ავეჯის 7 ნივთი, რომელიც რა ხანია, მოდიდან გადავიდა

არავისთვის არის საიდუმლო, რომ ბევრი ჩვენგანი ცხოვრობს ბინებში, რომლებიც მშობლების და ბებია-პაპების მიერ არის მოწყობილი, თავის ავეჯიანად. ვიღაცას სრილად აკმაყოფილებს დანატოვარი, სხვები კი პირიქით, ჩქარობენ ძველი ნივთების თავიდან მოშორებას. რაც არ უნდა იყოს, დიზაინერები ამბობენ, რომ ეს ნივთები, რომლებსაც ქვემოთ ვახსენებთ, რა ხანია, მოდიდან გადავიდა. ამიტომ, ან უნდა შევცვალოთ ახლით და მოდურით, ან გავაახლოთ და რესტავრაცია გავუკეთოთ. 

1. სერვანდი


დიზაინერები ამბობენ, რომ სერვანდი უძრაობის ეპოქის მოწმე და სიმბოლოა, ამიტომ თანამედროვე ბინაში მისი ადგილი არ არის. არც იმის საჭიროება არ არის,
რომ ლამაზი ჭურჭელი გამოვფინოთ და სერვიზებმაც დაკარგა აქტუალობა. გარდა ამისა, სერვანდები დიდ ადგილს იკავებს. 

2. "კედელი" ტელევიზორის გარშემო


მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. კედელი ტელევიზორის გარშემო თანამედროვე ავეჯის ნიმუშად მიიჩნევა, ბევრი ნაკლოვანება აქვს. ჯერ ერთი, მათი უმრავლესობა დიდია და ბევრ ადგილ იკავებს. თანაც, ამგვარი ტიპის ავეჯი არ გვაძლევს საშუალებას, სურვილის შემთხვევაში ოთახში რამე გადავალაგოთ. დიზაინერები ამბობენ, რომ თანამედროვე პლაზმური ტელევიზორები ჯობს კედელზე ეკიდოს ან პატარა თაროზე.

3. შუშის მაგიდა

შუშის მაგიდა საკმაოდ სპეციფიკური ნივთია. ყველა ინტერიერს ნამდვილად არ უხდება და პრაქტიკულიც არ არის. სულ ლაქებს უნდა ებრძოლოთ, თან ბასრი კუთხეები აქვს და ტრავმირებაც შეიძლება იოლად. იოლადაც ტყდება. ამიტომ, თუ განსაკუთრებული საჭიროება არ გაქვთ და ინტერიერს მართლა ძალიან არ უხდება, არ ღირს მისი შეძენა.

4. სავარძელი-ტომარა

თავდაპირველად ტომრის სტილში შეკერილი პუფი-სავარძლები ოფისებისთვის შეიქმნა - დასასვენებელი სივრცეების მოსაწყობად. თუმცა თანამედროვე ბინების ინტერიერებშიც იყენებენ. თუ ინტერიერთან ძალიან შესაფერის ფორმასა და ფერს შეარჩევთ, და სტილსაც მოუხდება, არა უშავს, თუმცა ხშირად სრულიად განცალკევებულია ყველაფრისგან და უაზროდაც კი გამოიყურება.

5. გასაშლელი დივანი

გასაშლელი დივნის ყიდვის დროს, ადამიანების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მომგებიან შენაძენს აკეთებს. თუმცა დროთა განმავლობაში გამოდის, რომ თუ გასაშლელ დივანს დასაძინებლად იყენებენ, ის, როგორც საწოლი, საკმაოდ მოუხერხებელია. თუ მისი გამოყენება უნდათ ოჯახისთვის, დასასვენებლად და წამოსაწოლად, ამისთვისაც საკმარისად მოხერხებული არაა. ხშირი გაშლით და აკეცვით მალე უფუჭდება მექანიზმი და სახეს კარგავს. ამიტომ, თუ ინტერიერის გაფუჭება არ გინდათ და არც ზედმეტი დანახარჯები, ჯობს, თავიდანვე კარგი დივანი იყიდოთ.

6. ტრიუმო (ე.წ. ტრილიაჟი)


ტრიუმო, ან ე.წ. ტრილიაჟი, ალბათ ყველა საბჭოურ დერეფანში იდგა, თუმცა აქტუალობა დაკარგა. თუმცა აღარ აქვს მნიშვნელობა, ის როგორ გამოიყურება, ძველებური რელიკვიაა თუ ახლებური მოდელი. ჩვეულებრივი ბინის მოწყობა თავისუფლად შეიძლება ამ ნივთის გარეშე.

7. დასადგამი საათი

ადრე ეს ნივთი საამაყო იყო და ბინის სამკაული, თუმცა ახლა სამუზეუმო ექსპონატს უფრო ჰგავს. ის ბევრ ადგილს იკავებს და მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს. დიზაინერები ამბობენ, რომ თუ ის რაიე განსაკუთრებული რელიკვია არ არის და ინტერიერის კონკრეტულ სტილში არ ჯდება, ფუნქციური ნივთით მისი ჩანაცვლება ჯობს.

კომენტარები

გიორგი 2020-05-13 21:26
მოდა რა შუაშია? გემოვნების ამბავია, შეუკვეთად და დაგიმზადებენ
ირაო 2020-05-06 07:12
და რა ვქნათ? დავამტვრიოთ და გადავყაროთ? ნუ მატრაკვეცობთ! სანაცვლიდ რას გვთავაზობთ? ეკოლოგიურად გაუბედურებულ გარემოს კიდევ უფრო როგორ მოვუღოთ ბოლო? ხალხის დიდ ნაწილს ელემენტარული საჭიროებები არ აქვს! ბოლო პერიოდის ვითარებამაც ვერ გასწავლათ ჭკუა! რას მიედ-მოედებით?!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები