თბილისში 2 ბონსაი მოიპარეს, პატრონი კი ქურდს მოვლის წესებს ასწავლის

თბილისში 2 ბონსაი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მათი მფლობელი ავრცელებს.  როგორც იცით, ბონსაი ჯუჯა ხეა, რომლის ფორმირებას წლების განმავლობაში მუშაობა სჭირდება. მოპარულ ჯუჯა ხეებზე მფლობელი ალექსანდრე მესხი 4-5 წლის განმავლობაში მუშაობდა. რაც მტავარია, ქურდს ის ბონსაის მოვლის წესებს სტავაზობს, რათა მცენარის მოვლა შეძლოს და არ გაუხმეს.

"მოგვპარეს ორი ბონსაი. გთხოვთ გააზიაროთ, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს, და თუ ოდესმე, სადმე შეგხვდათ ან გაიგეთ, რომ ვინმე გაყიდვას ცდილობს, იცოდეთ, რომ ეს მინიატურული ხეები მათი არაა. შეუძლებელია, რომ ისინი ვერ იცნოთ, რადგან
ორი ერთნაირი ბონსაი არ არსებობს. 

1. "ტანუკი" ტექნიკით შესრულებული ღვია, რომლის ფორმირებაც ხუთი წლის წინ დავიწყე.
2. პატარა ჩიტავაშლა, რომელზეც მეოთხე წელია ვმუშაობდი.
თუ ახალი მფლობელი ამჯობინებს, რომ ბონსაები საიდუმლოდ შეინახოს, ამ ლინკზე მაინც გადავიდეს და მოვლის ტექნიკის სწავლა მაინც ეცადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა ხეეები ძალიან მალე მოკვდებიან" - ნათქვამია ფეისბუქპოსტში. 
ბონსაი არ არის გენეტიკურად ჯუჯა მცენარე. ის ჩვეულებრივი ხე ან ბუჩქია, რომელიც სპეციალური მოვლის შედეგად პატარა ზომის რჩება. ნამდვილი ბონსაის შექმნას დიდი დრო და გამოცდილება სჭირდება, ამიტომ ასეთი ეგზემპლარები ჩვენს დროსაც იშვიათობას წარმოადგენს. თუ რა სიმაღლის უნდა იყოს ბონსაი, ამ კითხვაზე ზუსტი, მათემატიკურად განსაზღვრული პასუხი არ არსებობს. ბონსაი შეიძლება იყოს როგორც 5 სანტიმეტრი, ისე "გიგანტური" - რომელიც 2 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს. უფრო მეტი ბონსაის შესახებ და ბატონ ალექსანდრესთან ინტერვიუ შეგიძლია ამ ბმულზე იხილოთ. 

როგორ მოვუაროთ ბონსაის - ექსანდრე მესხის საჭირო რჩევები და მისი საოცარი კოლექცია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები