ცისანა სეფიაშვილის საახალწლოდ მორთული სახლი

აი, მოახლოვდა ახალი წელი. მშობლები, მეგობრები, უკვე საჩუქრებზე ფიქრობენ. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა დეკორაციებით, ფერადი ნათურებით ცდილობენ სახლის მორთვას.
საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო სეფიაშვილების ოჯახშიც. ცისანა სეფიაშვილმა სახლი საკუთარი გემოვნებით მორთო. მათთან მისულ სტუმრებს წინ ორი ულამაზესი ჯუჯა ეგებება კეთილი და სათნო ღიმილით. შიდა კიბეები მწვანე და წითელი გრილიანდებით არის გაფორმებული, რაც ნამდვილ საახალწლო განწყობას ქმნის. სახლში ელფებსაც დაუდვიათ ბინა და მაგიდაზე შემოსკუპულან. რაც შეეხება ნაძვის ხეს, იგი მრავალფეროვნებით და ფერთა სიუხვით გამოირჩევა.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები