"თბილისში კერძო სახლი გავყიდეთ და სოფელში მიწა ვიყიდეთ..." - ახალგაზრდა ოჯახის ფერმა და მეურნეობა

თბილისიდან სოფლად დასახლებული ახალგაზრდა ოჯახის შესახებ უნდა მოგითხროთ. მათ ბუნება ძალიან უყვართ, თუმცა მასთან მიახლოებამდე კარგად დაფიქრდნენ, საკუთარი შესაძლებლობები და უნარები შეაფასეს - შეძლებდნენ თუ არა ქალაქში გონებრივი შრომისთვის სოფლად ფიზიკური შრომა შეეთავსებინათ. იმაზეც იფიქრეს, რომ ამ ყველაფერს ცოდნაც სჭირდებოდა, და საფუძვლიანი ცოდნის მიღებაც არ დაიზარეს.

ბესიკ ანდრიაძე:

- თბილისში კერძო სახლი გავყიდეთ და სამი წლის წინ სოფელ თხინვალაში მიწა შევიძინეთ, სადაც სახლი ავიშენეთ. ეს ადგილი თბილისს ეკუთვნის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაა. ვცხოვრობთ მე, მეუღლე და ბავშვი. დავსახლდით თუ არა,
ნაკვეთში დავრგეთ ხეხილი, დეკორატიული მცენარეები. ფართობი 900 კვადრატული მეტრია, ოჯახისთვის საკმარისია. კომფორტს რაც შეეხება, ეს ტერიტორია ისე სწრაფად გაშენდა, "მილიონერების უბანსაც" კი ეძახიან. წყალი, დენი, ინტერნეტი გვაქვს. მოკლედ, დეკორატიული ბოცვრები მოვაშენეთ, ოღონდ ჩვენი გაზრდილი ცხოველების ხორცს არ მივირთმევთ, თან დეკორატიული ბოცვრის ხორცი არც იჭმება. ისინი სილამაზის მიხედვით ირჩევა, სხვადასხვა ჯიში გვყავს, დაახლოებით 50 ცალია და ნელ-ნელა ვყიდით.

- დეკორატიული ბოცვრის მოვლის წესები როგორია?

- დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, რადგან კუჭ-ნაწლავის სისტემა სუსტი აქვთ. ძირითადად, მარცვლეულს (შვრია, ქერი) ჭამენ, ასევე სხვადასხვა სასარგებლო ბალახს. ამაშიც კარგად უნდა გაერკვე, რადგან ზოგიერთი ბალახი მომწამვლელია. ამიტომ საკვებს საგანგებოდ ვურჩევთ. ბალახი ვიტამინებით ამდიდრებს მათ ორგანიზმს. იონჯაც მოვიყვანეთ. შვრიასა და ქერს კი ვყიდულობთ. წყალი მუდმივად უნდა ედგათ ჭურჭელში. სისუფთავე მათთვის აუცილებელია, ამიტომ მუდმივად ვიცავთ, რომ რამე ბაქტერია არ შეჰყვეთ და არ დაავადდნენ. დაავადებები სწორედ უსუფთაობით ჩნდება. მოკლედ, კვებასა და სისუფთავეს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი