რატომ უნდა დავახუროთ უნიტაზს თავსახური - სპეციალისტების ახსნა

ძალიან ხშირად ეს ერთი შეხედვით პატარა დეტალი წყვილს შორის სერიოზულ კამათში გადაიზრდება ხოლმე. ზოგს გონია, რომ ეს დიასახლისის ახირებაა, თუმცა ასე როდი გახლავთ საქმე. აი, რატომ უნდა დაახუროთ თავსახური უნიტაზს, როგორ ხსნიან ამას სპეციალისტები.

პირველი უნიტაზი დაახლოებით 450 წლის წინ გამოიგონეს დედოფალ ელისაბედ პირველისთვის. თავსახური მოგვიანებით გამოჩნდა, სავარაუდოდ უსიამოვნი სუნის თავიდან აცილების მიზნით, რათა ის სამეფო აპარტამენტებს არ მოდებოდა.

თუმცა საქმე მარტო უსიამოვნო სუნში როდია. ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჩაატარეს კვლევა, რის შემდეგც დადგინდა, რომ უნიტაზის წყლით ჩარეცხვის შემდეგ უნიტაზის
კედლებსა და ზედაპირზე მიკრობები კიდევ დიდხანს რჩება. საქმე ის არის, რომ თუ საპირფარეშო და აბაზანა ერთად გაქვთ, მიკრობები შესაძლოა დარჩეს პირსახოცზე, კაფელზე, კბილის ჯაგრისზე და ა.შ., ერთი სიტყვით ყველაფერზე, რაც უნიტაზთან ახლოს მდებარეობს.
კვლევის თანახმად, ჩარეცხვის დროს მიკრობები 2 მეტრის მანძილზე ვრცელდება წყლის შხეფების საშუალებით.

როგორ მოვიქცეთ?

დააფარეთ უნიტაზს თავსახური. თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გიწევთ საპირფარეშოთი სარგებლობა, ეცადეთ ჩარეცხვის დროს უნიტაზს მაქსიმალურად მოშორდეთ, რათა ტავიდან აირიდოთ მილიონობით ბაქტერიის მოხვედრა თმაზე, ტანსაცმელზე, ხელსა თუ სხეულის სხვა ნაწილზე.

სახლში კი ეცადეთ პირადი ჰიგიენის ნივთები, კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, პირსახოცი და სხვა უნიტაზისგან მოშორებით მოათავსოთ. რაც მთავარია, ჩარეცხვის დროს დაახურეთ უნიტაზს თავსახური და დახურეთ საპირფარეშოს კარი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები