ინტერიერი ფარდების გარეშე

8 სიტუაცია

ფარდები ნებისმიერი ინტერიერის შემადგენელ ნაწილად ითვლება, ფარდა სძენს ოთახს სიმყუდროვეს, ხშირად აქცენტი სწორედ ფარდაზეა გაკეთებული, მას შეუძლია კორექტირება გაუკეთოს ფანჯრის ფორმას და ა.შ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც არ არის საჭირო ფარდებზე ზედმეტი ხარჯის გაწევა და ინტერიერი ამ აქსესუარის გარეშეც ძალიან ლამაზი და ეფექტურია. უფრო დეტალურად თუ გნებავთ გაეცნოთ ამ ტენდენციას, გირჩევთ სტატია ბოლომდე წაიკითხოთ.

1. ინტერიერი სკანდინავიურ სტილში




სკანდინავიური სტილის ინტერიერის სწორად დასახასიათებლად აუცილებლად დაგჭირდებათ სიტყვები: ესთეტიური, კომფორტული, ფუნქციონალური და რაც მთავარია, უბრალო. გასაფორმებლად გამოიყენება ნათელი ფერები. სკანდინავიელები
ემხრობიან აზრს, რომ ოთახში აუცილებლად უნდა შედიოდეს მზის სხივები, ამიტომაც თუ ხმარობენ ფარდას არჩევენ თხელ, ნატურალურ ნაჭერს ან სულაც უარს ამბობენ ფარდებზე. ასე რომ, თუ თქვენი სახლი სკანდინავიურ სტილშია თვისუფლად შეგიძლიათ ფარდებზე ეკონიმიის გაკეთება.

2. პანორამული ფანჯრები



პანორამული ფანჯრების მეპატრონეები ნამდვილად ბედნიერი ადამიანები არიან. მათ აქვთ შესაძლებლობა დატკბნენ მშვენიერი ხედებით. ეს არის თანამედროვე, მოდური და რაც მთავარია, ესთეტიური გადაწყვეტილება.

3. ფანჯრის ორიგინალური ფორმა და ზომა



არასტანდარტული ფორმის და ზომის ფანჯარა მშვენიერი დეკორატიული გადაწყვეტილებაა. შეგიძლიათ ის ოთახის ცენტრად აქციოთ, ისე რომ, არ დახარჯოთ ფული ფარდებსა და ჟალუზებზე.

4. ვიტრაჟი ან ფერადი მინა



კიდევ ერთი ვარიანტი, როდესაც თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ უარი ფარდებზე გახლავთ ვიტრაჟი ან ფერადი მინა. ის ნებისმიერ სტილს უხდება. ასეთი ფანჯრით თქვენ შეძლებთ სივრცესთან თამაშს.

5. ღირსეული ექსტერიერი



თუ ქალაქგარეთ ან მაღალ სართულზე ცხოვრობთ და თქვენი სახლიდან ლამაზი ხედი იშლება გირჩევთ უარი თქვათ ფარდებზე.

6.დეკორი ფანჯრის რაფაზე



თუ სკანდინავებისგან იღებთ მაგალითს გირჩევთ ბოლომდე მათ მოენდოთ და ფანჯრის რაფასაც განსხვავებული ფუნქცია მიანიჭოით, ის დეკორატიულ თაროდ გამოიყენოთ. ასეთ შემთხვევაში ფარდა არაფერში გჭირდებათ.

7.ტექსტურული ფანჯარა



თუ თქვენი სახლიდან არც ისე ლამაზი ხედი იშლება ან მეზობლების ცნობისმოყვარე თვალს გინდათ მოერიდოთ გირჩევთ ტექსტურულ ფანჯრებზე გაამახვილოთ ყურადღება. ასეთი ფანჯრების მთავარი ღირსება მდგრადობა და გამძლეობაა.

8.ფანჯრის რაფა ინტერიერის ნაწილია



ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ფანჯრის რაფისთვის დეკორატიული ფუნქციის მინიჭება. კეთდება ტახტი, მოსასვენებელი ზონა. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ფარდის საჭიროება არ არსებობს და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზად გამოიყურება.

კომენტარის დამატება