ნინო ჩხეიძის ქუდები - მომღერალმა დიზაინერობა დაიწყო

გარდა იმისა, რომ ნინო ჩხეიძე მომღერალია, მან დიზაინერის ამპლუაც არაჩვეულებრივად შეითავსა. ნინო ქუდების დიზაინერია. მის მიერ შექმნილმა ქუდებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მომღერალი გეგმავს, ამ კუთხით უფრო მეტი გააკეთოს. ასევე ოცნებობს შექმნას საკუთარი ტანსაცმლის ხაზი.

- ქუდების გაკეთება შემთხვევით დავიწყე. ძალიან მომწონს ქუდები და შლაპები, ამიტომ ხშირად ვყიდულობ. თუმცა არჩევანი არც ისე დიდი იყო. არ ვართ ქალები განებივრებული მრავალფეროვანი არჩევანით, თითქოს ყველა ერთმანეთს გავს. ამიტომ ვცადე მე თვითონ გამეკეთებინა განსხვავებული დიზაინის ქუდები. ხან რა დიზაინის ქუდს ვაკეთებდი, ხან რას. დროთა განმავლობაში ჩემმა ქუდებმა
დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალი წლის შემდეგ გავაკეთე რამდენიმე ქუდი და წავიღე ნანუკას შოუში, სადაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველა მწერდა, რომ ძალიან მოეწონათ ჩემი ქუდები. ამან ნამდვილად დიდი სტიმული მომცა. ამის შემდეგ გადავწყვიტე გამეკეთებინა ზაფხულის კოლექცია, რომელიც დავამთხვიე ჩემს დაბადების დღეს. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სერიოზული ხაზი და ბიზნესი მაქვს. ეს დიდ ფინანსებს, ენერგიას და დროს მოითხოვს, რაც ახლა ფიზიკურად არ მრჩება, რადგან ძალიან ბევრი კონცერტი მაქვს. ვხუმრობ ხოლმე, რომ 2017 წელი თვითმფრინავში გავატარე. ამის მიუხედავად ვცდილობ არ მივივიწყო ეს საქმიანობა და პერიოდულად ვმუშაობ ამაზე. ეხლა გამოვიდა ახალი, საახალწლო კოლექცია. სამომავლოდ აუცილებლად დავხვეწავ და უფრო მაშტაბურს გავხდი ჩემს ქუდებს. ქუდი ისეთი აქსესუარია, რომლიც შეგიძლია ნებისმიერ სეზონზე გაიკეთო.

- რატომ შეურჩიეთ სახელი „ნიო“?
- დავარქვი სახელი „ნიო“, რადგან ახლობლები ბავშვობიდან ნიოს მეძახიან. არ მინდოდა ქუდები ნინო ჩხეიძესთან, ჩემს სიმღერასთან ყოფილიყო გაიგივებული და სწორედ ამიტომ შევურჩიე ეს სახელი. მინდა წლების შემდეგ მეტი და მეტი გავაკეთო ამ კუთხით.

- თითოეული ქუდის დიზაინი თქვენ გეკუთვნით?
- თითოეული ქუდის დიზაინი მე მეკუთვნის. შემდეგ მე თვითონ, საკუთარი ხელით ვაკეთებ მათ. სწორედ ამიტომ ვანდომებ დიდი დროს და არ მაქვს ბევრი ქუდი.

- იმ პერიოდის განმავლობაში, რაც თქვენი დიზაინით ქმნით ქუდებს, სხვა დიზაინერის ქუდი თუ შეგიძენიათ?
- ამ ბოლოს შევიძინე დიორის ულამაზესი ქუდი. ზოგადად თუ მომწონს ქუდი, იმას აუცილებლად ვიყიდი. მერე რა, რომ მე თავად ვქმნი ქუდებს.

- ძირითადად როგორ სტილის ქუდები გაიყიდა?
- უმეტესად გაიყიდა ჩალის ქუდები, რომლებიც გაფორმებული იყო თვლებით, მარგალიტებით, ბროლით და ა.შ.

მერი ბლიაძე

კომენტარები

თბილისელი 2018-02-13 20:07
ორთაჭალის ტურფებს რომ მოუხდებათ ისეთია ქუდებია.

კომენტარის დამატება