150 მილიონად შეფასებული სახლი, რომელში ცხოვრებაც არავის სურს

სახლის აღწერილობა ერთ-ერთ ცნობილ საიტზე მომხიბვლელად ჟღერს - საოცარი ხედი უამრავი ფანჯარა, სამი სველი წერტილი, ორი სათადარიგო გასასვლელი, უზარმაზარი სხვენი, საცხოვრებელი ფართი 144 კვ.მ. , სამზარეუო 16 კვ.მ., საერთო ფართი 238 კვ.მ. ისტორიული შენობა, კარგი უბანი, დიდი სამზარეულო, მაგრამ...






სახლი იმდენად დიდია, რომ გამყიდველი ოთახების ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან თავს იკავებენ. სახლი ისტორიულ შენობაშია, თუმცა ამ სახლში ცხოვრება ნამდვილად არავის უნდა.


თავად ბინა უცნაურად გამოიყურება. საქმე იმაში არ არის, რომ ინტერიერი ძველმოდურია. ძველებური ნივთები, საუკუნის წინანდელი ფილები, თანამედროვე ტექნიკა და ანტიკვარიატი ერთმანეთს
საერთოდ არ შეეფერება და საერთოდ ვერ ადაპტირდება გარე სივრცესთან.




სარეცხის და ჭურჭლის მანქანის თეთრი კარები გამომწვევად იყურება სამზარეულოს ხის ფასადთან. ყველაფერი ეს იმ შპალერის უცნაურ ფონზე. ამას ემატება თაროებზე განთავსებული სხვადასხვა ფერის ფაიფურის ჭურჭელი. 




კედლები დაფარულია ძირითადად წითელი ხალიჩებით, ოთახებში არის ღია მწვანე შიდა კარებით - ეს კარგია მუზეუმში, მაგრამ გსურთ მუზეუმში ცხოვრება? სკედელზე, სადაც არ არის ფარდაგები, არის სურათები. კედლებზე პრაქტიკულად არ არის ცარიელი ადგილები.


მხოლოდ აბაზანაში ისვენებს თვალი ოდნავ. ისიც ხელოვნების ნიმუშებითაა სავსე, ყველა კედელი დაკავებულია, თუმცა ფილების მშვიდი ფერი საშუალებას გაძლევთ ოდნავ მაინც დაისვენოთ, რამდენიმე წუთით დაივიწყოთ გარშემო გამეფებული მრავალფეროვნება.


კომენტარები

35 2023-03-20 14:55
150 მილიონიან სახლს ეს არ გავს საიდან მოგაქვთ ეს ფასები ისე არახუნებთ მილიონებს დოლარებში ჟანგიან კედლებს მაგარ ფასს ადებთ უცბათ არ გაიყიდოს დამალეთ ფოტოები
& 2023-03-09 16:17
ნეტა მქონდეს, თანამედროვე სტილში მოვაწყობდი..
სპირიდონა 2023-02-21 18:25
ჯადო აქ გაკეთებული?რატო არუნდა მანდ ცხოვრება?

კომენტარის დამატება