„ფოლ­კ­ლო­რის სახ­ლი“ სამეგრელოში - ბესო ჭითანავას სამოთხე

ფოლ­კ­ლო­რის­ტი, ლოტ­ბა­რი, გურ­მა­ნი, დე­კო­რა­ტო­რი, ქარ­გ­ვის ოს­ტა­ტი, ხატ­მ­წე­რი, მე­ბა­ღე, არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი (ეს ყვე­ლა “სტა­ტუ­სი” ერთ კაცს “ე­კუთ­ვ­ნის” - ზუგ­დი­დელ ბე­სიკ ჭი­თა­ნა­ვას) - სა­კუ­თა­რი სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი კოშ­კით თა­ვად და­უპ­რო­ექ­ტე­ბია. მითხ­რა: სახ­ლის პრო­ექ­ტი ქა­ღალ­დ­ზე არც არ­სე­ბობს, თვა­ლით არის აშე­ნე­ბუ­ლიო. მის მე­გო­ბარს, რო­ინ ძა­ძა­მი­ას უხუმ­რია კი­დეც, - თა­რა­ზო, შვე­უ­ლი და ძა­ფი ჩვენს ხელ­ში ტი­რი­ა­ნო. უკითხავთ, რა­ტო­მო? - არ ვხმა­რობთ და იმი­ტო­მო... და­ვინ­ტე­რეს­დი, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ სახ­ლი მყა­რად ნა­შე­ნია-მეთ­ქი? - რა ვი­ცი, ზე­მო­თა სარ­თულ­ზე დე­ვი­ვით ხალ­ხი მსტუმ­რობ­და და იმათ ცეკ­ვას გა­უძ­ლო, ჰო­და, მე ვერ გა­მიძ­ლებ­სო?
- სი­ცი­ლით მი­პა­სუ­ხა მას­პინ­ძელ­მა.

ამ სამ­ყა­რო­ში შე­ბი­ჯე­ბულს თვალ­ში, უპირ­ვე­ლე­სად, უამ­რა­ვი ძვე­ლი ნივ­თი გხვდე­ბა: კას­რე­ბი, დო­ქე­ბი, თუნ­გე­ბი, კე­ცე­ბი, ქვევ­რი, უთო, გო­ბი და ა. შ. ზო­გი თა­ვად უყი­დია, ზო­გიც - უჩუ­ქე­ბი­ათ. მარ­ნის გა­კე­თე­ბას აპი­რებს და ეს ნივ­თე­ბიც მის მო­საწყო­ბად სჭირ­დე­ბა. მა­გი­დაც უძ­ვე­ლე­სია, 100 წელ­საა გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და ბუ­ფე­ტიც, რო­მე­ლიც ნა­წი­ლე­ბად დაშ­ლი­ლი გა­ნუ­ლა­გე­ბია სახ­ლ­ში, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იერი რომ მი­ე­ცა. ამ­ბობს, - ასე უფ­რო ლა­მა­ზია. ერთ ნა­წილ­ში კონ­დი­ცი­ო­ნერს მო­ვაქ­ცევ და რო­ცა დამ­ჭირ­დე­ბა, მა­შინ გა­ვა­ღებ კარ­სო. ძა­ლი­ან ბევ­რი იდეა აქვს და ნელ-ნე­ლა აპი­რებს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. იმა­ვე ოთახ­ში, მე­ო­რე სარ­თულ­ზე ასას­ვ­ლე­ლი კი­ბის ქვეშ მოწყო­ბი­ლი მყუდ­რო მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი - სა­წო­ლი, მის უკან, კე­დელ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი უჩ­ვე­უ­ლო ბრი­თა და გვერ­დ­ზე “ა­მო­სუ­ლი” ხით, გან­სა­კუთ­რე­ბით ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მე­გო­ნა, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სას თუ და­ტო­ვეს ხე, სა­გან­გე­ბოდ, დე­კო­რა­ცი­ის­თ­ვის. აღ­მოჩ­ნ­და, რომ იქ ხე არას­დ­როს ყო­ფი­ლა, მე­რე მი­უ­ტა­ნია და ჩა­უდ­გამს.



მას­პინ­ძელ­მა მის­ვ­ლის­თა­ნა­ვე ულა­მა­ზე­სი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სუფ­რა გაგ­ვიწყო. გა­ვოც­დი და ვკითხე, - ყვე­ლა კერ­ძი თქვე­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლია-მეთ­ქი? - სი­დედ­რ­მა მო­მიმ­ზა­და, არი­ქა, სტუმ­რე­ბი მო­დი­ან და არ შერ­ცხ­ვეო, - თით­ქოს, სე­რი­ო­ზუ­ლად მი­პა­სუ­ხა, არა­და, ვი­ცი, და­უ­ო­ჯა­ხე­ბე­ლია. მე­რე ამიხ­ს­ნეს, გა­მორ­ჩე­უ­ლი გურ­მა­ნია, ასე რომ, ყვე­ლა­ფერს თავად ამ­ზა­დებ­სო. მეგ­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი და ბად­რიჯ­ნის კერ­ძი ნაც­ნო­ბი იყო, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, ორი­გი­ნა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბულ-შე­ზა­ვე­ბუ­ლი, მწვა­ნე კერ­ძი ვერ “შე­ვი­ცა­ნი” და ჩა­ვე­კითხე, რა არის-მეთ­ქი? - ეს არის ტყე­მა­ლი ვაშ­ლის ძმრით და მას­ში ქათ­მის ხორ­ცია ჩა­დე­ბუ­ლიო.

ნე­ტავ, გე­ნა­ხათ, რა ლა­მაზ თეფ­შ­ზე იდო! - დამ­ღა რომ არ არ­სე­ბობ­და, ეს თეფ­ში იმ ხა­ნი­სააო, - ამიხ­ს­ნა მას­პინ­ძელ­მა და თა­ვის მე­გო­ბარს, ბა­ტონ რო­ინს სთხო­ვა, ზე­მოთ, ძველ კა­რა­და­შია ძვე­ლი თეფ­შე­ბი და ჩა­მო­ი­ტა­ნეო, თან ამიხ­ს­ნა, - აქ აგუ­რით ნა­შე­ნებს რა­საც ხე­დავთ, უმე­ტე­სო­ბა რო­ი­ნის ნა­მუ­შე­ვა­რია. ძა­ლი­ან კარგ რა­მე­ებს აკე­თებს. შინ თუ ეს­ტუმ­რე­ბით, თა­ვად დარ­წ­მუნ­დე­ბით, მაგ­რამ არ მინ­და, ჩემ­თან ნა­კე­თე­ბიც მი­სას და­ემ­ს­გავ­სოს, მირ­ჩევ­ნია, მე მო­ვი­ფიქ­რო, ამი­ტომ თა­ვი - ჩე­მი, ხე­ლე­ბი - მი­სიო. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ბა­ტო­ნი რო­ი­ნი ად­რე ან­ზორ კავ­სა­ძის კა­პე­ლა­ში მღე­რო­და. მე­რე, 1990-იან წლებ­ში ის და და­ნარ­ჩე­ნი მომ­ღერ­ლე­ბი ჩემს მას­პინ­ძელს წა­მო­უყ­ვა­ნია და შე­უქ­მ­ნი­ათ ვაჟ­თა ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლი “მე­რე­ხი”...



მა­გი­დას ისე­თი სის­წ­რა­ფით ემა­ტე­ბო­და კერ­ძე­ბი, სხვა თე­მა­ზე სა­უ­ბარს ვე­ღარც ვას­წ­რებ­დით, ამი­ტომ კვლავ ე.წ. ღა­რი­ბულ სუფ­რას (ა­სე უწო­დებ­და მას­პინ­ძე­ლი, რა­საც ვე­რაფ­რით და­ვე­თან­ხ­მე­ბი) და­ვუბ­რუნ­დით. დი­დი ვე­რა­ფე­რი გურ­მა­ნი ვარ, მაგ­რამ ზო­გი­ერთ კერძს ვცნობ. აქამ­დე ვი­ცო­დი, რომ ქო­თან­ში წი­თელ ლო­ბი­ოს ხარ­შავ­დ­ნენ, მაგ­რამ მა­გი­და­ზე მდგარ ქო­თან­ში ლო­ბიო აშ­კა­რად არ იყო. ბა­ტონ ბე­სოს გა­ე­ცი­ნა: ამას საწ­მე­ლი ჰქვია - წ-ყა­ლი, წ-ვნი­ა­ნი ანუ ის, რაც გად­მო­დინ­დე­ბა. ისე და­ვინ­ტე­რეს­დი მი­სი მომ­ზა­დე­ბის წე­სით, თით­ქოს იმა­ვე სა­ღა­მოს მოვამზადებდი, მაგ­რამ რე­ცეპ­ტი მა­ინც გა­მოვ­კითხე. - ქო­თან­ში ვდებთ ქა­თამს, მო­თუ­შულ ხახვს, დაჭ­რილ პო­მი­დორს და ვხარ­შავთ. პა­რა­ლე­ლუ­რად, ქვა­სა­ნაყ­ში ვნა­ყავთ ნი­გოზ­სა და მა­რილს (დღეს ესეც გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია და ბლენ­დერ­ში მზად­დე­ბა) და ვა­მა­ტებთ წი­ნა მა­სას. მო­ხარ­შუ­ლი ქოთ­ნით­ვე მიგ­ვაქვს სუფ­რას­თან. სხვა­თა შო­რის, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ცივს რომ ეძა­ხი­ან, ჩვე­ნე­ბუ­რი საწ­მე­ლი მი­სი “მე­გო­ბა­რი­ა­ო”, - ამიხ­ს­ნა. ბა­ჟე­ზეც მითხ­რა:

სა­მეგ­რე­ლო­ში მას ნედ­ლი მწვა­ნი­ლე­ბით ვამ­ზა­დებთ, ხო­ლო გამ­ხ­მა­რით - სა­ცი­ვი კეთ­დე­ბაო... გებ­ჟა­ლი­ას და­ნახ­ვა გულ­წ­რ­ფე­ლად გა­მი­ხარ­და, რად­გან გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. კი­დევ ერ­თი სა­ჩე­მო კერ­ძი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ისიც - ყვე­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი: ერ­თ­მა­ნეთ­ში არე­ულ ჭყინტ ყველ­სა და ხა­ჭოს პიტ­ნა ჰქონ­და შე­რე­უ­ლი და უგემ­რი­ე­ლე­სი იყო. - ასე დე­და­ჩე­მი აკე­თებ­და და მეც მის კვალს მივ­ყ­ვე­ბიო, - მითხ­რა მის­მა ავ­ტორ­მა.



ბა­ტონ ბე­სოს აქ ფოლ­კ­ლო­რის სახ­ლი მო­უწყ­ვია. ამ ოთახ­ში “მე­რე­ხის” რე­პე­ტი­ცი­ებს ატა­რებს. მითხ­რა, - უცხო­ე­ლებ­საც ვას­წავ­ლი სიმ­ღე­რებ­სო. წი­ნა დღე­საც, თურ­მე, ამე­რი­კელ, ავ­ს­ტ­რა­ლი­ელ და ინ­გ­ლი­სელ გო­გო­ნებს ამე­ცა­დი­ნებ­და და თბი­ლი­სი­დან ფოლ­კ­ლო­რის­ტე­ბი და ლოტ­ბა­რე­ბი: მალ­ხაზ ერ­ქ­ვა­ნი­ძე და სო­სო კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი ჰყო­ლია სტუმ­რად. მა­ლე აქ ბი­ჭუ­ნა­თა ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლიც ამ­ღერ­დე­ბა.

იქ­ვე პი­ა­ნი­ნო დგას, გერ­მა­ნუ­ლი “ცი­მერ­მა­ნი”, 1884 წლის გა­მოშ­ვე­ბა, ერთ კუთხე­ში კი ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი სა­ნო­ტო ფურ­ცე­ლია ნო­ტე­ბი­თა და მეგ­რუ­ლი ტექ­ს­ტით. სიმ­ღე­რას “გვი­მა­რა” ჰქვია და ზე­და კუთხე­ში წე­რია: “მუს.: ბ. ჭი­თა­ნა­ვა­სი. ტექ­ს­ტი: გ. ოტო­ბა­ი­ა­სი”. მა­შინ გა­ვი­გე, ბა­ტო­ნი ბე­სო სიმ­ღე­რებ­საც რომ წერ­და.

ჩემს მას­პინ­ძელს ფარ­დე­ბიც ორი­გი­ნა­ლუ­რი უკი­დია ოთახ­ში.



- ფარ­და­შიც კი ჩე­მი ბუ­ნე­ბა და გა­ტა­ცე­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბა - მე ხომ მე­ბა­ღეც ვარ და აქაც ბა­ღე­ბია ათას­ნა­ი­რი მცე­ნა­რი­თა და ფრინ­ვე­ლი­თო, - მითხ­რა. თურ­მე, ფარ­დე­ბი პა­რი­ზუ­ლი ყო­ფი­ლა, პრინ­ცე­სა მი­უ­რა­ტის ნა­ჩუ­ქა­რი. პრინ­ცე­სა ვე­რო­ნი­კა დე შა­ბო მი­უ­რა­ტი სა­ლო­მე და­დი­ა­ნი­სა და აშილ მი­უ­რა­ტის შვილ­თაშ­ვი­ლის, პრინც ალან მი­უ­რა­ტის მე­უღ­ლე და ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის შთა­მო­მა­ვა­ლია. ბა­ტო­ნი ბე­სოს ნათ­ლუ­ლი ყო­ფი­ლა, მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რად მას მო­უ­ნათ­ლავს. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ჩემს უნი­ვერ­სა­ლურ მას­პინ­ძელს ფრან­გუ­ლიც კარ­გად სცოდ­ნია და ხან ქარ­თუ­ლად, ხა­ნაც ფრან­გუ­ლად ესა­უბ­რე­ბა ნათ­ლულს.



ბე­სო ჭი­თა­ნა­ვა:
- რაც პრინ­ცი და პრინ­ცე­სა ოჯა­ხით საცხოვ­რებ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გად­მო­ვიდ­ნენ, მას შემ­დეგ მე და რო­ი­ნიც მათ გვერ­დით ვართ. ფრან­გუ­ლიც მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას შე­ვის­წავ­ლე. ჩა­მოს­ვ­ლი­დან ერთ თვე­ში მი­უ­რა­ტებს საფ­რან­გეთ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა მო­უხ­დათ, ქორ­წილ­ში და სახ­ლი მე ჩა­მა­ბა­რეს. ამ სახ­ლ­ში დი­დი სა­გან­ძუ­რი ინა­ხე­ბო­და - ის­ტო­რი­უ­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბი, რუ­ბენ­სი­სა და პი­კა­სოს ნა­მუ­შევ­რე­ბი, კუ­კის ხელ­ნა­წე­რე­ბი, მე­ფე­ე­ბის ფაქ­სი­მი­ლი­ე­ბი... ამ გან­ძის დი­დი ნა­წი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, მე­რე და­იწ­ვა. სახ­ლის კა­რი ნორ­მა­ლუ­რად არ იკე­ტე­ბო­და, არა­და, ძა­ლი­ან არე­უ­ლი პე­რი­ო­დი იყო, 1996 წე­ლი, რო­დე­საც შუ­ქი თით­ქ­მის არ გვქონ­და და ძარ­ც­ვა-ქურ­დო­ბა-მკვლე­ლო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო. მახ­სოვს, ღა­მით, შუ­ქი რომ მო­ვი­დო­და ხოლ­მე და ტე­ლე­ვი­ზორს ან რა­დი­ოს ჩავ­რ­თავ­დი, მა­შინ­ვე მე­ძი­ნე­ბო­და. ასე არ ივარ­გებ­და, აუცი­ლებ­ლად უნ­და მეფხიზ­ლა. იქ­ვე ვი­პო­ვე ფე­რა­დი ძა­ფე­ბი, ნა­ჭე­რი და მრგვა­ლი სა­ქარ­გა­ვი და­ფა, მა­ნამ­დე პრო­ფე­სორ მა­ნა­ნა ბუ­კი­ას ქარ­გ­ვას შევ­ს­წ­რე­ბი­ვარ ეკ­ლე­სი­ა­ში და ვცა­დე, იმ პრინ­ცი­პის­თ­ვის მი­მეგ­ნო. ძა­ლი­ან გავ­წ­ვალ­დი, მაგ­რამ ერთ ღა­მე­ში ჯვა­რი მოვ­ქარ­გე. მე­ო­რე დღეს, წირ­ვა­ზე მა­ნა­ნა ბუ­კი­ას ვუჩ­ვე­ნე. მან კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნა და თან მას­წავ­ლა, რო­გორ ჯობ­და მუ­შა­ო­ბა. მას შემ­დეგ “ა­სე ჯო­ბი­ა­თი” ხომ ხე­დავთ, რამ­დე­ნი რამ მოვ­ქარ­გე! ხში­რად, მგზავ­რო­ბი­სა­საც ვქარ­გავ. ისე გარ­ბის ხოლ­მე დრო, ვერც მან­ძილს შე­ვიგ­რ­ძ­ნობ და, რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან მშვი­დო­ბი­ა­ნად ვმგზავ­რობ. ეგ კი არა, თვით­მ­ფ­რი­ნავ­შიც კი მომი­ქარ­გავს. და­ვაკ­ვირ­დი და, ბორ­ტ­ზე სა­ქარ­გავი მა­სა­ლა თუ არ ავი­ტა­ნე, მა­შინ იწყე­ბა რყე­ვე­ბი და სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი, ამი­ტომ ვცდი­ლობ, იქაც სულ ვქარ­გო. შინ ნა­ქარ­გე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი მაქვს. ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი აქვს ჩვენს უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს ილია მე­ო­რეს, ჰქონ­და ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძეს, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ოჯახს - ქალ­ბა­ტონ სან­დ­რა რუ­ლოვსს, პა­რიზ­ში - ლე­პე­რე­ბის ოჯახს, რამ­დე­ნი­მე ტა­ძარს და ა.შ. ძი­რი­თა­დად, სა­ეკ­ლე­სიო თე­მა­ზე ვმუ­შა­ობ - აქ მაქვს “შო­ბა”, მაცხოვ­რის - რამ­დე­ნი­მე და წმ. სპი­რი­დო­ნის ხა­ტე­ბი, ეს გახ­ლავთ აშოტ კუ­რა­პა­ლა­ტი - ისე­თი ასო­ცი­ა­ცია გიჩ­ნ­დე­ბა, თით­ქოს ქვა­ზეა ამოტ­ვიფ­რუ­ლი...



- ბა­ტო­ნო ბე­სო, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ხართ, რომ იტყ­ვი­ან ხე­ლი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­დით, შე­სა­ნიშ­ნა­ვი წრე გყავთ... მიკ­ვირს, რა­ტომ არ და­ო­ჯახ­დით?
- რა­ტომ? მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ან ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. მა­მა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა, ჩე­მი ასა­კის იყო, მე კი - 16 წლის. სა­მი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ჩემ­ზე უფ­რო­სი მყავ­და, ორიც - უმ­ც­რო­სი. ძმა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მსა­ხუ­რობ­და, დე­და მუ­შა­ობ­და და მი­სი ხელ­ფა­სით ამ­ხე­ლა ოჯახს რო­გორ არ­ჩენ­და? სად იყო მა­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი? ოჯახს რომ შევ­შ­ვე­ლე­ბო­დი, იმა­ვე სკო­ლა­ში და­ვიწყე და­რა­ჯად მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ვსწავ­ლობ­დი. მა­მაც ამ ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და შე­თავ­სე­ბით და მის ად­გი­ლას მი­ვე­დი. მა­ლე სკო­ლის ცეცხ­ლ­ფა­რე­შიც გარ­და­იც­ვა­ლა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა იპო­ლი­ტე ჩე­მი­ნა­ვამ (ღმერ­თ­მა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მი­სი სუ­ლი) მითხ­რა: აქ ხომ გაქვს ხელ­ფა­სი 80 მა­ნე­თი, ცეცხ­ლ­ფა­რე­შად თუ იმუ­შა­ვებ, 150 ლა­რი გექ­ნე­ბა. თა­ნაც ის სა­მუ­შაო სე­ზო­ნუ­რია. თუ და­თან­ხ­მ­დე­ბი, მე ყო­ველ დი­ლით, ად­რი­ა­ნად მო­ვალ, ნახ­შირს შე­მო­გა­ზიდ­ვი­ნებ, შენ კი მე­რე ღუ­მელ­ში ჩა­ყა­რეო (ხე­დავთ, რამ­ხე­ლა რა­ღაც გა­მი­კე­თა იმ კაც­მა?!) და... დავ­თან­ხ­მ­დი. მახ­სოვს, ჩე­მი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და სი­გა­რეტს უკი­დებ­დ­ნენ იმ ღუ­მ­ლი­დან, მე კი იქ ვმუ­შა­ობ­დი. 15 წლი­დან ვმღე­რო­დი ან­სამბლ “ჩე­ლა­ში”. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი - თეთ­რ­თ­მი­ან კა­ცებს შო­რის შა­ვი ხო­ჭო­სა­ვით ვი­დე­ქი. მე­რე სო­ფელ ორ­სან­ტი­ის სკო­ლა­ში გუნ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის შტა­ტი რომ გა­თა­ვი­სუფ­ლ­და, შე­მომ­თა­ვა­ზეს და იქ გა­და­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ. დღი­სით იქ ვი­ყა­ვი, ღა­მით - სა­კონ­სერ­ვო ქარ­ხა­ნა­ში. რა­საც მიხ­დიდ­ნენ, თით­ქ­მის სრუ­ლად ძმას ვუგ­ზავ­ნი­დი “ჯარ­ში”, არ მინ­დო­და, უმა­მო­ბა დატყო­ბო­და, რად­გან მა­მაც ასე აკე­თებ­და... მე­რე, რამ­დენ­ჯე­რაც რა­ღაც საქ­მე და­ვიწყე, ან ვი­ღაც დაგ­ვე­ღუ­პა, ან ვი­ღაც ჩვე­ნი­ანს სხვა რამ გა­უ­ჭირ­და, ერ­თხელ სახ­ლიც დაგ­ვეწ­ვა და ნუ­ლი­დან და­ვიწყეთ ცხოვ­რე­ბა; ოჯა­ხის წევ­რე­ბი რომ და­ო­ჯახ­დ­ნენ, ზო­გი­ერ­თი ერ­თხანს ჩე­მი მი­სა­ხე­დი გახ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახ­ლა, ნელ-ნე­ლა აიწყეს ცხოვ­რე­ბა და უკ­ვე აქეთ - მე მეხ­მა­რე­ბი­ან... მოკ­ლედ, ასე­თი ნაწ­ვა­ლე­ბი და ნაშ­რო­მი ვარ. რო­დის­ღა და­ვო­ჯა­ხე­ბუ­ლი­ყა­ვი?!



სუფ­რას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ კვლავ სახ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გან­ვაგ­რ­ძეთ. სამ­ზა­რე­უ­ლო პირ­ველ სარ­თულ­ზეა და, სა­ბო­ლო­ოდ, ხალ­ხურ-კლა­სი­კუ­რი სტი­ლის ნა­ზა­ვი იქ­ნე­ბა. მე­ო­რე სარ­თუ­ლიც შთამ­ბეჭ­და­ვია. იქ­ვე 200 წლის კორ­სი­კუ­ლი კა­რა­და დგას, საფ­რან­გეთ­ში მო­ხუც ქალ­ბა­ტონს - მა­დამ პერ­სას უჩუ­ქე­ბია ჩე­მი მას­პინ­ძ­ლის­თ­ვის: ამას ჩე­მი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მა­ინც გა­და­აგ­დე­ბენ და რად­გან შენ ძვე­ლი ნივ­თე­ბი გიყ­ვარს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თუ წა­ი­ღებ, გა­გა­ტა­ნო. თვი­თონ - არა, მაგ­რამ მი­უ­რა­ტებს კი ჩა­მო­უ­ტა­ნი­ათ და ოჯა­ხის ნათ­ლი­ის­თ­ვის სი­ურ­პ­რი­ზად მან­ქა­ნით მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ კარ­ზე სა­ჩუ­ქა­რი. მარ­თ­ლაც ლა­მა­ზი კა­რა­დაა და ბა­ტონ ბე­სო­საც ძა­ლი­ან მოს­წონს.

მე­ო­რე სარ­თულ­ზეა აგუ­რით ნა­შე­ნე­ბი ბუ­ხა­რი, რო­მე­ლიც სხვა ოს­ტატს გა­უ­კე­თე­ბია. ბუ­ხარს ზე­მოთ სხვა­დას­ხ­ვა დე­ტა­ლი ამ­შ­ვე­ნებს. თურ­მე, მარ­ტ­ვილ­ში ბავ­შ­ვებს ქვა­ზე მუ­შა­ო­ბას ას­წავ­ლი­ან და რა­ი­მე დე­ტა­ლი რომ უფუჭ­დე­ბათ, ბა­ტონ ბე­სოს უნა­ხა­ვენ, ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი კი დე­კო­რის­თ­ვის იყე­ნებს. თუმ­ცა დე­კო­რი, უნებ­ლი­ეთ, თე­მა­ტუ­რად და­ეწყო - თავ­ში ჯვა­რი ღმერ­თის სა­დი­დებ­ლად, ქვე­მოთ - დე­და­მი­წა, ხო­ლო ნა­ყო­ფის სიმ­ბო­ლოდ - გვიმ­რის ფო­თო­ლი და ა.შ.

მე­სა­მე სარ­თულ­ზე ვერ ავე­დით, რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით ასას­ვ­ლე­ლი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. კოშ­კი­დან, თურ­მე, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხე­დი იშ­ლე­ბა - აფხა­ზე­თის საზღ­ვარ­ზე მდე­ბა­რე სა­თან­ჭოს მთაც კი მო­ჩანს... ალ­ბათ, მთელ სახლს - გა­კე­თე­ბულს თუ გა­სა­კე­თე­ბელს, ვერც აღ­ვ­წერ სიტყ­ვე­ბით, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, ზუგ­დიდ­ში შემ­დე­გი სტუმ­რო­ბის­თ­ვის სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი დაგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა და სრულ­ყო­ფილ სახ­ლ­საც “ჩა­ვი­ბა­რებთ”.



რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტო­ნი ბე­სოს მე­ბა­ღე­ო­ბას, გა­ო­ცე­ბა აქაც ვერ დავ­მა­ლე - რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ზუგ­დიდ­ში და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის წი­ნა ეზო, მარ­ტ­ვი­ლი­სა და სალ­ხი­ნოს მო­ნას­ტ­რე­ბის ეზო­ე­ბიც მი­სი გამ­წ­ვა­ნე­ბუ­ლი იყო. ბა­ტო­ნი ბე­სოს სა­ნერ­გეს სა­ნა­ხა­ვად მი­სი მე­ო­რე სახ­ლის ეზო­ში გა­და­ვე­დით. აღ­მოჩ­ნ­და, რომ სა­ნერ­გე 3200 კვ.მ ფარ­თობ­ზეა მოწყო­ბი­ლი. ად­რე, თურ­მე, სათ­ბუ­რის შე­ნო­ბაც ედ­გა, მაგ­რამ დიდ თოვლს და­უნ­გ­რე­ვია. სა­ნერ­გე­ში 11 სა­ხე­ო­ბის მარ­ტო წიწ­ვო­ვა­ნი მცე­ნა­რე აქვს, რო­მე­ლიც ეზო­ე­ბის გა­სამ­წ­ვა­ნებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. აქ­ვე გვხვდე­ბა: ვერ­ცხ­ლის­ფე­რი ჭან­ჭა­ტი; აბე­ლია, რომ­ლი­თაც კა­ტა­ლო­გე­ბი იწყე­ბა; ულა­მა­ზე­სი მა­რად­მ­წ­ვა­ნე ძახ­ვე­ლი; ჯუ­ჯა ბამ­ბუ­კე­ბი; წი­თელ­ყ­ვა­ვი­ლი­ა­ნი კა­ლეს­ტე­მო­ნე­ბი; პა­სიფ­ლო­რა, იგი­ვე ვნე­ბის ყვა­ვი­ლი - მა­რად­მ­წ­ვა­ნე მცო­ცა­ვი მცე­ნა­რე, რომ­ლის კო­ლექ­ცი­აც ჰქონ­და - ლურ­ჯი, სტა­ფი­ლოს­ფე­რი, თეთ­რი... რა­ტომ­ღაც მხო­ლოდ ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი დარ­ჩე­ნი­ლა. მის­გან, თურ­მე, ტა­ლა­ვე­რის გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ცო­ტა­თი ყინ­ვა­მო­ში­შია. ბა­ტონ ბე­სოს აქ­ვე პა­ტა­რა ინ­კუ­ბა­ტო­რიც აქვს. სწო­რედ აქ იბა­დე­ბი­ან მცე­ნა­რე­ე­ბი და მე­რე გა­დი­ან გა­რეთ. აქ ვნა­ხე ულა­მა­ზე­სი წიწ­ვო­ვა­ნი ხე­ე­ბი, მწვა­ნე­ში შე­რე­უ­ლი თეთ­რი წიწ­ვე­ბით. ჭი­თაწყ­ლის ეკ­ლე­სი­ის ბაღ­შიც მის­გან წა­უ­ღი­ათ ამ ჯი­შის ხე­ე­ბი, ოღონდ მათ ვერ­ცხ­ლის­ფე­რი წიწ­ვე­ბი აქვთ. ინ­კუ­ბა­ტორ­შია დე­კო­რა­ტი­უ­ლი ლუ­ნი­ცე­რა, ტო­ტე­ბით რომ ჩა­მო­ი­ტა­ნა და თა­ვის სა­ნერ­გე­ში გა­ა­ხა­რა, - რომ წა­მო­იზ­რ­დე­ბა, შე­გიძ­ლია შეკ­რი­ჭო ხოლ­მე და კონ­კ­რე­ტუ­ლი ფორ­მა მის­ცეო, - მითხ­რა. ასე­ვე, ჩა­მო­ი­ტა­ნა ალ­ვის ხის ტო­ტე­ბიც თურ­ქე­თი­დან და ისიც გა­ა­ხა­რა. უკ­ვე და­ფეს­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, ოღონდ ქოთ­ნებ­ში კარ­გად ვერ იზ­რ­დე­ბა, სივ­რ­ცე და სიღ­რ­მე სჭირ­დე­ბა, გა­და­სარ­გა­ვად კი დამ­ხ­მა­რე არა­ვინ ჰყავს... კი­დევ ვინ მოსთ­ვ­ლის, რამ­დე­ნი სა­უცხოო მცე­ნა­რე ვნა­ხე ჩე­მი მას­პინ­ძ­ლის სა­ნერ­გე­ში. ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თი მის “ო­ჯახ­ში” გინ­კო ბი­ლო­ბა ყო­ფი­ლა, მცე­ნა­რე შე­სა­შუ­რი იმუ­ნი­ტე­ტით - ხი­რო­სი­მა­სა და ნა­გა­საკ­ში, ატო­მუ­რი და­ბომ­ბ­ვის დროს, მხო­ლოდ ეს ხე გა­დარ­ჩე­ნი­ლა. მის­გან კეთ­დე­ბა წა­მა­ლი ბი­ლო­ბი­ლი. და­ბო­ლოს, ამ სა­ნერ­გე­შია ჯუ­ჯა გარ­დე­ნია, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა ბე­სომ ჩე­მი ვე­რან­დის­თ­ვის მა­ჩუ­ქა - მან და კი­დევ ორ­მა ყვა­ვილ­მა აშ­კა­რად და­ამ­შ­ვე­ნა ჩე­მი აივა­ნი.

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

კომენტარები

მუქა 2018-04-24 23:15
სოფელი არაა ნახსენები ,მარტო ბჟუტინსკია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები