როგორ მოვიწყოთ სამუშაო ადგილი - 14 საინტერესო იდეა


მიუხედავად იმისა, რომ ფრილანსერს უამრავი უპირატესობა გააჩნია მაინც ძალიან ძნელია სახლში მუშაობა. საქმე არა მარტო დისციპლინასა და თვითკონტროლს ეხება, საუბარია სამუშაო სივრცეზეც. მაშ ასე, როგორ ვაქციოთ სამუშაო სივრცე კომფორტულად.

1.   დივანის უკან



თუ დივანი ოთახის ცენტრში დგას სივრცე მის უკან საწერი მაგიდისთვის შეიძლება გამოიყენოთ.

2. სასადილო ოთახი



სამუშაო სივრცის მოწყობა თავისუფლად არის შესაძლებელი სასადილო ოთახშიც, თუ გინდათ მეტი სიმყუდროვე შესძინოთ თქვენ საშინაო ოფისს დაუმატეთ რამდენიმე სახალისო ნივთი.

3. აივანზე



დიზაინერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ თუ სახლს აქვს აივანი ის აუცილებლად უნდა
აქციოთ სრულფასოვან ოთახად. Dდა რატომ არ უნდა აქციოთ ის კაბინეტად?

4. პატარა მაგიდა



თუ თქვენ პატარა სახლის მეპატრონე ხართ ნუ დაღონდებით, დიზაინერები ამტკიცებენ, რომ სამუშაო სივრცის მოსაწყობად 45 სმ მაგიდაც კი საკმარისი იქნება.

5. ნიშა



კიდევ ერთი საინტერესო იდეა, ე.წ. ჯიბის ოფისი. ამ შემთხვევაში საუბარია არა გაჯეტებზე, არამედ კომფორტულ სამუშაო ადგილზე.

6. ორგანაიზერი უჯრაში



სამუშაო მაგიდაზე არეულობა ჩვეული ამბავია, ეს ძირითადად მიმოფანტული კალმები, ფანქრები, ფურცლები, ბლოკნოტები, საშლელები და სხვა ნივთებია. აბა, სცადეთ და ყველაფერი უჯრაში დაახარისხეთ.


7. სამუშაო ადგილი ფანჯარასთან



დიზაინერები გვირჩევენ სამუშაო ზონა ფანაჯარასთან მოვიწყოთ. ფანჯრიდან შემომავალი სინათლე დადებითად იმოქმედებს არა მარტო თქვენს შრომისუნარიანობაზე, არამედ თქვენს ხასიათზეც.


8. საწოლთან



კიდევ ერთი ვარიანტია სამუშაო ზონის საძინებელში მოწყობა.


9. მისაღებში



იმისათვის, რომ საშინაო ოფისი მისაღების ინტერიერს მოარგოთ გირჩევთ კედლები თეთრად შეღებოთ და ავეჯიც თეთრი შეიძინოთ.

10. მოდური ექსპერიმენტი



ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს სახლში. თამამად გამოიყენეთ ბებიის ნაქონი სეკრეტერი და თქვენი სამუშაო ადგილი თქვენი სახლის ხიბლად იქცევა.

11. ადგილი ორისთვის  



თუ სახლში ორი ფრილანსერი ცხოვრობს ორადგილიანი სამუშაო ზონის გაკეთება მართებული იქნება.

12. შემოქმედებითი კუთხე



თუ შემოქმედი და ხელოვანი ადამიანი ხართ თქვენი სამუშაო ზონა ხასხასა ფერებით გაალამაზეთ.

13. მანსარდაში



ძალიან კარგი სამუშაო ზონის მოწყობაა შესაძლებელი მანსარდაშიც.

14. მიმოხილვის მოედანი



თუ ორსართულიანი სახლის მეპატრონე ბრძანდებით გირჩევთ სამუშაო ზონა ორი სართულის ზღვარზე გააკეთოთ. ეს ძალიან მოხერხებულიც იქნება და პრაქტიკულიც.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები