რემონტი საჭირო არ არის: 8 რჩევა, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი საძინებელი უფრო მოხერხებული და მყუდრო


ყველაზე საყვარელი ინტერიერიც კი ადამიანს ოდესღაც ბეზრდება. თუ საყვარელი ოთახი აღარ მოგწონთ და რემონტის გაკეთების საშუალება არ გაქვთ გირჩევთ ჩვენი რჩევები გაითვალისწინოთ.

1. ნატურალური მასალის ფარდები



ნატურალური, ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა _ აი, თანამედროვე დიზაინის ძირითადი მოთხოვნა. მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბუნებრივი მასალა თავისთავად სრულყოფილია და ზედმეტ დეკორაციას არ საჭიროებს პროფესიონალი დიზაინერები ერთხმად ეთანხმებიან.
სწორედ ამიტომ გირჩევთ ყურადღება ნატურალურ ტექსტილზე, კერძოდ კი ფარდებზე გაამახვილოთ.
ნატურალური მასალისგან შეკეერილი ფარდები გამოიყურება ლაკონურად, დახვეწილად და ელეგანტურად. ის ნებისმიერ ინტერიერს უხდება და ამშვენებს.

2.
ოთახის მცენარეები



არაფერი ამშვენებს ოთახს ისე, როგორც სწორად შერჩეული ქოთნის მცენარე. ამ ფაქტის გათვალისწინებით კი, რომ 2020 წლის ყველაზე ტრენდული ფერი ღია მწვანეა, წარმოიდგინეთ როგრ მოუხდება ის ნებისმიერი საძინებლის ინტერიერს.

3. გადასაფარებელი კედლის ფერში



თუ პატარა საძინებელი გაქვთ პირველ როგში მის ვიზუალურად გაფართოებაზე უნდა იზრუნოთ. საამისოდ ყველაზე მარტივი ვარიანტი კედლის ფერის გადასაფარებლის შერჩევაა. ეს ორი ელემენტი ერთმანეთს შეერწყმება და ოთახი განიტვირთება.

4. არ გადატვირთოთ საძინებელი



ძალინ მნიშვნელოვანია, რომ საძინებელში არ იყოს არაფერი ზედმეტი, მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთები განათავსეთ.

5. მუქი ფერის შპალერი



არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სივრცეს ვიზუალურად მხოლოდ ღია ფერის შპალერი ზრდის, თუმცა ასე არ არის _ მუქი მწვანე, Yყავისფერი ასევე დაგეხმარებათ ამ პრობელმის მოგვარებაში.

6. ტექსტილი



ოთახის ვიზუალის შეცლაში ასვეე დაგეხმარებათ ტექსტილის შეცვლა, ლოგინის თეთრეულიდან დაწყებული გადასაფარებლით დმთავრებული. საძინებლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტებია.

7. განათება



განათება საძინებლის არა მარტო პრაქტიკული, ესთეტიური ელემენტიც გახლავთ.
სწორად შერჩეული სანათი შესაძლოა ინტერიერის მთავარ აქსესუარად იქცეს.

8. მყუდრო კუთხე



თუ თქვენი საძინებლის გაბარიტები იძლევა იმის საშუალებას, რომ ოთახში საწოლისა და კარადის გარდა სხვა ნივთებიც განათვსოთ პირველ რიგში მყუდრო კუთხეზე იზრუნეთ. ეს ძალიან ჭკვიანური გადაწვეტილება იქნება. საამისოდ მხოლოდ მატრასი და რამდენიმე ბალიში დაგჭირდებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები