მესამე, თეორიულად არსებობს შანსი, რომ სპირალი სადღაც იყოს გადახეხილი და ჩართულზე წყალი მოხვდეს, თუმცა მსგავსი შემთხვევები მინიმალურია და ჩვენ პრაქტიკაში არ გვქონია.

- გაფუჭების შემთხვევაში შეიძლება მისი აღდგენა?
- გააჩნია, რა არის გაფუჭებული. თუ სპირალია გაფუჭებული, მაშინ უნდა გადაიბას და როცა გადაიბმება, დამოკლდება, გამოიწვევს ტემპერატურის გაზრდას და არის დამწვრობის რისკი. სხვა შემთხვევაში ელექტროობის ხელოსანს შეუძლია გააკეთოს.

- რაიმე განსაკუთრებული მოვლის წესები უნდა დავიცვათ?
- არ უნდა გარეცხოთ სარეცხის მანქანაში და თუ მაინც გარეცხავთ, ძალიან მაღალ ბრუნზე არ უნდა დააყენოთ. ჩვენ ნაცადი გვაქვს, დაახლოებით 11 წლის წინანდელი ლეიბი, სამჯერ გავრეცხეთ და მაინც მუშაობს, მაგრამ მაინც არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, შესაერთებელსა და ლეიბს შორის დიდი მანძილი არ უნდა იყოს იმიტომ, რომ სადენის მუდმივი დაჭიმულობა მის გაფუჭებას გამოიწვევს.

- დაახლოებით, რამდენს წვავს თვის განმავლობაში და რა ღირს საშუალოდ?
- 100-ვატიან ნათურაზე ნაკლებს წვავს თვის განმავლობაში, მაქსიმალური სიმძლავრით რომ ამუშაოთ. თავად ლეიბის ფასი კი 30 ლარია.

- ტემპერატურის რეგულირება შესაძლებელია?
- ორი ტემპერატურული რეჟიმი აქვს. არის 5-6 ტემპერატურულ რეჟიმიანი, რომლის მწარმოებელიც გერმანიაა და უფრო ძვირიც ღირს, ამიტომ უმეტესობა მაინც ორრეჟიმიანს ანიჭებს უპირატესობას.
თამარ იაკობაშვილი

კომენტარები

მარი 2019-12-06 18:58
არაფერია საშიში,თუ მითითებულ წესებს გაითვალისწინებ.
mate 2019-12-03 14:17
cxeli aguri chaidet loginshi an gatxovdit,daqorwindit
ნინო 2019-12-03 14:09
კაცი გაიგუდა გამოიწვა და სახლიც დაიწვა ისანთან
კახ 2019-11-26 19:02
საშიშია დიდი ყურადღება უნდა.სპირალის და სადენის გადაბმის ადგილზე .იგივე ელექტრო (პლიტაა)
გიორგი. 2019-11-23 23:50
თუ არ მოგკლა, ესაფრთხოა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები