ციხექალაქი იტალიაში, რომელსაც ცხრაქიმიანი ვარსკვლავის ფორმა აქვს

1593 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ იტალიაში თურქებზე გამარჯვების აღსანიშნავად დაიწყეს ახალი ქალაქის, პალმანოვას მშენებლობა. ქალაქი იმით იყო გამორჩეული, რომ ინოვაციური ფორმის, ცხრაქიმიანი ვარსკვლავის ფორმის იყო. პროექტის ავტორი დარწმუნებული იყო, რომ ასეთი სიმეტრია საშუალებას მისცემდა ქალაქს უკეთესად დაეცვა თავი მტრის შემოტევის შემთხვევაში, თუმცა მისი უტოპიური ჩანაფიქრი რეალურ ცხოვრებაში არც ისეთი საიმედო აღმოჩნდა.


ქალაქის მშენებლობას 30 წელი დასჭირდა. პროეექტის ავტორსა და რესპუბლიკის მეთაურებს იმედი ჰქონდათ, რომ საფუძველი ეყრებოდა უზარმაზარ ბასტიონს, რომელიც იქნებოდა ასევე უდიდესი ფორპოსტი და ხალხი აქ ძალიან ბედნიერად და უზრუნველად იცხოვრებდა.

ქალაქი
გათვლილი იყო 20 000 მცხოვრებზე. ამაში არ შედიოდა გარნიზონი, რომელიც ქ. პალმანოვას ბასტიონში უნდა განთავსებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილ არქიტექტორს, ინოვატორ ვიჩენცო სკამოცის ყველაფერი დეტალურად ჰქონდა გათვლილი და ქალაქი ძალიან ლამაზი, სუფთა, მოწესრიგებული და დაცული უნდა გამოსულიყო, განსაკუთრებული არქიტექტურისა და სიმეტრიის ხარჯზე, ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი პრაქტიკულად შეუვალი იყო, მოხდა ისე რომ 1797 წელს, ყოველგვარი ომისა და სროლების გარეშე ქალაქი მოტყუებით გადავიდა ჯერ ავსტრიელების, შემდეგ კი ფრანგების ხელში. ქალაქი ხან ერთი სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ხან მეორეს, სანამ 1814 წელს საბოლოოდ ჰაბსბურგმა არ აიღო, გერმანო-ავსტრიულმა დინასტიამ. სწორედ მის მფლობელობაში შედიოდა ვენეციის ნაწილი პალმანოვასთან ერთად 50 წლის განმავლობაში, სანამ ამბოხის შედეგად, გენერალი ცუკის მეთაურობით, ქალაქი ვარსკვლავი იტალიის საკუთრება არ გახდა.



ბოლო საომარი მოქმედებები, რომლის მონაწილეც გახდა ეს ქალაქი, პირველი მსოფლიო ომის დროს იყო. ამ პერიოდში ვარსკვლავის ფორმის ქალაქის ბასტიონები წარმატებით გამოიყენებოდა საწყობებად. საბედნიეროდ, ომის შედეგად ქალაქის იერსახე არ დაზარალებულა. 1960 წელს იტალიის მთავრობამ პალმანოვას ეროვნული ისტორიული ძეგლის სტატუსი მიანიჭა, იმ იმედით, რომ ტურისტებს მიიზიდავდა, თუმცა ამ ქალაქის მონახულებას ხალხი არ ჩქარობს. თავად ქალაში 5,5 ათასი ადამიანი ცხვრობს, ნაცვლად დაგეგმილი 20 ათასისა.



კომენტარები

დავითი 2022-07-15 00:43
სტატია კარგია: რამოდენიმე შეცდომას თუ არ გავითვალისწინებთ:
1. ქალაქი პალმანოვა სამხრეთ აღმოსავლეთში არ არის, ის ჩრდილოეთ აღმოსავლეთშია.
2. სტატიის ავტორს ნახსენები აქვს, რომ დაცული ქალაქის იდეამ არ გაამართლა, რაც ლოგიკურად ესე არ არის რადგან თითქმის 200 წელი ვერავინ ვერ აიღო.
დანარჩენი კარგია, საინტერესო სტატიაა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები