ფირუზისფერი ინტერიერი - რა უნდა იცოდეთ ტრენდულ ფერზე

ეს ფერი ინტერიერში არცთუ ხშირად გვხვდება, ის ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე, ერთადერთი, სადაც ამ ფერს შეიძლება შეხვდეთ, აბაზანაა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ამ ფერის მისაღები თუ საძინებელი ნამდვილად არ გახლავთ ინტერესმოკლებული სანახაობა.


ფერის ძალა

ჰარმონია და სისუფთავე

ფირუზისფერი ორი ტონისაგან შედგება – მწვანისა და ცისფერისაგან. Mმწვანე ამშვიდებს, ცისფერი კი სისუფთავის სიმბოლოა. Fფრუზისფერი ხელს უწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას, ამშვიდებს ნერვულს სისტემას, ხსნის დაღლილობასა და გაღიზიანებას.


ფერი ქამელეონი

სხვადასხვა განათებაში ეს ფერი სხვადასხვაგვარად აღიქმება. მას
ძალიან უხდება სხვა ფარებიც, მაგალითად წითელი, ყავისფერი, ვარდისფერი. ძალიან ეფექტურია ფირუზისფერი იასამნისფერთან და ყვითელთან ერთად. იდეალურია მისი შერწყმა თეთრთან.



ეს ფერი სივრცეს ადიდებს, ოთახს უფრი ნათელს ხდის. განსაკუთრებით ლამაზად ფირუზისფერი საძინებელში გამოიყურება. ასევე ძალიან მოუხდება ბავშვის ოთახს და მისაღებს.

ამ ფერის მთავარი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ყოველთვის დიდებულად და სუფთად გამოიყურება. ამ ფერის სამზარეულოშ გამოყენება კი ინტერიერს მნიშვნელოვნად გადაახალისებს და გააცოცხლებს.



ამ ფერის სამზარეულოს გარნიტური, გარდა იმისა, რომ ასოცირდება სისუფთავესთან და სიმშვიდესთან, კარგ ხასიათსაც შეგიქმნით.



ასევე ძალიან ეფექტურია ამ ფერის აქსესუარების გამოყენება ინტერიერის დასამშვენებლად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები