როგორ გადაურჩა დამანგრეველ მიწისძვრას ტაივანის ყველაზე მაღალი შენობა? - რა არის გიგანტური სფერო, რომელიც შენობას მდგრადობას უნარჩუნებს?

ტა­ი­ვან­ში ბოლო 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი, 7,4 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და, რო­მელ­საც სულ მცი­რე, 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, შე­ნო­ბე­ბი და­ინ­გრა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცუ­ნა­მის საფრ­თხის შე­სა­ხე­ბაც გა­აფრ­თხი­ლა მთავ­რო­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბა.

თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, მი­წისძვრის დროს გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ვხე­დავთ, რო­გორ ირ­ხე­ვა კუნ­ძუ­ლის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა და არ ინ­გრე­ვა. ეს არის 1.8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ცა­თამბჯე­ნი Taipei 101.

500 მეტ­რის სი­მაღ­ლის შე­ნო­ბა ისეა და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი, რომ მი­წისძვრი­სა და ქა­რის დროს შე­ნო­ბის რყე­ვა 40%-ით ნაკ­ლე­ბია. შე­ნო­ბის სიმ­ტკი­ცის სა­ი­დუმ­ლო მის შიგ­ნით, 92-ე სარ­თულ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი გი­გან­ტუ­რი სფე­როა.
როცა შე­ნო­ბა ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით იხ­რე­ბა, ფო­ლა­დის სფე­რო სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით იხ­რე­ბა და კონ­სტრუქ­ცია წო­ნას­წო­რო­ბას ასე ინარ­ჩუ­ნებს. ასე რომ, მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე­დი რხე­ვი­სა, ცა­თამბჯე­ნი მა­ინც მყა­რად დგას. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები