როგორ მოვაცილოთ ავეჯს ცხიმიანი ლაქები

ცხიმიან ლაქას ავეჯზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაასხათ წყალი - ეს პრობლემას გაზრდის. თუ ავეჯზე რამე დაგექცათ, ლაქას მაშინვე უნდა დაადოთ ქაღალდის ხელსახოცი, რომ სისველე მოაშოროს. მერე კი უშუალოდ ლაქის მოცილებაზე უნდა გადახვიდეთ.

* ლაქებთან საბრძოლველად (მათ შორის ძველთანაც) ძალიან ეფექტურია ბენზინი - 1 ჩაის კოვზი სარეცხი ფხვნილი უნდა აურიოთ 1/2 ჩაის კოვზ ბენზინში. ნაზავი პრობლემურ უბანზე უნდა დაიტანოთ და დაახლოებით 4 სთ დატოვოთ. შემდეგ ცხელი წყლით ამორეცხოთ.

* შოკოლადის ლაქებს კარგად ებრძვის საჭმელი მარილი. 1/2 ჩაის კოვზი მარილი 1 სუფრის კოვზ

წყალში გახსენით და ლაქაზე დაიტანეთ, დატოვეთ რამდენიმე საათი და მერე ცხელი წყლით მოაშორეთ.

* ცხიმიან და ასევე წვენის ლაქებს, კარგად ებრძვის ძმრისა და ლიმონის წვენის ნაზავი - 1:1. აუცილებელია ამ ნარევით ლაქის დამუშავება მის სრულ გაქრობამდე. მეტი მოხერხებულობისთვის შეგიძლიათ ინგრედიენტები ბოთლში ჩაასხათ და შეასხუროთ ლაქას.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი