„მიჰაუსში“ პროდუქციის ფასდაკლებით შეძენა კიდევ უფრო მარტივდება

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ მომხმარებლებს სასურველი პროდუქციის სპეციალური ფასდაკლებითა და განსაკუთრებული პირობებით შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს.
ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 15:00-18:00 საათამდე Facebook LIVE რეჟიმში ყველასათვის საყვარელი, სუპერ ენერგიული და მხიარული პატრიკი, იგივე პაატა ჭონიაშვილი შემოგთავაზებთ შეიძინოთ „მიჰაუსის“ პროდუქცია სპეციალური ფასდაკლებით. 3 საათის განმავლობაში საინტერესო სტუმრებთან ერთად თქვენ შეძლებთ მიიღოთ ექსკლუზიური, გრანდიოზული და წარმოუდგენელი ფასდაკლებები, გაეცნოთ ჰიპერმარკეტის პროდუქციას და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნივთი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად ლიმიტირებულ დროში.

პროდუქტის შესაძენად Live ჩართვის მომენტში „მიჰაუსში“ წასვლა არ დაგჭირდებათ.
როგორც ჰიპერმარკეტში განმარტავენ, პირდაპირი ჩართვის დროს შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია, მისწეროთ კომენტარებში და ოპერატორები თავად დაგიკავშირდებიან.
„მიჰაუსი“ მუდმივად მომხმარებლის ინტერესებზე შექმნილ შეთავაზებებს ქმნის. ეს გახლავთ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი, რომელიც განთავსებულია 12 000 კვადრატულ მეტრზე. „მიჰაუსში“ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქტს, რომელიც დაყოფილია 11 კატეგორიად. ჰიპერმარკეტში ყველა კატეგორიას თავისი ფერი აქვს, როგორც იატაკზე, ისე ზედა მანიშნებლებზე. ეს კი ყიდვის პროცესს უფრო ამარტივებს. უკეთესი შოპინგისთვის სივრცეში დიდი ზომის სენსორული მონიტორებია განთავსებული.

თითოეული ეს დეტალი და მათ შორის, დიდი ორმხრივი პარკინგი „მიჰაუსის“ მომხმარებლებს სამშენებლო და სარემონტო მასალების ყიდვის პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს და სასიამოვნი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს.

კომენტარის დამატება