ფერადი ცხოვრება: საყოფაცხოვრებო ტექნიკა მკვეთრ ფერებში

თეთრ და მეტალის ფერებში გადაწყვეტილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ძველებურად ყველაზე პოპულარულია. მაგრამ როცა საქმე განვითარებას ეხება, რომელიც გასაოცარია არა მხოლოდ სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებით, არამედ ნათელი ფერებით ან მოულოდნელი დიზაინერული გადაწყვეტილებებითაც, არჩევანი აშკარა ხდება.

სამზარეულოს ფერადი ქურა - წითელი, ვარდისფერი, შავი, ყავისფერი და ლაიმის ფერი მწვანე. მსგავს ქურას შეუძლია ნებისმიერი სამზარეულოს ინტერიერი ინდივიდუალურად აქციოს.

მაცივრები ვინტაჟური მანქანების სტილში - ეს ტექნიკა ნებისმიერ სამზარეულოს გააფერადებს.

ტევადი მაცივარი მინიმალური ხმაურით, სენსორული სისტემითა და უჩვეულო დიზაინერული გადაწყვეტილებით - მის შავ კარზე ცარცის მარკერებით შეგიძლიათ თავად გააკეთოთ
სასურველი წარწერები.

ლეგენდარული მიკროავტობუსის Volkswagen Bulli-ი მიხედვით დამზადებული რეტრო-მაცივარი. ვინტაჟური შესახედაობის მიღმა უახლესი ტექნოლოგიების მიხედვით აწყობილი სუპერთანამედროვე შიდა მონაცემების მქონე მაცივარი დგას.

თუჯის ქურა საინტერესო ვიზუალით, რომელიც ბევრი ქალის საშინაო დატვირთვას შეამსუბუქებს. ის საშუალებას იძლევა სტაბილურად მაღალი ტემპერატურა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნოთ.

სამზარეულოს კუნძულის ფასადები დამზადებულია მყარი ფოლადის ფირფიტებით, რომელიც Ocean Blue-ს ფერებშია შეღებილი. სამუშაო ზონა 6 სხვადასხვა სანთურს მოიცავს, ასევე აქვს იტალიური პასტის მოსამზადებელი პროფესიონალური მოწყობილობა. აღჭურვილია რამდენიმე სიჩქარის მქონე ძლიერი მოტორით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები