"თუ სარკე შესასვლელში ასე კიდია, ყველაფერი დადებითი ოჯახიდან გაედინება" - რა უნდა იცოდეთ, როცა სარკისთვის ადგილს არჩევთ

აუცილებლად მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც სარკე სახლის შესასვლელი კარის მოპირდაპირე კედელზე უკიდიათ, ისე, რომ სარკე კარს პირდაპირ აირეკლავს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომის იქნება ეს სარკე, დიდი თუ პატარა, ნებისმიერ შემთხვევაში, მას კარგი არაფერი მოაქვს. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ და ამტკიცებენ კიდეც ფენ შუის პროფესორები.
ვნახოთ, მათი განმარტებით, რა უსიამოვნებები შეიძლება მოიტანოს ხსენებულ ადგილზე სარკის განთავსებამ.

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ სახლის შესასვლელი ის ადგილია, რომელსაც მთელი სერიოზულობით უნდა მოექცე. ფენ შუის სპეციალისტები განმარტავენ, რომ ნებისმიერ ოჯახში ენერგია სწორედ შესასვლელი კარი
დან შედის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ენერგია ჰარმონიულად და სწორად შებრძანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე საუბარი შეუძებელია. კარის წინ განთავსებული სარკე ამ ენერგიას ძალიან მარტივად აირეკლავს და უკუაგდებს. შედეგად, სახლიდან გაედინება ყველაფერი დადებითი, ყველაფერი ნეგატიური კი დაგროვდება. ყველაზე მარტივი მეთოდი ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად არის უბრალოდ სარკისთვის ადგილის შეცვლა.

თუ სარკე ძალიან დიდია და მისი ჩამოხსნა და გადაადგილება ვერ ხერხდება, შეგიძლიათ მის წინ სხვა ნივთი მოათავსოთ ისე, რომ მან სარკე დაფაროს.
შესაძლებელია ასევე მის წინ ქოთნის მცენარის დადგმა, მცენარე ხელს შეუშლის კარიდან შემოსული ენერგიის სრულფასოვნად არეკვლას სარკეში.
თუ ამის საშუალება არის, შეგიძლიათ სარკის წინ, როგორც დეკორის ელემენტი, განათავსოთ სკამი, პუფი, სავარძელი და ა.შ.
როგორც უკვე განვმარტეთ, შესასვლელი კარიდან სახლში შედის დადებითი ენერგია, სარკე ამ ენერგიას აბრკოლებს, ირეკლავს და უკუაგდებს. გარდა იმისა, რომ ეს განაგდებს თქვენგან ბარაქასა და იღბალს, ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევს. მაგალითად, ასეთი ჯახის წევრებს შეიძლება აღენიშნებოდეთ: დაბალი ფიზიკური აქტივობა, მუდმივი დაღლილობა და მოთენთილობა, ხშირი ავადმყოფობა, სტრესი და დეპრესია, გაღიზიანება და შფოთი, დისკომფორტის გრძნობა.

მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა ფენ შუის სწავლების, ჩვენი რჩევა იქნება, დაიზღვიოთ თავი და სარკეს, თუ ის სწორედ შესასვლელი კარის მოპირდაპირედ გიკიდიათ, სასწრაფოდ შეუცვალოთ ადგილი.

კომენტარები

კოსტა 2023-12-27 13:49
ცუდსაც ხომ ისევე აირეკლავს და უკან გარეთ აბრუნებს როგორც კარგს :)))

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები