წიგნების თარო, საკიდი და მაგიდაც კი შეგიძლიათ გააკეთოთ...

არ არსებობს შენობა თუ სახლი კარების გარეშე. დროთა განმავლობაში ადამიანები ვცვლით ძველ კარებს უფრო ლამაზი და თანამედროვე კარით. და რა ვუყოთ ძველ კარს?… რა თქმა უნდა, შეგვიძლია გადავაგდოთ და საბოლოოდ დავემშვიდობოთ, თუმცა შესაძლებელია მას ახალი სიცოცხლეც ვაჩუქოთ.

ძველი ხის კარები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად აქციოთ, მისი მეშვეობით ისე შეგიძლიათ ინტერიერის განახლება, რომ თავადაც კი გაკვირვებული დარჩებით და ამაში, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენ დაგეხმარებით.

1. ასეთი ნივთი სახლში ნამდვილად საჭიროა, ან ყვავილს დადებთ ზედ ან ქუდს დაკიდებთ.


2. ასეთი ნივთი ნამდვილ
ქალბატონს ნამდვილად გამოადგება.


3. გემოვნებიანი და საჭირო ნივთია.

4. კორიდორისთვის შეუცვლელი რამ არის.

5. ასეთი საკიდი ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება.

6. ეს არცთუ მარტივი გასაკეთებელი საქმეა, თუმცა შედეგი წვალებად ღირს.

7. ყველა თქვენი საყვარელი ნივთის ერთად მოთავსება აი, ასე არის შესაძლებელი.

8. ეს არა მარტო წიგნების თარო, ეს ხელოვნების ნიმუშია.

9. წიგნების მოყვარული ადამიანის ახდენილი ოცნება.

10. მაქსიმალური სიამოვნება და მინიმალური დანახარჯი.

11. ამ წიგნების თაროს არშეყვარება შეუძლებელია.

12. ასეთი თარო კი თქვენი აგარაკის მშვენება იქნება.

13. ეს კი მართლაც განუმეორებელი იდეაა.

14. გადააბრუნეთ, ფოტოები ჩასვით და საოცრებას მიიღებთ.

15. აბა, ასეთ მაგიდაზე რა აზრის ხართ.

16. ან ასეთ სასადილო მაგიდაზე.

17. ასეთი შირმაც ნამდვილად ლამაზი ნივთია.

18.  წვეულების დროც მოსულა.

19. პირსახოცების შესანახადაც მშვენიერი იდეაა.

20. ვინტაჟის სტილისთვის ასეთი კარი მართლაც მისწრებაა.

21. ეს კი წვრილმანების მაგიდაა.

22. ასეთი დაფა ნებისმიერ ოფისს თუ კაბინეტს დაამშვენებს.

23. კიდევ ერთი მშვენიერი აქსესუარი.

24. აბა, ამ საწოლის თავზე რას იტყვით.

25. ან ასეთ კედელზე.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები