"მონსტრი" თხების უცნაური ჯიში, რომელმაც ინტერნეტი აალაპარაკა

ინტერნეტში ცოტა ხნის გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც უცნაური არსებაა გამოსახული. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს რაღაც ცხოველის მუტაციაა, ზოგიერთს ფეიკი ეგონა... სინამდვილეში კი ეს ცხოველი მართლაც არსებობს, დამასკოში ცხოვრობს და დამასკოური თხების უცნაური ჯიშის წარმომადგენელია. 

სირიაში ამ თხებს კახრს, ან "შამის" უწოდებენ. შამის ჯიშის თხები არაბეთში დიდი მოწონებით და პატივისცემით სარგებლობენ. თვინიერები არიან, კარგად იწველებიან. გარდა ამისა, ძალიან ლამაზებადაც მიიჩნევენ და მათ უცნაურ გარეგნობას ღვთიურ სილამაზედ აღიქვამენ. მათ სიმღერებს და ლექსებსაც უძღვნიან. 

შამი ძალიან პოპულარულია მსოფლიოს ფერმერებს შორის. მას ხშირად აჯვარებენ სხვა
ჯიშის თხებთან, რომ მეწველობის დონე აამაღლონ. 

უმრავლესობა რქიანია და გრძელი ყურები აქვს, თუმცა ხშირად ყურებს აჭრიან, რომ ხელი არ შეუშალოს ტყე-ღრეში ხეტიალისას. 

ლაქტაციის დღეები შეადჰენს 240-300 დღეს და ამ პერიოდში 1000 ლიტრზე მეტ რძეს იძლევა, რომლის ცხიმიანობა 4-4,5 პროცენტია. 

შამის ჯიშის თხები მალე მწიფდებიან და გამრავლებისთვის უკვე 1 წლისანი არიან მზად. 



ავირჩიოთ

კომენტარები

ზ.კალორია 2018-06-14 13:31
ჩრდილოკავკასიელი ძველიბიჭები.
55555 2018-05-29 15:52
rogoric siriis prezidentia txebic isetia

კომენტარის დამატება