რატომ არ შეიძლება გინდოდეს საკუთარ სახლში დაბრუნება და რა მოქმედებს აურაზე ცუდად

ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეაო, ნათქვამია. ასეც არის, სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანი Tავს ყველაზე მყუდროდ და კომფორტულად გრძნობს, სამსახურიდან შინ დაბრუნებული აქ ისვენებს და ჰპოვებს სიმშვიდეს, საამისოდ კი სახლი მაქსიმალუარდ კომფორტული და მყუდრო უნდა იყოს. საინტერესოა, რამ შეიძლება შეუშალოს ამას ხელი.

ნიჟარა კუთხეში

პატარა სამზარეულოში კუთხის ნიჟარა ყველზე გავრცელებული თემაა. ეს გასაგებიც არის, ასე ხომ დიასახლისები ადგილს ზოგავენ, თუმც კუთხის ნიჟარაში ჭურჭლის რეცხვა არც ისე მოხერხებულია, მით უმეტეს, თუ ამის გაკეთება დღეში რამდენჯერმე გიწევთ.

ბევრი ფეხსაცმელი შემოსასვლელში


არაფერი არ მოქმედებს
განწყობაზე ისე ძალიან, როგორც შემოსასვლელში განლაგებული უამრავი ფეხსაცმელი,ზამთარ-ზაფხულის. მსგავსი სურათი ნებისმიერ დიასახლისს გაუფუჭებს ხასიათს.

ობი ჭურჭლის კარადაში

მსგავსი პრობლრმა ალბათ ბევრ დიასახლისს შექმნია, თუმცა თუ გინდათ თავიდან აირიდოთ მსგავსი სიტუაცია, გირჩევთ კარადა სპეციალური საშუალებებით დაამუშავოთ ან შიგნით თავღია სოდა ან მარილი დატოვოთ, რათა ნესტი შეიწოვოს. ძალან კარგია, კარადა ხშირად დაამუშავოთ ძმრით.

დროებითი ავეჯი

არასდროს შეიძინოთ ავეჯი დროებით, ანუ უხარისხო და იაფაინი იმის იმედით, რომ მალე ხელფასი მოგემატებათ და ახალს, უკეთესს იყიდით, როგორც წესი, ასეთი ავეჯი წლები რჩება და ნერვებს გიშლით.

სარეცხის საშრობი

მისაღები ოთახის ცენტრში განთავსებული სარეცხის საშრობი ლამაზი სანახავი ნამდვილად არ არის და სახლს სიმყუდროვეს ვერ შესძენს, ამიტომ გირჩევთ მასზე უარი თქვათ.

ცივი ფერის სამზარეულო


სახლში განწყობას ქმნის არა მარტო ატმოსფერო, არამედ კედლის ფერი. ეცადეთ შეარჩიოთ თბილი ფერები და არა ცივი, რომელიც დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს ადამიანის განწყობაზე.

გატეხილი ნივთები


ცუდ აურას ქმნის სახლში გატეხილი, დაწებებული ნივთები, ასეთ ნივთებს რაც მალე შეელევით და ჩაანაცვლებთ ახლით, მით უკეთესი იქნება თქვენთვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები