როგორ გამოიყურება ყველაზე დიდი მიწისქვეშა ქალაქი-თავშესაფარი, რომელმაც ადამიანები ბირთვული ომის შემთხვევაში უნდა დაიცვას

შვეიცარიელები მსოფლიო ლიდერები არიან ბირთვული თავშესაფრების რაოდენობით; შვეიცარიის ფედერალური კანონის 45-ე და 46-ე მუხლების მიხედვით სამოქალაქო თავდაცვის შესახებ, თითოეულ მცხოვრებს უნდა ჰქონდეს დაცული ადგილი, თავშესაფარი, სადაც საცხოვრებელი სახლიდან სწრაფად შეძლებს მოხვედრას.

საცხოვრებელი კორპუსების მფლობელებს ყველა ახალ საცხოვრებელში თავშესაფრების აშენება და აღჭურვა მოეთხოვებათ. პირველი კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ცივი ომის დროს, 1963 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ ყველა აშენებულ შენობას უნდა ჰქონოდა ბირთვული თავშესაფარი სარდაფში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისტორიულ სახლებს კი, რომლებშიც თავშესაფრების აშენება შეუძლებელია, აღნიშნული სივრცე
უშუალო სიახლოვეს უნდა ჰქონდეს.

1960-იანი წლების მეორე ნახევარში, კანონის მიღების შემდეგ, შვეიცარიაში ბირთვული თავშესაფრების მასობრივი მშენებლობები დაიწყო ლოზუნგით: "ნეიტრალიტეტი არ არის გარანტი რადიოაქტიურობის წინააღმდეგ".

თავშესაფრების მშენებლობამ პიკს 1970-იანი წლების შუა პერიოდში მიაღწია, როდესაც ყოველწლიურად 300 000- 400 000 ახალი თავშესაფარი შენდებოდა ქვეყნის სხვადასხვა მიწისქვეშა ნაგებობაში.

სწორედ ამ დროს აშენდა მიწისქვეშა ქალაქი ზონენბერგი ლუცერნის მთაში, რომლის მშენებლობა ექვსი წელი გაგრძელდა და ექსპლუატაციაში 1976 წელს შევიდა. ეს საოცარი ნაგებობა 20 000 ადამიანს იტევს და ბირთვული დაბომბვისგან ორი კვირის განმავლობაში დაიცავს. სწორედ ეს სტრუქტურა გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული თავშესაფარი.

2006 წლის მონაცემებით, შვეიცარიის საცხოვრებელ და საჯარო დაწესებულებებში 300 000 თავშესაფარი იყო, ასევე 5100 საჯარო თავშესაფარი, რომელიც 8,6 მილიონ ადამიანს იცავდა. შვეიცარია ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყანათაგანია, რომელიც, აპოკალიფსის შემთხვევაში, სრულად გადარჩება ბირთვულ ომს.

თავშესაფრებში საკმაო მიწისქვეშა სივრცეა საიმისოდ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 115 პროცენტი შეიფაროს. შედარებისთვის, გერმანიაში თავშესაფრები ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ის მიღებას შეძლებს.
ყურადღება მიაქციეთ კედელზე ნარინჯისფერ შტრიხებს აქ არის ზუსტად 20 000 – იმდენი, რამდენ ადამიანსაც თავშესაფარი იტევდა.



ცივი ომის დასრულებასთან და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, ევროპის ბევრმა ქვეყანამ რადიკალურად გადახედა სამოქალაქო თავდაცვის პოლიტიკას. მაგალითად, ნორვეგიაში 1998 წელს გააუქმეს კანონი მოსახლეობის ბუნკერებით უზრუნველყოფის შესახებ. ამ საკითხზე კანონების გადახედვის მცდელობები იყო შვეიცარიაშიც.


2006 წელს პარლამენტარები ცდილობდნენ გაეუქმებინათ კერძო სახლებში თავშესაფრების აშენების ვალდებულება, მაგრამ მთავრობამ მხარი არ დაუჭირა ამ საკანონმდებლო ინიციატივას. პარლამენტს კიდევ ერთხელ ჰქონდა მცდელობა გაეუქმებინა 1963 წლის კანონი, ეს 2011 წელს მოხდა, მაგრამ ამ საკითხზე დებატებიდან ორი დღის შემდეგ იაპონიაში ცუნამი მოხდა, რამაც ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფა გამოიწვია და კანონი ძალაში დარჩა.

ასე გამოიყურება მიწისქვეშა ქალაქ ზონენბერგის შესასვლელი და ამ შემთხვევაში სიტყვა "მიწისქვეშა ქალაქი" მხოლოდ სიტყვები როდია.
შესასვლელი სტრუქტურა ქვესადგურს ჰგავს.

კარებიდან აღმოჩნდებით გრძელ დერეფანში, რომელიც ობიექტის სიღრმეში შედის . თავშესაფრის შიგნით სივრცე ბარიერის გარეშეა და სივრცე შვიდი სართულისგან შედგება.

ექსკურსიები ტარდება მხოლოდ შერჩეულ კვირა დღეს 15-კაციან ჯგუფებად და ადგილი წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით.

თავად ოქბიექტი უზარმაზარ კლდეშია განთავსებული, რომელშიც ორი ავტობანის გვირაბი გადის.

ტექნიკურ დონეზე განთავსებულია უზარმაზარი ფილტრი, ვენტილაციის ბლოკი და ელექტრომომარაგების კონტროლი ობიექტისთვის.
ობიექტი იცავს ადამინებს ქიმიური, ბიოლოგიური და ატომური იარაღისგან, ხოლო გარე დაბინძურების შემთხვევაში, ზედაპირიდან შემოსული მთელი ჰაერი იფილტრება 110 ფილტრის მეშვეობით.


დღესდღეობით ეს ობიექტი კვლავ აქტიური თავშესაფარია, მაგრამ ის გათვლილია მხოლოდ 2000 ადამიანის შესაფარად და არა 20000-ის, როგორც ადრე.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები