ქეით მიდლტონის ძმას, რომელიც სოფლად დასახლდა, მეზობელთან აქვს კონფლიქტი - რა მოხდა?

მეზობლებთან მტრობა ძალიან უსიამოვნო მოვლენაა, რომელსაც მრავალი უსიამოვნება მოჰყვება. ჯეიმს მიდლტონმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა.


ქეით მიდლტონის ძმა ჯეიმსი "კოშმარ მეზობელს" დაუპირისპირდა, რომელიც საფრთხეს უქმნის მის მთელ ოჯახს - მის ცოლს ალიზე თევენეს და ვაჟ ინიგოს. ჟურნალისტების თქმით, 65 წლის დევიდ ოლდერტონი ჩივის ბერკშირში მდებარე მათი ვილიდან გამოსული ხმაურის გამო, მან ქალაქში ოჯახის დამამცირებელი პლაკატებიც კი გამოაკრა და სათანადო ორგანოებს მოუწოდებს, რომ ამ ოჯახს პირუტყვი ჩამოართვან.
ოლდერტონი მოტოციკლების სალონის მფლობელია და ჯეიმსის ფერმის მოპირდაპირედ ცხოვრობს. ქეითის ძმასთან თავდაპირველი კონფლიქტი დაგეგმარების
განაცხადთან დაკავშირებით წარმოიქმნა, რომელიც ჯეიმსმა ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინა. მაშინ გაბრაზებულმა მეზობელმა გააფრთხილა მიდლტონი, რომ სიტუაცია გამძაფრდებოდა, რის შემდეგაც, ჯეიმსის ინიციატივით, მათ შორის კონტაქტი მხოლოდ ელექტრონული მიმოწერით გრძელდება.

ჯეიმსის განცხადებით, ოლდერტონი ძალიან თავისებური ადამიანია და ბევრ მეზობელთან აქვს კონფლიქტი. რაც შეეხება ხმაურს ფერმიდან, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ადგილისთვის ეს აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ირგვლივ ბევრი ფერმაა. სამწუხაროა, რომ ადამიანს, რომელმაც სოფელში დასახლება გადაწყვიტა ,არ ესმის, რომ დროდადრო მას მოუწევს ტრაქტორის ხმაურთან და ფერმიდან გამოსულ უსიამოვნო სუნთან შეჯახება. ეს ხომ სოფლის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები