ნუ შეიძენთ ნივთებს ლომბარდიდან და მოხსენით გაჩერებული საათი - ცუდი ენერგეტიკის მატარებელი ნივთები ჩვენს სახლში

ცუდმა ენერგიამ ძალიან მარტივად შეიძლება შემოაღწიოს ჩვენს სახლებში. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეიტანა ის ოჯახში, უცხო პირმა თუ თავად ჩვენ. ნეგატიური ენერგია სხვადასხვა ნივთს მოჰყვება ხოლმე. ვნახოთ, რა ახდენს ცუდ გავლენას ჩვენს ოჯახსა და კეთიდლღეობაზე და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ.

ერთ-ერთი პრეტენდენტი ამ სიაში გახლავთ ძველი ცოცხი. დაუკვირდით კარგად თქვენს ცოცხს, თუ ატყობთ, რომ ის მოძველებულია, გირჩევთ, ახალი შეიძინოთ და თქვენს დადებით ენერგეტიკას საფრთხე არ შეუქმნათ.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ გამხმარ თაიგულზე, რომელიც მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოიშოროთ თავიდან, რათა თავიდან
აიცილოთ შავი ენერგეტიკა ოჯახში.

არავითარ შემთხვევაში არ გააჩეროთ სახლში ძველი კალენდარი, ეს ცუდი ნიშანია და ცუდად აისახება თქვენი ოჯახის კეთილდღეობაზე. იგივე ითქმის გაჩერებულ საათზე.

იმისათვის, რომ თქვენს სახლში კეთილდღეობამ და სიმშვიდემ დაისადგუროს, აუცილებლად უნდა მოაშოროთ სახლიდან ყველა ის ნივთი, რომელიც არ მოგწონთ ან იმ ადამიანის ნაჩუქარია, რომელიც არ გსიამოვნებთ.
ასევე გირჩევთ ურნაში მიუჩინოთ ადგილი ყველა საეჭვო თილისმას თუ ამულეტს. ნუ მოგერიდებათ, გახსოვდეთ, თქვენი სახლი თქვენი ციხესიმაგრეა, თქვენ ის უნდა დაიცვათ.

ასევე რეკომენდებულია ძველი საფულეების გადაყრა თავისი ძველი ბარათებით, რომელიც ზუსტად იცით, რონ არაფერში გამოგადგებათ. ასევე მოიშორეთ თავიდან გაბზარული და გატეხილი ნივთები.

სპეციალისტები გვირჩევენ, არავითარ შემთხვევაში არ შევიძინოთ ნივთები ლომბარდიდან, რადგან მათ აუცილებლად მოჰყვება უარყოფითი, შავი ენერგია. ლომბარდში ნივთებს კარგი ცხოვრების გამო ახომ რ აბარებენ.

გაგიკვირდებთ და სპეციალისტები ასევე მაგნიტებზე უარის თქმას გვირჩევენ. საუბარია მაცივარზე მისამაგრებელ მაგნიტებზე, ისინი ირწმუნებიან, რომ მსგავსი ატრიბუტები ნეგატიური ენერგიის მატარებლები არიან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები