როგორ შეიძლება დაამზადოთ სახლში პუფი - მარტივი და პრაქტიკული იდეები

პუფი ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკული ნივთია. მრავალფუნქციურიც - შეგიძლიათ გამოიყენოთ სავარძლადაც და პატარა მაგიდადაც კი. პუფის შინ დამზადება არც ისე რთული ყოფილა. გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე გამოცდილ ვარიანტს ფოტოიდეების სახით და იმედია, რომელიმე მაინც გამოგადგებათ.

ერთ-ერთი ტრადიციული მეთოდი, რასაკვირველია, შეკერვაა. საამისოდ უნდა იყიდოთ სპეციალური ღრუბელი, რითაც ამოავსებთ პუფს, ასევე ორი ნაჭერი - ერთი შიდა გარსისთვის და მეორე - გარეთა შემოსაკრავი. აი, ასე, როგორც ფოტოზეა.

ასევე პრაქტიკულად იყენებენ ძველ საბურავებს, რომლებზეც ზემოდან მოწვნაც შეიძლება, შალითის გამოკვრაც, გადაჭიმვაც და უბრალოდ შემოკერვაც. აი, ესეც საბურავების ვარიანტები:

ბოლო დროს

ძალიან პოპულარულია საამისოდ პლასტმასის ბოთლების გამოყენება. სახურავიან ბოთლებს ერთად კრავენ სკოტჩებით, შემდეგ ჯერ ზემოდან და ქვემოდან აფიქსირებენ მუყაოს ქაღალდით, მერე კი გარშემო აკრავენ ღრუბელის დიდ ნაჭერს და ბოლოს ათავსებენ შალითაში. აი, ესეც პლასტმასის ბოთლების პუფები:

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი