ძაღლი 200 მლნ დოლარის ქონებით, მაიმუნი სასახლით და 60 მლნ დოლარით... - ყველაზე მდიდარი ცხოველები, რომლებსაც დიდი მემკვიდრეობა ერგოთ

დიახ, ზოგიერთი ცხოველი ადამიანებზე ბევრად უკეთ ცხოვრობს. რასაკვირველია, ისინი აზრზე არ არიან, რამხელა ქონება აქვთ და არც სიმდიდრის გაეგებათ რამე, ძირითადად, მათი მეურვეები განაგებენ თანხებს და ცდილობენ, არაფერი მოაკლონ და რაც კი შეიძლება, ფუფუნებაში აცხოვრონ შინაური ცხოველები, რომლებიც მდიდარმა ადამიანებმა მემკვიდრეებად გამოაცხადეს ცოლების, ქმრების, შვილების თუ სხვა ნათესავების ნაცვლად. 
სხვათა შორის, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ფრანგმა კარდინალმა რიშელიემ თავისი ქონება 14 კატას დაუტოვა. ლეგენდის თანახმად, რიშელიეს უკანასკნელი სურვილი არ გაიზიარეს მისმა ახლობლებმა და რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს ამ "პრობლემის" აღმოსაფხვრელად -
ყველა კატა გაანადგურეს. მე-19 საუკუნეში რუსეთშიც მოხდა ასეთი შემთხვევა - მდიდარმა ვაჭარმა მარია ლეონტიევამ თავისი სოლიდური ქონება თავის ძაღლს დაუტოვა. ნათესავებმა სცადეს ანდერძის გაპროტესტება, თუმცა ამაოდ - ცხოველის გარდაცვალების შემდეგ, ქონება ქალაქის ხაზინას გადაეცა. 

ცოტა ხნის წინ ვწერდით გერმანულ ნაგაზ გიუნტერ IV-ზე, რომლის მფლობელობაშიც უზარმაზარი ვილა იყო და სწორედ მისი სახელით გაიყიდა ეს ვილა 29 მლნ დოლარად. 1992 წელს, როდესაც გრაფინია შარლოტა ლიბერშტაინი გარდაიცვალა, მისი ქონება - 224 მლნ გირვანქა სტერლინგი მის ძაღლს გიუნტერ III-ს დარჩა მემკვიდრეობით. ხოლო გიუნტერ III-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონების მემკვიდრედ მისი შვილი გიუნტერ მეოთხე გამოცხადდა. ნაგაზი მართლაც ფუფუნებით ცხოვრობს და ვრცელდება ხოლმე მისი ფოტოები, როგორ დასეირნობს კაბრიოლეტით თუ ისვენებს სხვადასხვა კუნძულზე.

იხილეთ ვრცლად: ცნობილი ვილა, რომლის ოფიციალური მფლობელიც ძაღლი იყო, 29 მლნ დოლარად გაიყიდა

2000 წელს ექსცენტრულმა მილიონერმა პატრიცია ო'ნილმა, გრაფინია კენმორის ქალიშვილმა, თავისი ძირითადი ქონება - 60 მლნ დოლარი, ასევე სასახლე სამხრეთ აფრიკაში, თავის შიმპანზე კალუს დაუტოვა. დანარჩენი ქონება - ძაღლებს და კატებს. ხოლო თავის ქმარს, რომელიც ვერ იტანდა შიმპანზეს, გრაფინიამ არაფერი არგუნა. მაიმუნი ქალს კონგოდან ჩამოუყვანია - ხეზე მიბმული უპოვია და გადაურჩენია. 


ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრის ძაღლები 30 მლნ დოლარი ოდენობის ქონებას ფლობენ. ოპრას თავად არ ჰყავს შვილი და გადაწყვიტა, რომ მისი ქონების მემკვიდრეები სწორედ მისი ძაღლები იქნებიან, რომლებსაც ფონდი გაუხსნა და სწორედ იქ რიცხავს მათთვის თანხას.


1988 წელს მილიონერმა, ანტიკვარით მოვაჭრემ ბენ რიმ 25 მლნ დოლარი დაუტოვა თავის კატა ბლეკის. სიცოცხლეში მას 15 კატა ჰყავდა, თუმცა ბლეკი ერთადერთი იყო, ვინც ბენის სიცოცხლის ბოლომდე შემორჩა და შესაბამისად, მთელი ქონება მას ერგო, ნათესავებს კი კაპიკიც არ დაუტოვა. ქონების ნაწილი ასევე არგუნა საქველმოქმედო ორგანიზაციებს და მათვე დააკისრა ვალდებულება, მოევლოთ მისი მემკვიდრე კატისთვის.


2001 წელს მილიარდერმა მაილზ ბლეკველმა თავის ქათამ ჯიგოს 16 მლნ გირვანქა ტერლინგი უანდერძა.


2007 წელს მილიარდერმა ლეონა ჰემსლმა თავის საყვარელ ძაღლ ტრაბლს 12 მლნ დოლარის ოდენობის ქონება დაუტოვა. ძაღლი 2011 წელს გარდაიცვალა, 12 წლისა. მისი წლიური შენახვა 100 ათასი დოლარი ჯდებოდა, რომელთაგან 8000 დოლარი მიდიოდა მის ვარცხნილობებზე, 1200 კი - კვებაზე. ასევე იხარჯებოდა ფული მის უსაფრთხოებაზე - ტრაბლს ხშირად ემუქრებოდნენ სიკვდილით ან გატაცებით. ძაღლის სიკვდილის შემდეგ მისი ქონება საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა.


ერთ-ერთი მდიდარი ცხოველია ასევე ჩიხუახუა კონჩიტა, რომელსაც მფლობელმა, მაიკლ საილიიტ გეილ პოზნერმა დაუტოვა 11,3 მლნ დოლარის ოდენობის ქონება და ვილა მაიამიში. კონჩიტამ მდიდრულად იცხოვრა, ყოველკვირეული სპა-პროცედურებით და კარტიეს სამკაულებით ნებივრობდა.


უშვილო მდიდარმა ქვრივმა მარია ასუნტამ გარდაცვალების შემდეგ თავისი 13 მლნ დოლარის ოდენობის ქონება დაუტოვა კატა ტომაზო, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ქუჩიდან აუყვანია.


სპანიელი ტობი რაიმსი 92 მლნ დოლარის ოდენობის ქონებას ფლობს, რომელიც საყვარელმა პატრონმა ელა უენდელმა დაუტოვა.


ბულტერიერები მინტერი, ჯუი და კოლუმი ცნობილი დიზაინერის ალექსანდრ მაკქუინის საყვარელი ცხოველები არიან, რომლებიც დაასახელა მან თავის მემკვიდრეებად, სანამ თავს მოიკლავდა. თითოეული 80 მლნ დოლარამდე ოდენობის ქონებას ფლობს.


რეტრივერი პონტიაკი 5 მლნ დოლარი მფლობელი გახდა ამერიკელი მსახიობის ბეტი უაიტის გარდაცვალების შემდეგ.

კომენტარები

დ.დ. 2022-02-08 17:35
ერთი გვარგადაკეთებული ძაღლი ვიცი, მილიარდები აქვს მითვისებული, და მაინც დედამისის კმაყოფაზეა !
1 2022-02-08 03:02
ძაღლი მიაკვდათ სულში,ვინც ქონება ძაღლებს და დინოზავრებს დაუტოვა.მსოფლიო დიდი ხანია მოწამლულია და ეს სენი უკვე საქართველოშიც იკიდებს ფეხს.ძაღლთმოყვარეების,კნუტთმოყვარეების,მანგუსტთმოყ ვარეების რაოდენბა იზრდება,სამაგიეროდ მცირდება ადამიანთმოყვარეების რაოდენობა....
სულაძაღლებილი 2022-02-06 14:28
ჩემს კატასა აქვს სესხი აღებული ბანკში, თაგვსაშენის მშენებლობისათვის, მაგრამ სხვა კატებმა იაფფასიანი ხელოვნური თაგვების იმპორტით დაიწყეს თურქეთიდან და ბიზნესი ჩაუწვა - ვერ ვფარავთ…
დუდუ-ს 2022-02-04 19:28
რამ გაასაცოდავათ, თქვენ რომ არ გიტოვებენ ქონებას?
მარინა 2022-02-04 18:20
ის ქათამი რომ მოკვდება 2 წელიწადში, ის 16 მილიონი ვის რჩება ნეტა?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები