დეკორატიული ბუხრები, რომელიც შუშის ნამსხვრევებით ინთება!

შუშის ეს ნაწილაკები შეშას შეგიცვლით. როდესაც ის იწვის, მისით აღფრთოვანებას ვერ დამალავთ.



ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს ბუხარი და მასთან ჯდომა. ეს დეტალი ნებისმიერ სახლს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს. ძალიან უხდება როგორც აგარაკს, ისე საზაფხულო ვერანდას. ამჯერად ცოტა განსხვავებულ ბუხარს შემოგთავაზებთ, ძალიან ლამაზს.


პატარა შუშის ნამსხვრევები, რომელიც იწვის ცეცხლში, ცისარტყელას ფერებად ინთება. ეს საოცარი სანახაობაა, ენით აუწერელი სილამაზე. თურმე ეს საოცარი საშუალება სულ ცოტა ხნის წინ გამოიგონეს.



დეკორატიული ბუხრები, რომელიც ინთება შუშის ნამსხვრევებით, სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ასეთი შუშა პოპულარული

2010 წლიდან გახდა. დიზაინერები მას განსაკუთრებული, თვალისმომჭრელი პროექტებისთვის იყენებდნენ, განსაკუთრებით ღია სივრცეში, ჰაერზე.

ეს შუშა შემდეგნაირად მზადდება. მათ ათავსებენ ცეცხლგამძლე კონტეინერში და ზემოდან ასხამენ ბიოეთანოლს. სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით, ეს შუშები არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს.


ასეთ ორიგინალურ ბუხართან გატარებული დრო არასდროს დაგავიწყდებათ.

კომენტარის დამატება